gaucho

      
ჯგუფი: Members
წერილები: 17930
წევრი No.: 15502
რეგისტრ.: 18-December 05
|
#60179046 · 10 Mar 2023, 01:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძვირფასო TimWolfSpellადმინისტრაციის სხვა წევრებო, მოდერაციავ და დაინტერესებულო იუზერებო, ეს თემა შეიძლება იყოს ზოგადად ფორუმის წესებთან დაკავშირებით მაგრამ მე ჩემი გულსტიკივილით დავიწყებ. ქვემოთ დაციტირებულია ნაწყვეტი ფორუმის წესებიდან, რომელიც იმედი მაქვს ჩემზე კარგად იცით. ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო ფაქტია, რომ მოყვანილი პუნქტებიდან უმეტესობა ძალიან ხშირად ირღვევა, განსაკუთრებით პოპულარულ განყოფილებებში. მე ბევრი შემიძლია ვილაპრაკო იმაზე რატომაა ეს ცუდი და თუ საჭიროა ამ ყველაფრის გამოსწორებაშიც შევიტანო წვლილი მაგრამ თუ თქვენც იგივეს არ ფიქრობთ და იგივე არ გსურთ მარტო ჩემ საუბარს რა აზრი აქვს. დასაწყისისთვის მადლობელი ვიქნები შემდეგ კითხვებზე მაინც თუ მიპასუხებთ: თქვენც თვლით რომ ეს პრობლემაა? გიფიქრიათ თუ არა მის გამოსწორებაზე და თუ კი მაშინ ხელი რამ შეგიშალათ? ეს კი ზემოხსენებული ნაწყვეტი: QUOTE | 4.3.6. უხამსი, უტაქტო, უცენზურო, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ან სიტყვის გადაკვრები ნებისმიერი (მათ შორის, შენიღბული) ფორმით, ნებისმიერ უცხოურ ენაზე, მნიშვნელობა არა აქვს, ვისკენ არის მიმართული ან რისთვისაც არ უნდა იყოს (ანუ, როგორც საქონლის, კომპანიების მიმართ, ასევე ფორუმის წარმომადგენლების მიმართებითაც).
4.3.6.1. იკრძალება ნებისმიერი უტაქტო ან შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, განსაკუთრებით, ფორუმის მონაწილეთა მისამართით.
4.3.6.2. იკრძალება უცენზურო ლექსიკის გამოყენება (დედის აუგად მოხსენიება, გინება) ნებისმიერი ფორმით და სახით, ციტატებშიც კი.
4.3.6.3. დაუშვებელია ფორუმში ჩაშენებული "ანტიმატისათვის" გვერდის ავლის მცდელობა, რომელიც ფილტრავს უზრდელურ და უცენზურო გამოთქმებს სიტყვის ნაწილის წერტილებით ჩანაცვლებით. მსგავსი ქმედებები (განზრახი) ითვლება მძიმე დარღვევად.
4.3.6.4. იკრძალება ნებისმიერი სახის თავხედური გამოხტომები ან თავდასხმები, ე.წ. "ნაეზდები", მათ შორის, ე.წ. "ინტელექტუალური თავხედობა", როდესაც თანამოსაუბრე დამცინავი თავაზიანობის ტონით იუწყება ოპონენტების ინტელექტის დეფიციტის შესახებ
4.3.6.5. იკრძალება ფორუმის მონაწილეთა სახელების, ნიკნეიმების განზრახ დამახინჯება მათი დამცირების, შეურაცხყოფის მიზნით. ნიკნეიმის ზუსტი ტრანსლიტერაცია დარღვევად არ ითვლება, თუმცა, არც მისასალმებელია. ტრანსლიტერაციის რეგულარულად გამოყენებისთვის თქვენ შეიძლება მიიღოთ გაფრთხილება.
4.3.6.6. იკრძალება ჟარგონული ან განზრახ არაკორექტული მიმართვები ნეგატიური ელფერით.
4.3.6.7. იკრძალება მსგავსი გამონათქვამების ციტირება სხვა მონაწილეების გზავნილებიდან, აგრეთვე - მათზე გამოპასუხებაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოდერატორი იძულებული იქნება, მიიღოს ზომები, მათ შორის, თქვენს გზავნილთან დაკავშირებითაც.
4.3.6.8. თუ თქვენ ან ვინმე სხვას საჯაროდ მოგმართეს უტაქტოდ, არაკორექტულად, შეურაცხყოფა მოგაყენეს, მაშინ გთხოვთ, მოითმინოთ (გაჩუმდეთ) და დაელოდოთ, სანამ მოდერატორი გაწმენდს თემას. თქვენ შეგიძლიათ ამ პროცესის დაჩქარება, თუ შეატყობინებთ მოდერატორს დარღვევის თაობაზე, რისთვისაც არსებობს სერვისი "შეატყობინე მოდერატორს". თუ თქვენ ყველას თანდასწრებით უპასუხებთ თავხედ იუზერს მისივე იარაღით და მის დონეზე დაეშვებით, მაშინ მოდერატორი თქვენდამი იგივე ზომებს მიიღებს, რასაც სკანდალის მთავარ გამომწვევთან და არ გაითვალისწინებს თქვენს არგუმენტს - "მან პირველი დაიწყო". თუ თქვენ მას კიდევ უფრო უტაქტოდ უპასუხეთ, მაგალითად, თუ დაეშვებით უცენზურო ლექსიკის დონემდე, მაშინ თქვენდამი გატარდება კიდევ უფრო მეტად მკაცრი ზომები. ის თავხედი იუზერი შეიძლება მარტო ვორნით დაისაჯოს, თქვენ კი მიიღებთ ბანს და posting disable-ს (შეტყობინებათა გაკეთების უფლების წართმევას) შესაბამისად. ამიტომ გთხოვთ, იყავით ყოველთვის თავშეკავებულნი.
4.3.6.9. შეტყობინებათა მიკუთვნებას იმ კატეგორიისადმი, რომელიც ექვემდებარება წესების ამ პუნქტს, განსაზღვრავს ფორუმის ადმინისტრაცია, და არა გზავნილთა ავტორები.
4.3.6.10. დაუშვებელი გამონათქვამების მაგალითები:
შე ვირო! AMD-მძღN&რია რატომ არიან ამერიკელები(რუსები, უკრაინელები, ებრაელები) ასეთი დამპლები? არ მეგონა, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ინტერნეტი უკვე გაყვანილი ჰქონდათ; თუ თქვენ ცოტა ხნის წინ გამოგიშვეს? დაჯექი, ბიჭი, ორიანი!
აღნიშნული პუნქტი ფორუმის ან თემის ლოკალური წესებით ვერ გაუქმდება ან შემსუბუქდება (გამონაკლისს წარმოადგენს ფორუმი "ფლეიმი").
|
აღარც კი ვიცი რომელი "გავაბოლდო"  შეიძლება საერთოდაც მე მეჩვენება და არაფერი კატასტროფული არ ხდება და უბრალოდ ბუნებრივად ასე "განვითარდა" ფორუმი რომ მოვედით აქამდე. ეგეც ვარიანტი, უბრალოდ ჩემთვის ცოტა უსიამოვნო მაგრამ მივიღებ სხვა რა გზაა
|