არ ვიცი სხვები როგორ, მაგრამ საახალწლო განწყობას ვიქმნი იმ ფილმებით, რომლებშიც თოვლი და ნაძვის ხე ფიგურირებს.
აი ეხლა ვიფიქრე რამეს უყურებ თქო, მაგრამ არაფერი არ გამახსენდა. . .
არა ნუ რა თქმა უნდა გამახსენდა ბედის ირონია, მაგრამ მაგას უშუალოდ საახალწლოდ ვინახავ. . . .
კიდევ გამახსენდა "მარტო სახლში". . . . მაგრამ ეგეც არ მინდა. . .
გამახსენეთ თუ შეგიძლიათ საახალწლო განწყობის შემქმნელი ფილმები. . . . უკვე დროა დავდგეთ კაი ხასიათზე, . . .
თუნდაც სულელური ჰოლივუდური კომედია-მელოდრამები. . . ოღონდ აი ამ თემატიკის გარშემო რომ იყოს. . . .
დიდი მადლობა თუ თემას გამოეხმაურებით

P.შ. მაინტერესებს მარტო მე ვარ ეგეთი სულელურ-სენტიმენტალური თუ ვინმე კიდევ?

მაგალითად დეკემბერში სიმღერაზე "ფიფქები" ან jungle bells ცრემლები მომდის ლამის სიხარულისგან. . .. ბავშვობაში ეგრე არ ვიყავი, აი რაც ვბერდები. . . .

