ke-isari
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2411
წევრი No.: 81356
რეგისტრ.: 4-January 09
|
#25794097 · 3 Jun 2011, 01:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დეკანოზი ლევან მათეშვილი – რა შემთხვევაში დავემორჩილოთ მთავრობას? ...... იქნებ ბევრის ბლაგვ გონებაში შევიდეს ..... არ აქვს მნიშვნელობა ტირანია ხელისუფალი თუ არა ... და მითუმეტეს, რომ 2005 წელს პატრიარქმა ილია მეორემ საჯაროდ თქვა: „ჩვენი ქვეყანა წინ მიდის და ამ წინსვლას ვეღარაფერი შეაჩერებს ... ხოლო ამბოხებულ კვიციანზე განაცხადა: ვინცა მახვილი აიღოს, მახვილითვე შეიმუსროს ... წინ კრიზისიც იქნება, მაგრამ ვერ ეღირსებით ხელისუფლის დამხობას ... და ვერ ეღირსებით პატრიარქისგან მოწოდებას ... ეს დაიმახსოვრეთ ....................
მაშ ასე--------------------------------------------------- ღმერთმა მახვილი მთავრობას გადასცა სამართავად და არა მოქალაქეებს რევოლუციებისათვის. მახვილი მიეცა ნოეს იმისათვის, რათა მოეთოკა უწესრიგო მოქალაქეები (დაბ. 9:6; 6_11). მსგავსადვე, პავლემ უთხრა რომაელებს _ დამორჩილებოდნენ ნერონს რადგანაც `ის ღვთის მსახურია… ტყუილად როდი ატარებს მახვილს~ (რომ. 13:4). აქ კვლავ მთავრობაა ის ობიექტი, რომელმაც უნდა გამოიყენოს მახვილი ქვეშევრდომებზე და არა მოქალაქეები, რომლებმაც უნდა გამოიყენონ მახვილი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ღმერთი გვაფრთხილებს, არ შევუერთდეთ რევოლუციონერებს. წმინდა წერილი გარკვევით აცხადებს~, შვილო, უფლისა და მეფის გეშინოდეს და მეამბოხეთ ნუ გაეკარები~ (იგავ. 24:21). ვინაიდან ეს გაფრთხილება მოგვიწოდებს, გვეშინოდეს ღვთისა და მისგან დადგენილი მეფისა, აშკარაა რომ ეს არის ბრძანება, არ შევუერთდეთ ამბოხს მთავრობის წინააღმდეგ. რევოლუციები მკვეთრადაა გაკიცხული ღვთისაგან. ბიბლიაში რევოლუციების მრავალი მაგალითია, თუმცა ისინი დაგმოიბლია ღვთისგან. კორახმა ამბოხი მოაწყო მოსეს წინააღმდეგ, და მიწამ უყო პირი კორახსა და მის მომხრეებს (რიცხვ. 16). მსგავსადვე აბესალომის აჯანყება დავითის წინააღდმეგ, დამარცხდა და აბესალომი მოკლულ იქნა 92 მეფე. 15). იერობოამმაც მოაწყო ჩრდილოეთის ათი შტოს ამბოხი სამხრეთელი იუდას შტოს წინააღმდეგ, რაც ღვთისგან მკაცრად იქნა დაგმობილი (3 მეფ. 12). ერთადერთი ღვთისაგან მოწონებული რევოლუცია იყო თეოკრატიული რევოლუცია ბოროტი დედოფლის ღოთოლიას წინააღმდეგ და რადგანაც ეს საჭირო იყო ქრისტეს ხაზის შესანარჩუნებლად, ეს იყო ღვთაებრივად სანქცირებული სპეციალური თეოკრატიული შემთხვევა, ზუსტად ისეთი, როგორ ომებსაც აწარმოებდა იესო ნავეს ძე ქანაანელების წინაღმდეგ (იეს. ნავ. 10). მიაქციეთ ყურადღება, რომ მისი (ღოთოლიას) მოკვლის ბრძანება გაიცა ღვთის მსახურის მიერ (2 ნეშტ. 23:14) და ნაკურთხი იქნა ღვთის სიტყვით (მუხ. 21). მიუხედავად ამისა, ეს ღვთაებრივად განსაზღვრული თეოკრატიული რევოლუცია, რომელიც მესიის ხაზის შესანარჩუნებლად იყო გამიზნული, არ შეგვიძლია კანონიერად გამოვიყენოთ დრევანდელი რევოლუციის გასამართლებლად, ზუსტად ისევე, როგორც ღვთის ბრძანებანი, გაცემული ყველა ქანაანელის დასარისხებლად, არ შეგვიძლია გამოვიყენოთ დღევანდელ სამართლიან ომებში ქალებისა და ბავშვების ხოცვის გასამართლებელ საფუძვლად. მოსე გასამართლებულ იქნა თავისი ძალადობისტვის ეგვიპტეში. გამოსვლათა წიგნი გვიყვება, რომ როდესაც მოსემ დაინახა ეგვიპტელი, რომელიც სცემდა ებრაელს და მიიხედ-მოიხედა და როცა დაინახა, რომ არავინ იყო, მოკლა ეგვიპტელი და ქვიშაში ჩაფლა~ (გამოს. 2:12). შედეგად ამ ძალადობისა, მოსე იძულებული გახდა გაქცეულიყო ეგვიპტიდან და ორმოცი წელი უდაბნოში გაეტარებინა. ამის შემდეგ ღმერთმა გამოიყენა მოსე ისრაელის გამოსაყვანად ეგვიპტიდან რევოლუციის გარეშე (გამოს. 12). ისრაელი არ ებრძოდა ფარაონს, არამედ გაექცა მას. თუკი როდესმე ყოფილა სიტუაცია რევოლციის გასამართლებლად, ეს იყო ისრაელის მდგომარეობა ფარაონის უღელქვეშ. მიუხედავად ამისა, ეს არც მოწონებული და არც შემოთავაზებული არ ყოფილა ღვთისაგან. ისრაელი არ შებროლებია ფარაონს; ის გაექცა მას (გამოს. 12). მართალია, ღმერთი სასწაულებრივად ჩაერია და გამოიხსნა ისინი. მაგრამ გაკვეთილი იგივეა: მიანდე ღმერთს ბოროტი ტირანების მოვლა და არ აუჯანყდე მათ. ღმერთმა სუვერენულად დაადგინა ისინი, და ის ასევე სუვერენულად დამხობს მათ (დან. 4:17). იესომ გაგვაფრთხილა მახვილის გამოყენების გამო. იესომ გააფრთხილა თავისი მოწაფეები მახვილის აგრესიული გამოყენების წინააღმდეგ, როდესაც თქვა `თავის ადგილას ჩააბრუნე ეგ მახვილი, ვინაიდან ყველა მახვილის ამღები მახვლითვე დაიღუპება~ (მათ. 26:52). ის არ იყო წინააღდმეგი მახვილის თავდასაცავად გამოყენებისთვის (გამოსვ. 22:2), მაგრამ, არსებული ხელისუფლების მსახურის ხელყოფა სხვა საქმე იყო (მათ. 26:51). იესო ლაპარაკობდა შურისძიების წინაამდეგ. თუკი ქადაგება მთაზე რამეს ნიშნავს, აშკარაა, რომ ის ლააპრაკობს შურისძიების წინააღმდეგ. იესომ თქვა, `თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: თვალი თვალისა წინ და კბილი კბილისა წილ. მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს~ (მათ. 5:38-39). მიუხედავად იმისა, რომ ეს ქადაგება მხარს არ უჭერს ტოტალურ პაცეფიზმს, ის აშკარად კიცხავს რევოლუციურ სულს, რომელიც ისწრაფვის შური იძიოს ტირანულ მთავრობაზე~. ჩემია სურისგება და მე მივაგებ, _ ამბობს უფალი~ (რომ. 12:19). მაშინ აბა რა ვქნათ, როგორ ვუპასუხოთ ჩაგვრას. ბიბლია იძლევა გზას, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ ქრისტიანებმა უსამართლო მთავრობის დამოკიდებულებას. ქრისტიანების პირველი და მთავარი პასუხისმგებლობაა; სულ ერთია სამართლიანი მთავრობა ჰყავს მას თუ უსამართლო, დემოკრატიული თუ მონარქისტული _ დაემორჩილოს მის კანონებს (რომ. 13:1; ტიტ. 3:1). პეტრე წერდა: `დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ დადგენილებას უფლის გულისათვის~ (1 პეტ. 2:13). ვინაიდან `ასეთია ნება ღვთისა: რათა კეთილის ქმნით დაადუმოთ უგუნურ ადამიანთა უმეცრება~ (მუხ. 15). სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ცუდი მოწმობაა ქრისტეს მიმდევრისთვის. ქრისტიანები უნდა გამოჩნდნენ როგორც კანონქვემდებარე მოქალქეები და არა მეამბოხეები. საუკეთესო გზა, მოახდინო გავლენა უსამართლო მთავრობაზე, არის სულიერი მაგალითის ჩვენება და არა რევოლუცია. მხოლოდ მაშინ, როდეაც ის იკავებს ღვთის ადგილს, შეგვიძლია უარი ვთქვაG მაშინ, როდესაც ის იკავებს ღვთის ადგილს, შეგვიძლია უარი ვთქვათ მორჩილებაზე და მაშინაც კი არ უნდა ავჯანყდეთ მის წინააღმდეგ. პავლე სთხოვდა ქრისტიანებს: `შეგაგონებთ ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანებისთვის მეფეებისა და ყველა მბრძანებლისთვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობით და პატიოსნებით~ (1 ტიმ. 2:1-2). ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა, შევცვალოთ უსამართლო მთავრობა, არის ლოცვა მისთვის. ლოცვაა ის შემართული ნერვი, რომლის მეშვეობითაც უკან იხევს ძალა. ღმერთმა შეისმინა თავისი დაჩაგრული ხალხის ღაღადი წინა დროებაში (გამოსვ. 2:23), და ის მოისმენს და უპასუხებს დღესაც. პოლიტიკურად, არც თუ ისე ბევრ ქრისტიანს შეეძლო შეეცვალა რომის მთავრობა ახალი აღთქმის დროს, დღეს კი დასავლეთში ქრისტიანთა უმეტსობისთვის ასე არ არის. ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ ვილოცოთ კეისრისთვის, არამედ ჩვენ მისი არჩევაც შეგვიძლია. ჩვენ არა მხოლოდ შეგვილძია შევეწინააღმდეგოთ პოლიტიკურ ბოროტებას, არამედ თავისუფალნი ვართ პოლიტიკური სიკეთის ჩადენაში. და როგორც იაკობმა თქვა: `ამიტომ, ვინც სიკეთის კეთება იცის და არ აკეთებს, ეს ცოდვად ეთვლება მას~ (იაკ. 4:17). პავლემაც აღნიშნა, `მაშ, ვიდრე დრო გვაქვს, სიკეთე მოვიმოქმედოთ ყველასთვის და უფრო მეტად მათვის, ვინც ჩვენიანია რწმენით~ (გალ. 6:10). ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ტირანიას ჩვენს მთავრობაში საარჩევნო ბიულეტენებით და არა ტყვიებით. მას წინ სიკეთით უნდა აღვუდგეთ და არა ზარბაზნებით. როგორც უკვე აღვნინეთ, ქრისტიანებს შეუძლიათ რაღაც მოიმოქმედონ ტირანულ ბრძანებებთან დაკავშირებით _ მათ შეუძლიათ ეურჩონ ასეთ ბრძანებებს. არავის არ შეუძლია გვაიძულოს, არ დავერმორჩილოთ ღმერთს. ის არის უმაღლესი