J.R.R.Tolkien
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 7042
წევრი No.: 267674
რეგისტრ.: 30-August 22
|
#60018960 · 17 Jan 2023, 22:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებო.
ჩემი პოსტი თავიდანვე ვიტყვი, რომ არ იქნება ლაკონური და არც ისეთი პატარა, როგორიც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავალია.
პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ მე ისევე, როგორც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს მაწუხებს ჩემი ქვეყნის ბედი. ხოდა, წესით ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი უნდა ვთახმდებოდეთ იმაზე, რომ ქოცობა აუცილებლად დასასრულებელია!
მე პირადად ვთვლი, რომ დღეს დასაკარგი დრო აღარ დაგვრჩა. რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ იმ აზრს, თუ ქოცები ისევ დარჩებიან ხელისუფლებაში- ქართველი ერი გაქრება და ქოცებზე დიდი საფრთხე არ დაგვმუქრებია ჩვენი ისტორიის მანძილზე, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, თუ ქოცები კიდევ დიდი ხნით შენარჩუნებენ ძალაუფლებას ვერც ჩემი თაობა ეღირსება ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრებას და ვერც ჩემი შვილთაშვილები იხილავენ იმაზე უკეთეს ქვეყანას,როგორიც დღეს გვაქვს. მეტსაც ვიტყვი, ისევ წრეზე მოგვიწევს ტრიალი და სულ რომ ქართველი მოსე გვესროლონ ზეციური საქართველოდან, უკვე უდაბნოში ხეტიალი და განწმენდა არ გვიშლის.
ერთადერთი გამოსავალი არსებობს, რომელიც მდგომარეობს შემდეგში- ჯერ ვიშორებთ ქოცებს და შემდეგ ვქმნით ევროპული ღირებულებების მატარებელ სახელმწიფოს,სადაც არც ბელადომანის ადგილი იქნება და არც რუსთუმების ბოგინი.
ოღონდ, ქოცებს ვიშორებთ ისე, რომ არ ვცდებით კანონის ჩარჩოებს, ანუ ვასრულებთ ქოცობას არჩევნების მეშვეობით, რისი განხორციელებაც შესაძლებელია.
მესმის, რომ ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება ბევრს არ უნდა და არც სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ არიან დიდი სიმპათიებით განწყობილი, მაგრამ მოდი რეალისტები ვიყოთ- არანაირი მესამე ძალა, თან სუფთა და სპეტაკი უახლოეს მომავალში არ გამოჩნდება და თუ მაგათ დავუწყეთ ლოდინი, იმავე ზეციური საქართველოდან ილია, დავითი და ექვთიმე რომ დაგვიბრუნდნენ + ამერიკამ სუპერ მენი დაგვიმატოს- უკვე გვიანი იქნება და აღარაფერი ეშველება საქმეს.
მოკლედ რომ ვთქვათ, რა რესურსიც გვაქვს დღეს, იმით უნდა დავდოთ ლელო!
უბრალოდ, საქმე იმაში გახლავთ, რომ " ენმ" რადგანაც არის მთავარი ოპოზიციური პარტია და სწორედ ის პარტია, რომელმაც - ეს ქვეყანა სახელმწიფოს დაამსგავსა, უფრო მეტი მოეთხოვება და აუცილებლად უნდა მოხდეს მათი ტრანსფორმაცია.
მე არ ვითხოვ " ენმ" გაქრობას, მხოლოდ იმას გავიძახი - დროა მართლა ევროპული ღირებულებების მატარებელ პარტიად იქცეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ერთხელ და სამუდამოდ მოიშოროს - ეს ცუდი ბიჭის და ბუას იმიჯი.
ისეთი ადამიანის დაცემა ან მისგან ცუდი გაკეთებული საქმე დიდად არ გეწყინება, რომელიც ყოველთვის იყო სიხარბის, ღალატის და პრიმიტიული აზროვნების განსახიერება, რადგან შეჩვეული იყავი მის ეგეთ ბუნებას და არც შენიშვნის მიცემის სურვილი გექნებოდა და არც იმის ილუზია მასში ოდესმე სინანულის გრძნობა გაიღვიძებდა. სამაგიეროდ, საპირისპირო სიტუაცია, როდესაც ისეთი ადამიანის ლარივით გაუფასურებას ხედავ, რომელმაც ერთ დროს ბევრი კარგი საქმე გააკეთა და არ გჯერა, რომ ისეთ რეგრესს განიცდის, როგორც საფეხბურთო კლუბი ბარსელონა ბოლო წლებია.
ახლა, რომელი ადამიანი არის ქოცი და რომელი ნაცი, მაგას ჯაბოვიჩიც მიხვდება.
სწორედ, ამით არის განპირობებული ჩემი კრიტიკა ნაციონალური მოძრაობის მიმართ და ასევე იმით, რომ ვფიქრობ, ამ ეტაპზე ქოცების დამარცხება " ენმს" მეთაურობის გარეშე არ გამოვა.
