#61410760 · 18 Jul 2024, 00:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ანგელოზთა ხიდზე შემდგარ ანგელოზებს აფრენა ჯერაც არ შეეძლოთ, მაგრამ უკვე აღარ მეჩვენებოდნენ დამძიმებულნი და შეურვებულნი, შემსუბუქებულიყვნენ და თითქოს ჰაერში დალივლივებდნენ. წარმოვიდგინე ვითომ აფრინდნენ, მარმარილოს მძიმე ფრთები გაშალეს, კაპიტოლეუმისაკენ გაფრინდნენ და ძველ ღმერთებთან ფერხული ჩააბეს. ნუთუ არ გესმის, პანი საქსაფონს უკრავს, ორფევსი კი ბანჯოს აკომპანემენტზე ჯუნგლების სიმღერებს დამღერს.
მართლაც, უცბათ ეს მოუხეშავი ანგელოზები მომხიბვლელად მომეჩვენენ; ნამდვილად დავინახე, როგორ აფრინდნენ და ბუგი-ვუგი გააჩაღეს. მათ მივესალმე, ანგელოზები ჩემი მეგობრები იყვნენ, გული სიხარულით მქონდა აღვსილი, თავისუფალი ვიყავი, ცა კრიალებდა, მთელი მისი ლურჯი გუმბათი. ეს ჩემი დამსახურება იყო, ცა რომ ანგელოზებითა და ღმერთებით დავასახლე; ცაში მეგობრულად ცხოვრობდნენ ანგელოზები და ღმერთები, რადგან მე მსურდა ასე, რადგან მე მსიამოვნებდა, რადგან ასეთი იყო ჩემი წარმოსახვა; მე ვაიძულე ზეციური ჯაზბენდი, რომ კაპიტოლეუმის ბორცვზე მუსიკის დაკვრას შესდგომოდა, ჩემს წარმოსახვაში უკრავდა მუსიკა, ჩემს წარმოსახვაში ცეკვავდნენ...
© ვოლფგანგ კოეპენი, "სიკვდილი რომში"
|