ავტორიტეტი და მხოლოდ მისი სიტყვა კრავს ჩვენს სინდისს აბსოლუტურად. ამგვარ ბიბლიურ და გაბედულ უარს ბოროტების კეთებაზე თავისთავად კეთილი ზემოქმედება ექნება უკეთურ მთავრობაზე. ბაბილონის მეფეებაც ასეთი მნიშვნელოვანი ზემოქმედება განიცადეს დანიელისა და სამი ებრაელი ყმაწვილკაცის გაბედული უარით (დან. 3,6). ქრისტიანებს არ სჭირდებათ, რომ ტირანიის პასიური სამიზნეები იყვნენ. ჩვენ არ გვჭირდება დესპოტების სათამაშოებად ვიქცეთ. როდესაც წნეხის ქვეშ ვექცევით, თავისუფლებისკენ უნდა ვისწრაფოთ. წინასწარმეტყველები გაურბოდნენ იეზაბელს (1 მეფ. 18), ისრაელი გაექცა ეგვიპტეს (გამოსვ. 12) და თვით იესოს ოჯახიც გაექცა ჰეროდეს (მათ 2). ე.ი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ძალას უსამართლო მთავრობების წინააღმდეგ, საბოლოო ჯამში თავს ვიხსნით ჩვენს წინააღდმეგ მომართულ მისი ძალისაგან. ცნობილია, რომ გაქცევა ყოველთვის არ არის შესაძლებელი ანდა წარმატებული. ხანდახან ქრისტიანებმა უნდა აიტანონ ტანჯვა ქრისტეს გულისათვის. პეტრე წერდა, `საყვარელნო ნუ გაგაოცებთ თქვენზე მოვლენილი ცეცხლოვანი განსაცდელი, თითქოს უცხო რამ მოსვლოდეთ, არამედ გიხაროდეთ, როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს, რათა თქვენც იხაროთ და იმხიარულოთ მისი დიდების გამოცხადებისას~ (1 პეტ. 4:12-13). ხანდახან ჩვენ უბრალოდ უნდა ავიტანოთ ტანჯვა ქრისტეს გულისათვის, მოწამეობაც კი, იოანემ თქვა: `ვისაც ტყვე მიჰყავს, თვითონაც ტყვედ წავა… ამაშია წმინდათა მოთმინება და რწმენა~ (გამოცხ. 13:10). არსებობს მრავალი შეპასუხება იმ შეხედულებასთან დაკავშირებით, რომლებიც ბიბლიურ საფუძვლებზე დაყრდნობით უარყოფს საერთოდ რევოლუციებს. მათ ახლა მოკლედ განვიხილავთ. რამდენიმე მიზეზის გამო ერთადერთი, ღვთისაგან მოწონებული რევოლუციის შემთხვევაა ღოთოლიას წინააღმდეგ მოწყობილი ამბოხი (2 ნეშტ.23), რომელიც შეუძლებელია გამოვიყენოთ საერთოდ რევოლუციების მხარდასჭერად. ეს არ ყოფილა ღვთაებრივად მოწონებული ადამიანური რევოლუცია; ეს იყო ღვთაებრივად განსაზღვრული რევოლუცია (მუხ. 14). ეს იყო საგანგებო შემთხვევა ისრაელისათვის, მესიანური ერისათვის და შეუძლებელია მისი მისადაგება სხვა ერებისათვის. თუ ღოთოლიას მმართველობა არ იქნებოდა ჩამოგდებული, ის მოკლავდა იოაშს, უკანასკნელ დარჩენილ მემკვიდრეს ღვთის შთამომავალთაგან, რომელიც ქრისტესკენ მიდიოდა. ბიბლია მტკიცედ ლაპარაკობს რევოლუციის წინააღმდეგ და ბიბლია არ შეეწინააღმდეგება თავისთავს. აქედან გამომდინარე, ეს განცალკევებული შემთხვევა, თავისი სპეციალური მნიშვნელობით, შეუძლებელია გამოვიყენოთ წმინდა წერილის იმ თანამიმდევრული სწავლების საპირისპიროდ, რაც დაკავშირებულია რევოლუციებთან საერთოდ. რევოლუციები არ არის ერთადერთი გზა