მახსოვს ესე 2004-5 წლები იყო... მიუზიკ ბოქსი შემოვიდა და ვისაც საკაბელო ჰქონდა, ემტივიზეც მიუწვდებოდა ხელი... ჰოდა მაგ დროს გავჩითე ჰიმი, მანამდე სისტემებს, ლინკინს, ლიმპ ბიზკიტს, ქუინს, ნირვანას, რამშტეინს ვუსმენდი (რისი კასეტებიც ჩითავდა). ჰოდა ეს ახალი ხილი იყო, კაკრაზ ჩემს თინეიჯერობას დაემთხვა, მოკლედ მაგრად გაასწორა. რაღაც რომანტიკა დაჰკრავდა, თან დიდი დოზით, რაც მანამდე სხვა ჯგუფებში არ შემემჩნია, თან კლიპები ჰქონდათ თესლი და მოკლედ ადვილად ჩაჯდა ჩემს მაშინდელ ხასიათში... რამოდენიმე წლის შემდეგ უკვე დეითების ფონურ მუსიკად იქცა, ძველი სახლები, სასმელი, ჰიმი, უამინდობაში გარეთ ბოდიალი, თან ტელეფონით სმენა უკვე აქტუალური გახდა... ეხლა რომ ვუსმენ ხოლმე, მაშინდელი რაღაცები მელანქოლიურად, გემრიელად მახსენდება და მრჩება შეგრძნება, რომ იმის მერე მთელი საუკუნეა გასული...
ჰოდა თემას რაც შეეხება, ჩემმა მეზობელმა ჭამა მაგ თეფშიდან...
მერე ფეხი მოაჭრეს
This post has been edited by ANUBIS. on 12 Jan 2023, 13:40
"სამწუხაროა...
შემდეგი..."