Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
ზელენსკი თბილისში ჩამოსვლას აპირებს
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sanfol
In god we trust
ჯგუფი: Members
sanfol
In god we trust
ჯგუფი: Members
წერილები: 17699
წევრი No.: 143756
რეგისტრ.: 29-February 12
#59965100
· 31 Dec 2022, 19:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
„ალიას“ სკანდალურ კულუარებს უყვება „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირი, რომელსაც, გასაგები მიზეზების გამო, არ სურს ვინაობის საჯაროდ გამჟღავნება:
„რატომ გააკეთა ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე განცხადება სწორედ ახლა და რატომ არ გააკეთა, მაგალითად, 6 თვის წინ? ახლა გაიგო, რომ მისი ქვეყნის მოქალაქე ციხეშია? ზელენსკის არც მაშინ გაუკეთებია მიშაზე განცხადება, როცა ევროპარლამენტში, ევროპარლამენტარებმა მიშა პუტინის ნომერ პირველ მტრად აღიარეს. ნიშანდობლივია ისიც, რომ ევროპარლამენტშიც კი, არავის უთქვამს, პუტინის ნომერ პირველი მტერი ზელენსკია, ან ბაიდენიო, არც ამერიკასა, თუ უკრაინაში გაუპროტესტებია ეს ვინმეს ღიად და საჯაროდ და ცხადია, არც ღარიბაშვილსა და ივანიშვილს უთქვამთ, რას ამბობთ, პუტინის ნომერ პირველი მტრები ჩვენ ვართ, ვინაა სააკაშვილიო. როგორც ჩანს, სააკაშვილი შეირჩა სწორედ, პუტინის ნომერი მტრის როლზე და რომ არ ჰქონდეთ იმედი, რომ იგი ამ როლს კარგად შეასრულებს, ცხადია, ალალებდზე არ „დაამტკიცებდნენ.“ ასე „შერჩა“ პუტინს ნომერ პირველ მტრად პატიმარი სააკაშვილი. ევროპამ გათბობას მივიკლებ და თუ საჭირო გახდება, დღეში რამდენიმე საათით დენსაც გამოვრთავ, საღამოს საათებში სამთავრობო სახლებს ჩავაბნელებ, ოღონდ, პუტინი დავამარცხოო და ამ ფონზე, ასეთი უმნიშვნელო თუ ჰგონია ვინმეს, პუტინის ნომერ პირველ მტრად მიშას აღიარება, ძალიან ცდება.
მოკლედ, ზელენსკიმ სწორედ აშშ–ში გამგზავრების წინ მოითხოვა სააკაშვილის გათავისუფლება და ეს იყო ნიშანი იმისა, რომ აშშ–ში ერთ-ერთ საკითხად იქნებოდა საქართველოზე საუბარი. ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ მიშა გასული წლის ოქტომბერში, რევოლუციის მოსაწყობად ჩამოვიდა, მაგრამ გაყიდეს და თუ არც ერთმა ოპოზიციურმა ლიდერმა არ იცოდა მის ჩამოსვლაზე, თუ არავინ ემზადებოდა, თუ ტრანსპორტიც კი არ იყო მობილიზებული ხალხის ჩამოსაყვანად დედაქალაქში და რომ არ იყო, ფაქტია, რანაირად ემზადებოდნენ რევოლუციისთვის? მართლა სჯერა ვინმეს, რომ ადგა მიშა, ჩაალაგა ბარგი ჩემოდანში, ჩაჯდა კონტეინერში და ჩამოვიდა? როგორ გგონიათ, ეძინა უკრაინის დაზვერვას, ბრიტანეთის დაზვერვას, აშშ–ს დაზვერვას, რომლებიც ომის წინა პერიოდში გააქტიურებული ძალებით მუშაობდნენ რუსეთსა და უკრაინაში? და ეს დაზვერვა მიშას გადაადგილებას არ აკვირდებოდა? ჩამოვიდა თემურ ალასანია და ბრძანა, მიშა იმდენ ხანს გაძლებს, რამდენიც საჭირო იქნებაო. გაგიკვირდებათ და ჩემი აზრით, სწორედ ისეთი იყო სცენარი, როგორც მოვლენების განვითარება ვნახეთ, მიშა უნდა ჩამჯდარიყო ციხეში, სადაც გაძლებდა იმდენი ხანი, რამდენიც საჭირო იყო. როგორც ჩანს, ეს დრო მოახლოვდა, ამის მანიშნებელია ევროპარლამენტართა და აშშ–ს განცხადებები, ზელენსკის განცხადებაც ამის მანიშნებელია.