ტირანიასთან საბრძოლველად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ უსამართლო მთავრობას შესაძლებელია შეეწინააღმდეგო ლოცვით, მორალური მაგალითით, კანონიერი პოლიტიკური ქმედებით, გამართლებული დაუმორჩილებლობით, გაქცევით და ტანჯვის ატანითაც, როდესაც საჭიროა. ამ შეპასუხებას ავიწყდება, რომ ღმერთია მპყრობელი მთავრობის საქმეებისა და მოჰყავს და მიჰყავს, ვინც თავად სურს (დან. 4:17). მოკლედ, ჩვენ ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია ტირანიის საწინააღმდეგოდ, ღმერთს კი შეუდარებელად უფრო მეტის. თუკი ზოგიერთი ომები სამართლიანია, რატომ არ შეიძლება სამართლიანი იყოს ზოგიერთი რევოლუციები? ომები და რევოლუციები ერთი და იგივე კატეგორიის ცნებები არ არის, სამართლიანი ომები იწარმოება ღვთისაგან დადგენილი მთავრობების მიერ, ვისაც ღმერთმა მისცა მახვილი (რომ. 13:4). მაგრამ რევოლუციები ხდება მოქალაქეების მიერ, ვისთვისაც ღმერთს არ მიუცია მახვილი ღვთისაგან დადგენილი მთავრობების წინააღმდეგ. ღმერთს არასოდეს არ გადაუცია მახვილი მოქალაქეებისათვის თავიანთი მთავრობის წინააღმდეგ გამოსაყენებლად; მა ეს მახვილი მისცა მთავრობას მემაბოხე მოქალაქეების დასაშოშმინებლად. სამართლიანი ომები იწარმეობა სხვა ერის წინაღმდეგ, რომელიც შენი საკუთარი ქვეყნის ხელში ჩაგებას ცდილობს. რევოლუციები კი შენი საკუთარი ერის საწინააღმდეგოა. ისინი, ფაქტობრივად, დამღუპველი ძმათამკვლელი ომებია რომლებსიც საკუთარ ახლობლებსა და ნათესავებს ვუპირისირდებით. ღვთისაგან დადგენილ მთავრობასთან დაპირისპირებით, პიროვნება სინამდვილეში ღმერთს უპირისპირდება (რომ. 13:2). სამართლიანი ომები კი მეორეს მხრივ, იცავს საკუთარ ქვეყანას სხვისი აგრესიისგან და წარმოებს თავდასაცავად. რევოლუციები მორჩილებაა დე იურე მთავრობებისადმი ეს შეპასუხება მცდარად მიიჩნევს, რომ ჩვენს ღვთაებრივ მოვალეობად არ მივიჩნიოთ დე ფაქტო მთავრობისადმი მორჩილება. ეს მცდარია ორი მიზეზის გამო. პავლემ თქვა, ` …არ არსებოს ხელმწიფება, თუ არა ღვთისაგან. ხოლო არსებულნი ღვთის მიერ არიან დადგენილნი~ (რომ. 13:1). ეს ნიშნავს, რო არსებული მთავრობები ღვთისაგან არიან დადგენილნი. ეს ზუსტად ისაა, რაც იგულისხმება დე ფაქტო მთავრობის ქვეშ. თუ დე ფაქტო მთავრობისადმი არ მოგვეთხოვება მორჩილება, მაშინ ვეღარ მოვნახავთ პრაქტიკულ გზას კანონიერებისა და წესრიგისთვის მსოფლიოს მრავალ კუთხეში, ვინაიდან აქ არ წყდება დავა იმაზე, თუ რომელი მთავრობაა კანონიერი. ერთ-ერთი პრაქტიკული გზა, თავიდან ავიცილოთ ანარქია, არის მოვითხოვოთ მორჩილება დე ფაქტო მთავრობისადმი, რადგანაც ყველას იოლად შეუძლია მის აღქმა; ეს არის მთავრობა, რომელსაც ხელში უჭირავს ძალაუფლება ამ დროს. ეს ნიშნავს, რომ ამერიკული რევოლუცია არ იყო სამართლიანი