პოლიციელის მკვლელობის ახალი დეტალები - რა მოხდა თბილისში?
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი, ალექსანდრე შეყელაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 გასროლით, მისივე თანამშრომელმა მოკლა. მკვლელობა დღეს დილით, თბილისში მოხდა.
პოლიციელი, გიორგი მღებრიშვილი ახლა ზაჰესში წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მას განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა შენახვა ტარებას ედავებიან.
მღებრიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია, მაგრამ ბოლო პერიოდში კადრების განყოფილებაში იყო დასაქმებული. იგი ძალოვან უწყებაში წლების განმავლობაში მუშაობდა და რაჭაში, ამბროლაურში მაღალ თანამდებობას იკავებდა.
მედიისთვის ცნობილი ხდება, რომ მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს დაკავებამდე, პირველადი სამედიცინო დათვალიერებით, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
მასალის გამოყენების პირობები
https://tia.ge/222247-policielis-mkvlelobis...-tbilisshi.html