ჩემი ინფორმაციით, ზელენსკის აშშ–ში ვიზიტის დროს, დაიგეგმა ზელენსკის კიდევ ერთი ვიზიტი… კერძოდ, ახალი წლის შემდეგ, დაგეგმილია ზელენსკის მოულოდნელი ჩამოსვლა საქართველოში, ჩვენთვის მოულოდნელი, თორემ, ივანიშვილსა და ზურაბიშვილს კი ექნებათ ინფორმაცია წინასწარ. ამ ვიზიტის მთავარი მიზანი იქნება სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა, შესაძლოა, ოცნების რომელიმე ლიდერსაც შეხვდეს, მაგრამ მას მთავარი სალაპარაკო სწორედ ზურაბიშვილთან აქვს, რადგან სწორედ მისთვის და ივანიშვილისთვის ჩამოიტანს გარკვეულ გარანტიებს. ევროპარლამენტის ფრანგი დეპუტატები უკვე ღიად ახსენებენ ივანიშვილსა და ზურაბიშვილს, რომ ისინი საფრანგეთის მოქალაქეებიც არიან და მოქალაქეობა უფლებებთან ერთად, მოვალეობებსა და პასუხიმსგებლობასაც ნიშნავს. საფრანგეთი ივანიშვილის ბოლო გასაქცევი ადგილია ევროპაში, შესაბამისად, მისთვის სულ ერთი არაა, საფრანგეთის მთავრობის პოზიცია. ჩემი ინფორმაციით, ზელენსკის ვიზიტისას, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოაცხადებს სალომე ზურაბიშვილი, რომ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს. გარანტიების შესახებ მოთხოვნები ივანიშვილს, ზურაბიშვილის პირით უკვე დაყენებული აქვს და ამ პასუხს ჩამოიტანს ზელენსკი პირადად ქვეყანაში.
მართალია, ევროპარლამენტის რეზოლუციის მერე, სადაც ივანიშვილის სანქცირებაზე იყო საუბარი, ივანიშვილი არ დასანქცირებულა, მაგრამ ეს არც იგეგმებოდა, ეს მხოლოდ შესაძებლობის ფანჯრის გაჩენა იყო, ინსტრუმენტი, ივანიშვილს რეალურად დაენახა საფრთხე და ამან იმუშავა. ევროპარლამენტის რეზოლუცია მხოლოდ რეკომენდაციაა, რომელიც გამზადებული სახით დევს და რა წამსაც საჭირო გახდება, მაშინ გაიზიარებენ და აამოქმედებენ ქვეყნები და ეს ჩვენზე კარგად უწყის ბიძინამ, ამიტომაც ახლა, სწორედ ამ რეზოლუციის შემდეგ, ის ყველაზე მეტადაა დაინტერესებული გარანტიებით.
აი, რას იზამს სააკაშვილი, გამოსვლის მერე, იტყვის რომ იმავე დღეს მიდის სხვა ქვეყანაში, თუ იტყვის, რომ მისთვის ფრენა არ შეიძლება და ქვეყანაში რომელიმე კლინიკაში უნდა იმკურნალოს? იტყვის, რომ მხოლოდ უცხოელ ექიმებს შეუძლიათ მისი დეტოქსიკაცია, თუ იტყვის, რომ ქართველი ექიმებიც შეძლებენ მისი ორგანიზმიდან იმ საწამლავის გამოდევნას, რომელ საწამლავზეც ამდენს საუბრობენ მისი ადვოკატები და ოჯახის წევრები? და თუ საქართველოშივე დაიწყებს მკურნალობას და საქარველოშივე გახდება უკეთ, მერე, რას აპირებს ოცნება?
