ამ თემაში შევეხები ფარმაციის, მარკეტების და ქლინინგის სექტორის მაღალი ფასების დადების გამომწვევ ფაქტორებს/შედეგებს.
დავიწყოთ იმ ფაქტით რომ კაპიტალიზმის პერიოდში ყველა ქვეყანა გადავიდა Traditional Trade-ის სისტემიდან(ანუ დახლები/ბაზრობები) Modern Trade-ზე (ჰიპერმარკეტები და სუპერმარკეტები), ეს ეტაპები აუცილებლად დგება ყველა განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკაში, თუმცა საქართველოში ეს ეტაპიც ჯუნგლების კანონებით იმარტება და მოგიყვებით მოკლედ რატომაც.
ქართულ საცალო ბაზარზე ყველაზე სწრაფად ვითარდება : აფთიაქები, მარკეტები, ჰიგიენის მაღაზიები.
რატომ უწევთ ამ სფეროში მოღვაწე ბიზნესებს მაღალი მარჟებით მუშაობა? ისმის კითხვა. პასუხი კომპლექსურია
1)
ფართებზე კონკურენცია - ვინაიდან არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა მერია/ქონების მართვა/ თვითმართველობიდან მსგავსი ბიზნესის გახსნასთან დაკავშირებით, ნებისმიერ კომპანიას შეუძლია გვერდიგვერდ გახსნას 10 ცალი ერთი და იგივე ტიპის მაღაზია, მიუხედავად იმისა არის ამის საჭიროება თუ არა. ევროპის ქვეყნებში შეზღუდულია მსგავსი რამ. ანუ 1 კვარტალში 20 მარკეტი ვერ იქნება, არ მოგცემს ამის უფლებას თვითმართველობა. რას იწვევს ეს კონკრეტული და რა გავლენა აქვს მას ფასებში.
საქართველო ისედაც პატარა ბაზარია და 1 კვ მეტრზე ცოტა ადამიანი ცხოვრობს, შესაბამისად როდესაც 1 ქუჩაზე არის 10 მარკეტი, ქუჩის ტრეფიკი(ანუ შემსვლელთა რაოდენობა) იყო 10 მაღაზიაზე ნაცვლად მაგალიტად 2-ისა, ეს კი ერთი მაღაზიისათვის ნიშნავს ნაკლებ ნავაჭრს და მეტ ფიქსირებულ ხარს. რადგანაც იჯარა, კომუნალურები, ხელფასი ფიქსირებულ ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს და მარკეტი 1 კილო ბანანს გაყიდის თუ 1000 კილოს, ხარჯი თითქმის იგივეა.
მაგალითად მოგიყვანთ ცინცაძის ქუჩას სადაც მოპირდაპირე მხარეს არის 2 კარფური. როდესაც სმარტის ადგილას აგროჰაბი აპიირებდა გახსნას, კარფურმა გაუხსნა, მაშინ როცა არც ერთი კარფური არ არის სრულად დატვირთული. ანუ კარფურის მომხმარებლებს შეეძლოთ იმ 1 კარფურში შეეძინათ ყველაფერი და გაყიდვებიც 2 ჯერ მეტი ექნებოდა.
გაიხსენეთ ევროპული ქვეყანა სადაც 500 მეტრში 10-15 მარკეტი გხვდებათ. იგივე ეხება აფთიაქებსაც.
დააკვირდით როგორც კი კორპუსი შენდება, მის 1 სართულზე ეგრევე ქსელური მარკეტი ან აფთიაქი იხსნება. როცა ეიძლება ქუჩის გადაღმა უკვე იყოს 3-4 მარკეტი.
2)
პატარა ბაზარი - ვინაიდან და რადგანაც არის საქართელო პატარა ბაზარი და ტრეფიკი ცოტა, მსყიდველ უნარიანობაც ნაკლები, ხარჯების დასაფარად უწევს დისტრიბუტორსაც და რითეილსაც დიდი მარჟის დადება. 30% + სხვა შემთხვევაში გაკოტრდება.
3)
არაპროფილური პროდუქცია მაგალითად აფთიაქებში იყიდება BEAUTY პროდუქცია, რომელიც იდეაში არის ე.წ DRUG STORE-ების მიმართულება და არა სუფთა ფარმაციის. მაგალითად თურქეთშიც კი აფთიაქში მხოლოდ არის წამლები და სამკურნალო კვება/ჰიგიენა. ვერანაირ თმის საღებავს და სუნამოს ვერ იყიდი აფთიაქში. ამისთვის არსებობს BEATY STORES ან DRUG STORE_ს. ეს იწვევს იმას რომ ამდენი კატეგორიის განტავსება აფთიაქში მიჯაჭვულს გხდის ქსელზე, შესაბამისად ხდები მსხვერპლი მათ მიერ იმპორტირებული პროდუქციისა რომელზეც მინიმალური მარჟა არის 70%+
4) ფარმაციის შემთვევაში - წამლების, ჰიგიენის და ბავშვთა კვების შემთხვევებში ფასში ჩადებულია ე.წ კონსალტინგის თანხაც.
რას ნიშნავს კონსალტინგი?
მაგალითად მიგყავთ ბავშვი ექიმტან, იგი უნიშნავს C ვიტამინს, ასეთ დროს გეუბნება მაგალიტად რომ მიდი და იყიდე X ბრენდის ვიტამინი რომელიც იყიდება პსპ-ში. ანუ ქსელი ან იმპორტიორი უხდის ექიმს ფულს იმაში რომ მან რეცეპტში მის მიერ შემოტანილი ბრენდი ჩაგიწეროს.
პირადად ვიცნობ კბილის ექიმს, რომელიც მხოლოდ 1 მარაზიაში მაგზავნიდა ხოლმე კბილის ჰიგიენის წამლებზე და პასტებზე

თან რო მიდიოდი უნდა გეთქვა ამან გამომგზავნაო.
ეხლა რაც შეეხება მოგებებს და მარჟებს:
1) მარკეტები - აქ საშუალო EBITDA არის 6-7%, რაც არ არის მაღალი. მარჟა კი აქვთ 25%+ მარგამ ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო იჭმება მთელი მარჟა და რჩება ეგ რაც დავწერე
2) ფარმაცია - აქ საშუალო EBITDA არის 10-12 + იმიტომ რომ, სადაზღვეო და კლინიკური სექტორი ეხმარება აფთიაქებს მუშაობაში. თან საშუალო ჩეკი გაცილებით მაღალია აფთიაქში და დანახარჯები ნაკლები (ელექტრო ენერგიის, სტაფის და ა.შ).
1 პუნქტის დაურეგულირებლობა ასევე იწვევს იმას რომ, მაგალითად მე ვარ სტარტ-აპი მინდა რომ კორპუსის ძირში გავხსნა დავუშვათ კომპიუტერული თამაშები, იმდენად არის კონკურენცია ქსელებში და ისეთ ტანხებს სთავაზობენ სამშენებლოებს რომ ვერც ერთი სტარტ აპი ნორმალურ აგილზე ვერ აიღებს ფართს.
არადა რომ არსებობდეს რეგულაციები კონკურენციის შესახებ ეს საკითხიც მოგვარდებოდა. საერთოდ არაა საჭირო 100 მეტრში იყო სპარი, 2 ნაბიჯი, მაგნიტი, ნიკორა, კარფური, აგროჰაბი, უნივერსამი და კიდევ ფრესკო.
არადა არის ეგეთი უბნები რომ ყველა ერთად არის

))))))))))))))))))
ყველას ნუ ამოიყვან ტალახიდან, ზოგი მისი ბინადარია.