ეს გასაგებია, რომ ყველას სურს სჯეროდეს, რომ რევოლუცია მის ქვეყანაში იყო სამართლიანი, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნებში შესაძლოა სხვანაირად იყო. მაგრამ ზემოთ მოყვანილი ბიბლიური კრიტერიუმებისა და პატიოსნების მიხედვით, არც ამერიკული რევოლუციის გამართლებაა შესაძლებელი. მაშ როგორ უნდა მოიქცნენ ამერიკელი ქრისტიანები 4 ივლისს დამოუკიდებლობის დღეს? შეუძლიათ თუ არ ამათ, გულით იზეიმონ ამერიკის დამოუკიდებლობა ბრიტანეთისაგან? პასუხად უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი: არსებობს განსხვავება იმაში, რაც დაიბადა და იმაში თუ როგორ დაიბადა. ჩვენ გულწრფელად გვიხარია ყოველი ადამიანური არსების დაბადება, მრუშობის შედეგი იქნება ეს თუ გაუპატიურების, მაშინ როდესაც ჩვენ აშკარად არ მოგვწონს ის გზა, რომელი გზითაც ისინი იშვნენ, მსგავსადვე, ამერიკულ ქრისტიანებს შეუძლიათ იზეიმონ, რაც დაიბადა ამერიკული რევოლუციის შედეგად, თუმცა არ უნდა მოსწონდეთ ის გზა, რომელი გზითაც ეს ქვეყანა გაჩნდა. არსებობს სამი ბაზისური თვალსაზრისი სამოქალაქო დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით. რადიკალური პატრიოტიზმი არასოდეს თვლის მოსაწონად მთავრობისადმი ურჩობას; ბიბლიური სუმბისიონიზმი კი თვლის, რომ ხანდახან სწორია ასე მოქცევა. და თუმცა ქრისტიანთა უმრავლესობას სჯერა, რომ ბიბლია მხარს უჭერს ამ უკანასკნელ თვალსაზრისს, არ არსებობს შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, თუ როდის არის დაუმორჩილებლობა გამართლებული. ზოგნი ერთი მხრივ ამტკიცებენ, რომ გამართლებულია, ეურჩო ყველა კანონს, რომელიც იძლევა ღვთის სიტყვის საწინააღდეგო მოქმედების ნებას. სხვანი კი მეორე მხრივ, მიიჩნევენ, რომ დაუმორჩილებლობა გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პიროვნებას აიძულებენ ჩაიდინოს უკეთურება. მათ შორისაც კი, ვინც მიიჩნევს, რომ მთავრობისადმი ურჩობა ხანდახან საჭიროა, არსებობს სხვადასხვა აზრი თუ როგორ უნდა ეურჩოს პიროვნება სახელმწიფოს. ზოგიერთებს სჯერათ, რომ ეს შესაძლოა აჯანყების სახით მოხდეს უსამართლო მთავრობის წინააღმდეგ, თუმცა ბიბლიური თვალსაზრისი მოგვიწოდებს, შევეწინაღმდეგოთ მთავრობას აჯანყების გარეშე. ეს შეწინააღმდეგება არ არის უსამართლო მთავრობის პასიური მიღება, არამედ ის შეიცავს აქტიურ სულიერ, მორალურ და პოლიტიკურ კამპანიას მის წინააღმდეგ. მაგრამ ყველაზე იდეალური ვარიანტია, როცა ქრისტიანულ ქვეყანაში ქრისტიანული მთავრობაა, ამ სიტყვის ადეკვატური მნიშვნელობით, რომელაც გაცნობიერებული აქვს დიდი მისია, რომელიც ღმერთმა მათ ჩააბარა, რათა იზურნოს და წარუძღვეს ხალხს და თუკი ეს ასე არ არის ყოველთვის დარჩება საშიშროება მთავრობის მახვილი ხალხმა აიღოს ხელში და შესცოდოს!
|