ოცნებას ორივე შემთხვევაში ცუდად აქვს საქმე, წავა ქვეყნიდან სააკაშვილი, თუ დარჩება, ორივე შემთხვევაში ეს მისი ძალის დასუსტების ნიშანი იქნება, რადგან ციხიდან გამოსული სააკაშვილი აუცილებლად იტყვის, რომ ის პოლიტპატიმარია. ციხიდან გამოსული სააკაშვილი უკრაინულად კი აღარ ილაპარაკებს, იგი ყველა ენაზე იტყვის, რომ მას საქართველოს ხელისუფლება ციხეში წამლავდა. 2 კვირაზე მეტია, პირად შეტყობინეებში მწერენ, რომ მიშა დააჯერეს, თითქოს მორჩილებაში უნდა იყოს და თუ კარგად მოიქცევა და ოცნებისთვის კარგი ბიჭი იქნება და გაჩუმდება, მას შეიწყალებენ და ამისი სჯერა, ამიტომ ამბობს ქართულ პოლიტიკაზე უარსო. სინამდვილეში პირიქითაა ეგ ამბავი, მიშა არწმუნებს ოცნებას, რომ თუ შეიწყალებენ ან გამუშვებენ, არ ჩაერევა ქვეყნის პოლიტიკურ მოვლენებში და გაჩუმდება, მაგრამ მიშას რომც უნდოდეს გაჩუმება, იმის მერე, რა რეზოლუციებიც მიიღო მასზე ევროპარლამენტმა, იმის მერე რა განცხადებებიც აკეთეს მასზე უკრაინულმა, თუ ამერიკულმა მხარეებმა, იგი ვეღარ გაჩერდება.მიშას მთავარი ჰობი ადრენალინია და იმ ადრენალინზე, რომ იგი პოლიტპატიმრად და პუტინის ნომერ პირველ მტრად დაასახელებს, უარს ვერანაირად ვერ იტყვის… ამ დიდი სცენარის ნაწილი იყო, უკრაინულად მიმართვის მცდელობაც – აქაოდა, მართლა არ მაინტერესებს ქართული პოლიტიკაო. ამის ნიშანი იყო, გამოსული ხმები, მიშამ შემოთვალა, პოლიტიკური განცხადებები არ გვინდაო, მიშამ შემოგვითვალა დიდი აქცია არ გვინდა და ა.შ. და ა.შ. პრინციპში, ღიად თქვა ნიკა მელიამ, აქციებს გამიზნულად ვარიდებდით თავს და ჩვენი გეგმა იყო საერთაშორისო საზოგადოებები და სამართლებრიუვი გზებიო – რომელი სამართლებრივი გზები? წინასწარ იცოდა ვინმემ რომ მიშა ავად გახდებოდა მისთვის სასჯელის გადავადებას მოითხოვდნენ? რა სამართლებრივი გზები შეიძლებოდა სცოდნოდათ წინასწარ? რანაირად შეიძლებოდა წინასწარ სცოდნოდათ, რომ მიშა ცუდად გახდებოდა? მიშას ყოფილმა თანამებრძოლმა დაწერა, ასეც ვიცოდი, რომ მიშას რაღაცა გეგმა ჰქონდაო. ხო, ჯერჯერობით, მიშა ზის და მაინც მისი გეგმით მიდის პროცესები. უნდოდა – იშიმშილა, უნდოდა – შეწყვიტა, უნდოდა – გადაიყვანეს, უნდოდა – ისევ გადაიყვანეს. უნდოდა – შემოთვალა, არ გვინდა დიდი აქციები და პოლიტიკური განცხადებებიო და მოუნდება და იტყვის – აქციების დროა. სხვათა შორის, ნაციონალური მორაობიდან ბევრი აანონსებს ცხელ იანვარს და რამ შეიძლება გააცხელოს იანვარი? ხო, ზელენსკის ჩამოსვლა მართლაც გააცხელებს თბილისს, ზელენსკის ჩამოსვლა და მიშას გათავისუფლება ნამდვილად მხურვალებას მოსდებს ქვეყანას და რას იზამს ციხიდან გამოსული მიშა და ვის გადაეხევა თავზე ფრანგული და ამერიკული გარანტიები, არავინ იცის. ამიტომაც, ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილმა ალტერნატივის ძიება დაიწყო, კერძოდ, ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა ერთ–ერთ იმ ქვეყანაში, რომელიც საერთაშორისო სანქციებს არ უერთდება და ეს ქვეყანა, ცხადია, არ არის რუსეთი, მეტიც, სხვა კონტინენტზეა. რუსეთში ფულის შოვნა იყო კარგი, თორემ იქ ცხოვრება, არანაირად არ უნდა არც მას და არც მის. იგი პირადად აწარმოებდა ამ ქვეყანაში მოლაპარაკებებს, სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ ამ ქვეყნის მთავრობას, კარგა ბარაქიანად დაეხმარა პირადად და იმედი აქვს, თუ დასჭირდება, უარს არ ეტყვიან მიღებაზე.“
წყარო: ალია
https://geonewest.com/?p=2805&fbclid=IwAR3-...5uqTVhNl41S0d5E
