თავის დროზე, ბავშვობაში ალბათ ჩემზე მეტად არავის იზიდავდა ასაფეთქებლები და ა.შ. კუსტარულებსაც ვჩალიჩობდი. ახლა კი უბრალოდ ჩემამდე არ დადის, მაგაში ფული როგორ უნდა გადაიხადო, აი, რა სიამოვნება უნდა მიიღო მაგ ყველაფრისგან. ბავშვების კიდევ მესმის, რადგან მეც ვიყავი ბავშვი და მეც მიხაროდა, მაგრამ აი, ზრდასრულ ადამიანს რატომ უნდა ჰქონდეს ინტერესი და მითუმეტეს სურვილი, რომ ფული გადაიხადოს მაგაში. საშიში როა და შეიძლება დასახიჩრდე არაფრის გამო, მაგაზე ხომ აღარაფერს ვამბობ. მითუმეტეს ბავშვი.
ჭამეთ, დალიეთ, იმხიარულეთ თუ გეახალწლებათ და საშუალებაც თუ გაქვთ, რა საჭიროა ეგ ბათქა-ბუთქი და ამბები, ისე რა ან ძველი წელი ვერ წავა თუ ახალი წელი ვერ შემოაბიჯებს?

საერთოდ ასაკრძალია პიროტექნიკა მე თუ მკითხავ.
This post has been edited by ლევანჩიკ on 1 Jan 2023, 04:04