#59977318 · 5 Jan 2023, 21:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არიგო
QUOTE | https://myauto.ge/ka/pr/83421279 ეს მანქანა მართლა 12 ლიტრს წვავს თუ ეს კაცი ატრაკებს? |
მყავდა ეს 5.0-იც, 3.0-იც. არ ვიცი ეს რომელ ქალაქში დადის, მაგრამ თბილისში XJL 5.0 წვავს 18 ლიტრს თუ გარეუბნებში არ დადიხარ და 17-ს თუ გარეუბნებში გიწევს გასვლა. ტრასაზე 8 ლიტრიც დაუწვია წყნარი სიარულით (როცა 2 წუთში ერთხელ რამე არ განელებს, 110-120კმ/სთ სიჩქარეზე).
XJL რომელიც ნაკლებს წვავს არის 2014 წლის და უფრო ახალი 3.0 კომპრესორი. ესენი წვავს 13-14 ლირტს უკანა წამყვანი და სადღაც 0.5-1 ლიტრით მეტს 4X4 ვერსია.
კლიმატი ყოველთვის ჩართული და მშვიდი, გაწონასწორებული სიარულით. წინასაახალწლო თბილისში 3.0 წვავს 18-ს. 5.0 არც დამინიშნავს არასდროს, აზრი არ აქვს.
QUOTE | ზახულში საცობში + კონდიციონერი 20-საც კარგად გადაცდება |
საცობი ჰო, მაგრამ 5.0-ზე კონდიციონერს ჩართავ თუ არა, საერთოდ კიდია. ოდნავაც არ ეტყობა წვაზე. პრინციპში არც 3.0-ს არ ეტყობა. ორივეს იმხელა მაბრუნებელი მომენტი აქვს დაბლებზე რომ რაც გინდა ის ჩართე.
Edit: ეს კონკრეტული მოდელი არის 2012 წლიანი 5.0 კომპრესორი. ეს წვავს 20-ს ძალიან ჩვეულებრივად და ტრასაზეც არ წვავს ცოტას. 6 სიჩქარიანი კოლოფითაა. ამ წლის XJ-ს თუ არ გაეკარები ჯობია. თუ ეს მანქანა გაინტერესებს, მოძებნე 2013 წლის ან უფრო ახალი (გამოშვების თარიღი და არა პირველი რეგისტრაციის წელი) 8 სიჩქარაინი კოლოფით, პრიორიტეტულად 3.0 ვერსია.
This post has been edited by Kambucha78 on 5 Jan 2023, 21:58
|