საინტერესო სცენარია
--------------------
მოკლედ ძალიან მიზერული თანამდებობაა მაგრამ გამისწორდა მაინც , ტყუილად არ მოუციათ ის 12 რეკომენდაცია Ⓒ White_Shark
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tengo9786
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
tengo9786
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 21511
წევრი No.: 256115
რეგისტრ.: 5-April 20
#59965105
· 31 Dec 2022, 19:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აუ რა სოფლის კლუბია
ჯერ რა წერის მანერაა დერევნია
--------------------
ფიზიკური ვარჯიში ჩაანაცვლეს ფეხბურთის ყურებით ,
სიმამაცე -ისტერიით,
სექსი- პორნოგრაფიით,
პატრიოტიზმი-რუსოფობიით,
რისხვა-წარმოსახვითი სადიზმით,
განათლება-ზედაპირული ინფორმაციით,
თავისუფლება-უდისციპლინობით
Нет большего в жизни счастья чем когда ты нашелся
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Eneas84
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Eneas84
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10966
წევრი No.: 90740
რეგისტრ.: 6-May 09
#59965111
· 31 Dec 2022, 19:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ზელენსკი თბილისში ჩამოსვლას აპირებს
ამ სისხლისმსმელს ჩვენი ომში ჩართვა უნდა...
იქით ღორებს ბატკა ეხმარება, აქეთ ბიძოს იმედი აქვს ნაგაოს....
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
J.R.R.Tolkien
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
J.R.R.Tolkien
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 7042
წევრი No.: 267674
რეგისტრ.: 30-August 22
#59965132
· 31 Dec 2022, 19:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბოლო სერიაში აღმოჩნდება რომ სინამდვილეში
ზელინკი არის მიშა რომელმაც სიმაღლის ოპერაცია გაიკეთა და
დაპატარავდა ,ხოლო აქ ვინც ზის ის არის ჯონდი ბაღათურია )))
ეს იყო ამერიკის ოპერაცია და მიშა იყო ამერიკის
მთავარი იარაღი, რადგან ამერიკელებმა კარგად იციან
მიშას გარდა ხულოს ვერავინ დაამარცხებდა
ხულოს დამარცხების შემდეგ მხოლოდ ერთი პრობლემა
რჩება - მიშას თუ დაუბრუნებენ ძველ სიმაღლეს - ანუ ისევ 195 სმ
გახდება თუ 169 სმ დარჩება )))
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lol3r4
Crazy Member
ჯგუფი: Members
lol3r4
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3984
წევრი No.: 182358
რეგისტრ.: 27-February 14
#59965134
· 31 Dec 2022, 19:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
დაახლოებული პირი, რომელსაც, გასაგები მიზეზების გამო, არ სურს ვინაობის საჯაროდ გამჟღავნება
ამ ფრაზის მერე სტანდარტულად ###ობები იწერება ხოლმე
ალიამ თუ სთხოვა ზელენსკის - ჩამოვა, უარს როგორ ეტყვის
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
არწივი9
სამაგალითო ქართველი
ჯგუფი: Members
წერილები: 64091
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06
#59965137
· 31 Dec 2022, 19:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
„ალიას“ სკანდალურ კულუარებს უყვება „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირი, რომელსაც, გასაგები მიზეზების გამო, არ სურს ვინაობის საჯაროდ გამჟღავნება:
--------------------
რაციონალიზმი ჩვენს ცხოვრებას ხდის სასარგებლოდ, ირაციონალიზმი კი საინტერესოდ
ამქვეყნად ყველაფერი იცვლება და მხოლოდ ცვალებადობაა მუდმივი (!)
