დარწმუნებული ვარ რომ დღეისათვის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ოპოზიციურადაა გაწყობილი ქოც-ხელისუფლებისადმი. თუმცა საკუთარი, რეალური დამოკიდებულებების გამოხატვისგან თავს იკავებს საკმაოდ ბევრი ადამიანი. ზოგი პიროვნული სისუსტის გამო, ზოგიც „ობიექტური მიზეზების“ გამო. თუმცა ვართ სხვებიც, არც თუ ისე ცოტანი.
რასაც მე ქართულ ოცნებას, ბიძინიეს და მის „კუსიჩნიკებს“ ვლანძღავ და ვაგინებ ...
და განა მარტო მე?! მარტო ამ ფორუმზე რაც ქოცების მიმართ გინება და წყევლა იფრქვევა ... მაგრამ რა, შედეგი, დააკლდათ რამე?! დედის რძესავით ირგებენ გინებასაც, წყევლასაც და დაცინვასაც, გადათქვირინებული და გალაღებულები დადიან, გამარჯვებული სახეებით.
ადრეც მსმენოდა და ახლა კიდევ ერთხელ მომაგონა სოც. ქსელებში წაკითხულმა, რომ ბოროტი ადამიანები, ზოგადად ბოროტი სისტემა იკვებება იმ ნეგატივით და აგრესიით რაც მის მიმართ იფრქვევა, უფრო ძლიერდება ამით. ზოგჯერ, სწორდ ამ მიზეზით, თვითონ ახდენს ამ აგრესიის პროვოცირებას რომ ენერგიის მორიგი პორცია მიიღოს. ალბათ ესაა ქოცების გალაღების საიდუმლოც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადავწყვიტე 40 დღის მანძილზე არც ერთი შეურაცხმყოფელი და ნეგატიური სიტყვა არ გამოვიყენო ჩვენი ხელისუფლების და ქართული ოცნების მიმართ. მხოლოდ, პოზიტივს, სიყვარულს და სიკეთეს გავუგზავნი ხელისუფლებას და ქოცებს ... და იქნებ მოდღნად დესის დრაქი ბოლოს და ბოლოს!
მესმის რა სასაცილოდ ჟღერს ეს ყველაფერი, მაგრამ ექსპერიმენტის სახით იქნება გვეცადა.
მოკლედ, ხვალიდან 01.01.2023-დან 40 დღის მანძილზე, ანუ 10.02.2023-ის ჩათვლით, ვიქნები ე ლ ფ ი ნ გ ი ს რეჟიმში - არ გავლანძღავ, მხოლოდ კარგს ვიტყვი და ყველაფერში დავეთანხმები, ყველაფერს მოვუწონებ ქოცებს.
ასე რომ, გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ, ნუ იუცხოვებთ და ქოცობას ნუ დამაბრალებთ

პლზ