შემოვაგდო ინტრიგა/სკანდალი?

რონალდოს გამო მოსაწყენი თემაა, ამიტომ მის ნაცვლად დავამატოთ ჩვენი უკრაინელი მეგობრები შევჩენკო და ბლოხინი

შევჩენკოს თუ წარდგენა არ ჭირდება, ბლოხინზე დარწმუნებული ვარ ბევრმა არ იცის რა დონის მონსტრი და არაადამიანი იყო.
მაშ ასე: ოლეგ (the Tsar) ბლოხინი, კიევის დინამო.
პოზიცია მარცხენა ვინგერი, სისწრაფე რეაქტიული, ტექნიკა საოცარი.
ქონდა ხანგრძლივი ტოპ კარიერა. ფლობს ყველა ინდივიდუალურ და გუნდურ საბჭოთა რეკორდს.
ტიტულები: სსრკს 8 გზის ჩემპიონი, სსრკ თასის ხუთგზის მფლობელი, თასის მფლობელთა თასის ორჯერ მომგები, უეფას სუპერთასის მფლობელი, ოქროს ბურთის მფლობელი.
არის სსრკ ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი (211 გოლი), სსრკ ნაკრების (მაგათი დედა ###) ყველა დროსი ბომბარდირი 44 გოლით.
ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე დაბალშედეგიან ეპოქაში გატანილი აქ 300+ გოლი. იმ ეპოქაში 300 + გოლიან გარემარბს ვერ ვიხსენებ, თქვენ თუ გახსოვთ მითხარით.
ასისტების რაოდენობა უცნობია, მისი სტილიდან გამომდინარე, სავარაუდოდ ბევრი უნდა ქონოდა.
პირველი თასის მფლობელთა თასი 1975 წელს მოიგო, მეორე 11 წლის შემდეგ. ორივე ტურნირზე თანაბრად კარგი კონტრიბუცია ქონდა, ორივე ფინალში გაიტანა.
სუპერთასზე პირადად ყავს ნათრევი (ამ სიტვყვის სრული მნიშვნელობით) პრაიმ ბავარია ბეკენბაუერის, რუმენიგეს და გერდ მიულერის თამადობით. 1-0 და 2-0 მოიგო დინამომ და სამივე გოლი ბლოხინმა გაიტანა.
ბლოხინის ლეგენდარული სოლო გოლი ბავარიასთან გასვლაზე 1-0 მოგებულ მატჩში.
https://www.youtube.com/watch?v=YfU4Ag_G8DIფეხბურთელი, რომელსაც პერსონალურად მოყავდა კიევში 100 ათასი კაცი. ერთადერთი იგროკი, რომელსაც ლობანოვსკი არ ზღუდავდა. ერთადერთი ტიპი ვინც ლობანოსკის ენას უბრუნებდა

ბევრის აზრით, უფრო სახელოვან ევროგრანდში რომ ეთამაშა, დიდი ალბათობით ერთზე მეტი ოქროს ბურთი ექნებოდა.
უკრაინაში შევჩენკო ჯობია და ბლოხინი სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. არ დაიჯეროთ რომ შევას ულაპარაკოდ N1-ად თვლიან უკრაინელები....
ესეც ვრცელი ჰაილაითები
https://www.youtube.com/watch?v=K0eHOafy768გარდონის სახალისო სიმღერა ბლოხინზე ვიდეოს დასაწყისში
https://www.youtube.com/watch?v=avNbUwzqG8oჰა, რავარი იყო?