კვანტური მექანიკა ესაა მეცნიერება კვანტის გამოდების შესახებ ;)
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Cignus
Super Member
ჯგუფი: Registered
Cignus
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 155
წევრი No.: 267669
რეგისტრ.: 30-August 22
#59965166
· 31 Dec 2022, 20:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჟურნალისტების გაცვეთილი ტაქტიკა - რესპონდენტი რომ არ ჰყავთ და ინტრიგის მოჩლხართვა უნდათ, "დაახლოებულ პირს" შეტენიან ხოლმე ყველაფერს. კანონით წყაროს გაცხადებას ვერ მოსთხოვენ და ესენიც ბოლომდე იყოფენ ლურჯ კალამს ანუსში ტრაწიანი ამბების გამოსაჩიჩქნად
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მართვის თეორია
სამუდამოო - ამ პიტალომ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
მართვის თეორია
სამუდამოო - ამ პიტალომ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6887
წევრი No.: 117028
რეგისტრ.: 12-June 10
#59965191
· 31 Dec 2022, 20:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(sanfol @ 31 Dec 2022, 19:34 )
„ალიას“ სკანდალურ კულუარებს უყვება „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირი, რომელსაც, გასაგები მიზეზების გამო, არ სურს ვინაობის საჯაროდ გამჟღავნება:
„რატომ გააკეთა ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე განცხადება სწორედ ახლა და რატომ არ გააკეთა, მაგალითად, 6 თვის წინ? ახლა გაიგო, რომ მისი ქვეყნის მოქალაქე ციხეშია? ზელენსკის არც მაშინ გაუკეთებია მიშაზე განცხადება, როცა ევროპარლამენტში, ევროპარლამენტარებმა მიშა პუტინის ნომერ პირველ მტრად აღიარეს. ნიშანდობლივია ისიც, რომ ევროპარლამენტშიც კი, არავის უთქვამს, პუტინის ნომერ პირველი მტერი ზელენსკია, ან ბაიდენიო, არც ამერიკასა, თუ უკრაინაში გაუპროტესტებია ეს ვინმეს ღიად და საჯაროდ და ცხადია, არც ღარიბაშვილსა და ივანიშვილს უთქვამთ, რას ამბობთ, პუტინის ნომერ პირველი მტრები ჩვენ ვართ, ვინაა სააკაშვილიო. როგორც ჩანს, სააკაშვილი შეირჩა სწორედ, პუტინის ნომერი მტრის როლზე და რომ არ ჰქონდეთ იმედი, რომ იგი ამ როლს კარგად შეასრულებს, ცხადია, ალალებდზე არ „დაამტკიცებდნენ.“ ასე „შერჩა“ პუტინს ნომერ პირველ მტრად პატიმარი სააკაშვილი. ევროპამ გათბობას მივიკლებ და თუ საჭირო გახდება, დღეში რამდენიმე საათით დენსაც გამოვრთავ, საღამოს საათებში სამთავრობო სახლებს ჩავაბნელებ, ოღონდ, პუტინი დავამარცხოო და ამ ფონზე, ასეთი უმნიშვნელო თუ ჰგონია ვინმეს, პუტინის ნომერ პირველ მტრად მიშას აღიარება, ძალიან ცდება.
