გამარჯობა

თებერვალში ვხდები 18 წლის, ამ ეტაპზე მაქვს სტაბილური შემოსავალი, ვცხოვრობ ოჯახთან ერთად კომფორტულად, ვფიქრობ ადრე თუ გვიან უმჯობესი იქნება ცალკე გადასვლა და მგონია, რომ მომავალში ბინის ქირაზე ნერვიულობას ახლავე დავიწყო ფიქრი მომავალზე. არჩევანის გაკეთებას ვფიქრობ მშენებარე ბინაზე. მაგრამ რამდენიმე საკითხი მაინტერესებს, ვარ სრულიად გამოუცდელი ამ თემაზე.
- რეალურია თუ არა "არქი"-ს შეთავაზება, რომ პირველადი შენატანის გარეშე შემიძლია დავიწყო ბინის შეძენა
- რამდენად რეალურია რისკი, რომ "არქიმ" - "გადაგვაგდოს"
- რომელია ყველაზე სანდო და სანდოსთან ერთად ხელმისაწვდომი კომპანია / პროექტი თბილისში
- რაღაც მომენტში, რომ ვეღარ შევძლო გადახდის გაგრძელება, კომპანია გაითვალისწინებს, რამე შეღავათს გამიკეთებს თუ მანამდე გადახდილ ფულს უბრალოდ დაიტოვებს და დამიკიდებს.
- სხვა რა რჩევებს მომცემდით და თუ არის უკეთესი ვარიანტები.
პს. მესმის, რომ სერიოზული თემაა და ინტერნეტში არ უნდა ვარკვევდე, უბრალოდ თქვენი რჩევებიც მაინტერესებს. ჩემს სიცოცხლეს არ ჩამოვალ პასუხზე, მაგრამ მაინც უფრო დარწმუნებული ვიქნები, როცა თქვენი აზრიც მეცოდინება. მადლობა წინასწარ. გილოცავთ ნათლისღებას.