ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტის, მალხაზ სონღულაშვილის მეუღლის, ალა ქავთარაძის თქმით, მათი ოჯახის კუთვნილი მანქანა დააზიანეს.
„საშობაო მოლოცვა სამეზობლოსგან“, – დაწერა დღეს ალა ქავთარაძემ Facebook-ზე და დაზიანებული ავტომობილის ფოტოებიც გამოაქვეყნა, რომლებიდანაც ჩანს, რომ მანქანას საქარე მინა აგურით აქვს ჩამსხვრეული.
ამავე პოსტის კომენტარებში ევანგელისტური ეკლესიის პასტორი, ზაალ ტყეშელაშვილი წერს, რომ რამდენიმე კვირის წინ, მისი ავტომობილის უკანა მინაც იმავე მდგომარეობაში დახვდა. „უკანა საბარგულის გამოცვლა მომიხდა“, – დასძინა მან.
ალა ქავთარაძემ „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, რომ მომხდარს ვერაფერს უკავშირებს „უბრალოდ მავნებლობაა. მოხდა, სავარაუდოდ, ღამე“. მისივე თქმით, ორი ღამეა, რაც ავტომობილი ჭიშკართან დგას და არსად გაუყვანიათ. „დილით ძაღლებისთვის საკვების მოსატანად უნდა გავსულიყავით და დაგვხვდა ეს სურათი. პოლიციაში მივიდა ჩემი შვილი, მაგრამ ექსპერტიზის ჩატარება უთხრეს“, – განაცხადა მან.
დრესვე, მომხდარს Facebook-ზე ევანგელისტურ ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსიც გამოეხმაურა და დაწერა, რომ ცოტა ხნის წინ, ეზოს წინ გაჩერებულ იმავე ავტომობილს მანქანა შეასკდა. „სახლში მხოლოდ შეჯახების ხმა გაიგონეს და გარეთ რომ გამოვიდნენ უკვე გაქცეული იყო.
„პოლიცია არის იქვე. საქმე მაშინაც აღიძრა და დღემდე „ეძებენ“. შეიძლება, ეს ორი ამბავი არაფერ კავშირშია ერთმანეთთან, მაგრამ კავშირშია გამოძიების ეფექტურობასა და მოლოდინებთან“, – წერს იგი.
„სამოქალაქო საქართველო“ კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, პასუხი მასალაში მიღებისთანავე აისახება.
https://civil.ge/ka/archives/520293
მოკლედ ძალიან მიზერული თანამდებობაა მაგრამ გამისწორდა მაინც , ტყუილად არ მოუციათ ის 12 რეკომენდაცია Ⓒ White_Shark