მოკლედ, ზელენსკიმ სწორედ აშშ–ში გამგზავრების წინ მოითხოვა სააკაშვილის გათავისუფლება და ეს იყო ნიშანი იმისა, რომ აშშ–ში ერთ-ერთ საკითხად იქნებოდა საქართველოზე საუბარი. ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ მიშა გასული წლის ოქტომბერში, რევოლუციის მოსაწყობად ჩამოვიდა, მაგრამ გაყიდეს და თუ არც ერთმა ოპოზიციურმა ლიდერმა არ იცოდა მის ჩამოსვლაზე, თუ არავინ ემზადებოდა, თუ ტრანსპორტიც კი არ იყო მობილიზებული ხალხის ჩამოსაყვანად დედაქალაქში და რომ არ იყო, ფაქტია, რანაირად ემზადებოდნენ რევოლუციისთვის? მართლა სჯერა ვინმეს, რომ ადგა მიშა, ჩაალაგა ბარგი ჩემოდანში, ჩაჯდა კონტეინერში და ჩამოვიდა? როგორ გგონიათ, ეძინა უკრაინის დაზვერვას, ბრიტანეთის დაზვერვას, აშშ–ს დაზვერვას, რომლებიც ომის წინა პერიოდში გააქტიურებული ძალებით მუშაობდნენ რუსეთსა და უკრაინაში? და ეს დაზვერვა მიშას გადაადგილებას არ აკვირდებოდა? ჩამოვიდა თემურ ალასანია და ბრძანა, მიშა იმდენ ხანს გაძლებს, რამდენიც საჭირო იქნებაო. გაგიკვირდებათ და ჩემი აზრით, სწორედ ისეთი იყო სცენარი, როგორც მოვლენების განვითარება ვნახეთ, მიშა უნდა ჩამჯდარიყო ციხეში, სადაც გაძლებდა იმდენი ხანი, რამდენიც საჭირო იყო. როგორც ჩანს, ეს დრო მოახლოვდა, ამის მანიშნებელია ევროპარლამენტართა და აშშ–ს განცხადებები, ზელენსკის განცხადებაც ამის მანიშნებელია.
ჩემი ინფორმაციით, ზელენსკის აშშ–ში ვიზიტის დროს, დაიგეგმა ზელენსკის კიდევ ერთი ვიზიტი… კერძოდ, ახალი წლის შემდეგ, დაგეგმილია ზელენსკის მოულოდნელი ჩამოსვლა საქართველოში, ჩვენთვის მოულოდნელი, თორემ, ივანიშვილსა და ზურაბიშვილს კი ექნებათ ინფორმაცია წინასწარ. ამ ვიზიტის მთავარი მიზანი იქნება სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა, შესაძლოა, ოცნების რომელიმე ლიდერსაც შეხვდეს, მაგრამ მას მთავარი სალაპარაკო სწორედ ზურაბიშვილთან აქვს, რადგან სწორედ მისთვის და ივანიშვილისთვის ჩამოიტანს გარკვეულ გარანტიებს. ევროპარლამენტის ფრანგი დეპუტატები უკვე ღიად ახსენებენ ივანიშვილსა და ზურაბიშვილს, რომ ისინი საფრანგეთის მოქალაქეებიც არიან და მოქალაქეობა უფლებებთან ერთად, მოვალეობებსა და პასუხიმსგებლობასაც ნიშნავს. საფრანგეთი ივანიშვილის ბოლო გასაქცევი ადგილია ევროპაში, შესაბამისად, მისთვის სულ ერთი არაა, საფრანგეთის მთავრობის პოზიცია. ჩემი ინფორმაციით, ზელენსკის ვიზიტისას, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოაცხადებს სალომე ზურაბიშვილი, რომ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს. გარანტიების შესახებ მოთხოვნები ივანიშვილს, ზურაბიშვილის პირით უკვე დაყენებული აქვს და ამ პასუხს ჩამოიტანს ზელენსკი პირადად ქვეყანაში.
მართალია, ევროპარლამენტის რეზოლუციის მერე, სადაც ივანიშვილის სანქცირებაზე იყო საუბარი, ივანიშვილი არ დასანქცირებულა, მაგრამ ეს არც იგეგმებოდა, ეს მხოლოდ შესაძებლობის ფანჯრის გაჩენა იყო, ინსტრუმენტი, ივანიშვილს რეალურად დაენახა საფრთხე და ამან იმუშავა. ევროპარლამენტის რეზოლუცია მხოლოდ რეკომენდაციაა, რომელიც გამზადებული სახით დევს და რა წამსაც საჭირო გახდება, მაშინ გაიზიარებენ და აამოქმედებენ ქვეყნები და ეს ჩვენზე კარგად უწყის ბიძინამ, ამიტომაც ახლა, სწორედ ამ რეზოლუციის შემდეგ, ის ყველაზე მეტადაა დაინტერესებული გარანტიებით.
აი, რას იზამს სააკაშვილი, გამოსვლის მერე, იტყვის რომ იმავე დღეს მიდის სხვა ქვეყანაში, თუ იტყვის, რომ მისთვის ფრენა არ შეიძლება და ქვეყანაში რომელიმე კლინიკაში უნდა იმკურნალოს? იტყვის, რომ მხოლოდ უცხოელ ექიმებს შეუძლიათ მისი დეტოქსიკაცია, თუ იტყვის, რომ ქართველი ექიმებიც შეძლებენ მისი ორგანიზმიდან იმ საწამლავის გამოდევნას, რომელ საწამლავზეც ამდენს საუბრობენ მისი ადვოკატები და ოჯახის წევრები? და თუ საქართველოშივე დაიწყებს მკურნალობას და საქარველოშივე გახდება უკეთ, მერე, რას აპირებს ოცნება?
ოცნებას ორივე შემთხვევაში ცუდად აქვს საქმე, წავა ქვეყნიდან სააკაშვილი, თუ დარჩება, ორივე შემთხვევაში ეს მისი ძალის დასუსტების ნიშანი იქნება, რადგან ციხიდან გამოსული სააკაშვილი აუცილებლად იტყვის, რომ ის პოლიტპატიმარია. ციხიდან გამოსული სააკაშვილი უკრაინულად კი აღარ ილაპარაკებს, იგი ყველა ენაზე იტყვის, რომ მას საქართველოს ხელისუფლება ციხეში წამლავდა. 2 კვირაზე მეტია, პირად შეტყობინეებში მწერენ, რომ მიშა დააჯერეს, თითქოს მორჩილებაში უნდა იყოს და თუ კარგად მოიქცევა და ოცნებისთვის კარგი ბიჭი იქნება და გაჩუმდება, მას შეიწყალებენ და ამისი სჯერა, ამიტომ ამბობს ქართულ პოლიტიკაზე უარსო. სინამდვილეში პირიქითაა ეგ ამბავი, მიშა არწმუნებს ოცნებას, რომ თუ შეიწყალებენ ან გამუშვებენ, არ ჩაერევა ქვეყნის პოლიტიკურ მოვლენებში და გაჩუმდება, მაგრამ მიშას რომც უნდოდეს გაჩუმება, იმის მერე, რა რეზოლუციებიც მიიღო მასზე ევროპარლამენტმა, იმის მერე რა განცხადებებიც აკეთეს მასზე უკრაინულმა, თუ ამერიკულმა მხარეებმა, იგი ვეღარ გაჩერდება.მიშას მთავარი ჰობი ადრენალინია და იმ ადრენალინზე, რომ იგი პოლიტპატიმრად და პუტინის ნომერ პირველ მტრად დაასახელებს, უარს ვერანაირად ვერ იტყვის… ამ დიდი სცენარის ნაწილი იყო, უკრაინულად მიმართვის მცდელობაც – აქაოდა, მართლა არ მაინტერესებს ქართული პოლიტიკაო. ამის ნიშანი იყო, გამოსული ხმები, მიშამ შემოთვალა, პოლიტიკური განცხადებები არ გვინდაო, მიშამ შემოგვითვალა დიდი აქცია არ გვინდა და ა.შ. და ა.შ. პრინციპში, ღიად თქვა ნიკა მელიამ, აქციებს გამიზნულად ვარიდებდით თავს და ჩვენი გეგმა იყო საერთაშორისო საზოგადოებები და სამართლებრიუვი გზებიო – რომელი სამართლებრივი გზები? წინასწარ იცოდა ვინმემ რომ მიშა ავად გახდებოდა მისთვის სასჯელის გადავადებას მოითხოვდნენ? რა სამართლებრივი გზები შეიძლებოდა სცოდნოდათ წინასწარ? რანაირად შეიძლებოდა წინასწარ სცოდნოდათ, რომ მიშა ცუდად გახდებოდა? მიშას ყოფილმა თანამებრძოლმა დაწერა, ასეც ვიცოდი, რომ მიშას რაღაცა გეგმა ჰქონდაო. ხო, ჯერჯერობით, მიშა ზის და მაინც მისი გეგმით მიდის პროცესები. უნდოდა – იშიმშილა, უნდოდა – შეწყვიტა, უნდოდა – გადაიყვანეს, უნდოდა – ისევ გადაიყვანეს. უნდოდა – შემოთვალა, არ გვინდა დიდი აქციები და პოლიტიკური განცხადებებიო და მოუნდება და იტყვის – აქციების დროა. სხვათა შორის, ნაციონალური მორაობიდან ბევრი აანონსებს ცხელ იანვარს და რამ შეიძლება გააცხელოს იანვარი? ხო, ზელენსკის ჩამოსვლა მართლაც გააცხელებს თბილისს, ზელენსკის ჩამოსვლა და მიშას გათავისუფლება ნამდვილად მხურვალებას მოსდებს ქვეყანას და რას იზამს ციხიდან გამოსული მიშა და ვის გადაეხევა თავზე ფრანგული და ამერიკული გარანტიები, არავინ იცის. ამიტომაც, ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილმა ალტერნატივის ძიება დაიწყო, კერძოდ, ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა ერთ–ერთ იმ ქვეყანაში, რომელიც საერთაშორისო სანქციებს არ უერთდება და ეს ქვეყანა, ცხადია, არ არის რუსეთი, მეტიც, სხვა კონტინენტზეა. რუსეთში ფულის შოვნა იყო კარგი, თორემ იქ ცხოვრება, არანაირად არ უნდა არც მას და არც მის. იგი პირადად აწარმოებდა ამ ქვეყანაში მოლაპარაკებებს, სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ ამ ქვეყნის მთავრობას, კარგა ბარაქიანად დაეხმარა პირადად და იმედი აქვს, თუ დასჭირდება, უარს არ ეტყვიან მიღებაზე.“
წყარო: ალია
https://geonewest.com/?p=2805&fbclid=IwAR3-...5uqTVhNl41S0d5E
საინტერესო სცენარია
რაა საინტერესო?
ამხელა ტექსტი ნებისმიერ ქოცს დაუდე და ბოლომდე უშეცდომოდ წაკითხვა თუ მოახერხოს
ალიას მოგონილი ზღაპრებით პოლიტგანყში თავს ვერ დაიმკვიდრებ, ძმას ვაჩუქე ელისოკილაძის კრებული
--------------------
უფანტაზიო კაცი © LooLaa
ბაზ არაა, კარგებიც არიან, მაგრამ ვინც კი ღლე და დედამოდღნული დაიბადა , ყველა ამ ფორუმზე დარეგისტრირდა © altezza_altezza
საქართველოს რას ერჩი, ხალხია გადასარჩევი © T-mademoiselle
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პოლიტიკა
|
იქით
»
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0378 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.