რა თქმა უნდა ,იმის ილუზია არ მაქვს ჩემი კრიტიკით "ენმს" გამოფხიზლება მოხდება ან ეს თემა იმხელა ფურორს მოახდენს ხვალ უკვე ქოცებს ერთიანი ძალებით ავკენწლავთ. და არც იმის სურვილი მაქვს ფორუმელ ენმს მხარდაჭრები ჩემს მიმართ სიმპათიებით განეწყონ. არა, მეგობრებო!
უბრალოდ მსურს ჩემი აზრი დავაფიქსირო და ეგება მართლა მოხდეს სასწაული და იქნებ 100 კაციდან 5 მაინც გაიგოს თუ რატომ არიან ქოცები ისევ ოლიმპოზე წამოსკუპებულნი ,ხოლო ზევსი არაჟანში ამოსვრილი და პრომეთესთან შესახლებული.
ახლა, ვინც ჰერეკლეს როლში ზელინკის ელით ,მორიგი იმედგაცრუება გელოდებათ.
ოლიპოს დექოციზაციის ჩატარება სწორედ რომ ნაციონალურ მოძრაობას, დანარჩენ ოპოზიციას და ყველაზე მთავარი ,იმ ბრძენ ხალხს შეუძლია, ხშირად ასე აგდებით რომ მოიხსენიებთ. ოღონდ, მაგისთვის საჭიროა გვქონდეს აქილევსის კვერცხები, ოდისევსი ჭკუა და ცბიერება და ყველაზე მთავარი - ბევრი ჰქტორია საჭირო! ასე თუ არ მოხდება, ის შუშის სასახლეში მცხოვრები კრონუსი ერთხელ და სამუდამოდ გადასანსლავს ამ ქვეყანას და მერე გახარია თვალის პაჭუნის ფონზე შეგვახსენებს თუ რა მაგარი და საამაყოა მთელი საქართველოს ჭორვილიზაციის საბოლოოდ გაფორმება.
ამხელა შესავლის შემდეგ გადავიდეთ მთავარზე.
ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებო და ამავე პარტიის ლიდერებო, თუ თქვენი, ეს დრომოჭმული რადიკალიზმი და რევოლუციური ვაიბი არ დასრულდება ბიძინას პარპაში იქნება ისეთივე დაუსრულებელი და ერთფეროვანი, როგორიც თურქული სერიალი ელიფია.
2003 წელი აღარაა. სულ სხვა რეალობაა დღეს.
დარვინის თეორია საბოლოოდ რომ დაიხვეწეს მეცნიერებმა, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გადარჩნენ და მომავალში გადარჩებიან ის სახეობები, რომელიც სწრაფად ახერხებენ ახალ გარემოში ადაპტაციას. დროა, ტრანსფორმაცია განიცადოთ და ნუ ემსგავსებით დღითიდღე იუმორინას საახალწლო კონცერტებს.
ამდენი არჩევნები წააგეთ ხომ? არ დადგა დრო მიხვდეთ, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ და არ ჭრის ეს ტაქტიკა?!
კარგი, ბატონო, დავუშვათ არჩევნებს გიყალბებს ის ჭორვილა არქიფო - კი მაგრამ, თუ არჩევნები ყალბდება, მაშინ ყველა ქვეყანაში გაბრაზებული მოსახლეობა გამოდის ქუჩაში და აპროტესტებს არჩევნების შედეგს, თქვენ კიდევ დღითიდღე გაკლდებათ ხალხი და ბოლოს იქამდე მიხვალთ ჯოკერში მეოთხე კაცის დამატებაც გაგიჭირდებათ.
ხომ ხედავთ არ გამოდის საკმარისი რაოდენობის მოსახლეობა, ხოლო სადაც გამოვიდა, როდესაც თქვენ გამოჩნდით ყველა ისე გაიხიზნა, თითქოს ისევ დიდი თურქობა დაწყებულიყო.
მოდი ახლა ცოტა უფრო გავშალოთ თუ რატომ არ გამოდის საკმარისი რაოდენობის ხალხი და თქვენი მთავარ არგუმენტებს ვუპასუხოთ.
თქვენ ამბობთ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, სწორედ, რომ ქოცური მენტალიტეტის მატარებელია და ეს ქოცური მენტალიტეტი თავის თავში მოიცავს, როგორც რუსთუმობას, ისე ოპორტუნიზმს ( მოკითხვა პრაფესორას) და კიდევ უამრავ მანკიერ მხარეს… და ყველაზე მთავარი ბრძენი ერი სინამდვილეში ბეცი ერია.
ახლა ვეცადოთ მოკლედ მიმოვიხილოთ, რამდენად შეეფერება - ეს ყველაფერი სიმართლეს.
ნამდვილად არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებსაც ქართველები განსაკუთრებით ნიჭიერი და ჭკვიანი ერი ჰგონია, პირიქით მე იმ მოსაზრებას ვიზიარებ, რომ ჩვენი მდგომარეობა აზროვნების მხრივ იმაზე უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე ქალი და მამაკაცის განყოფილება, სადაც ქეთათოს ძუძუებზე მიერთებული ხერხდება მაგ განყოფილების შენარჩუნება.
არც ნიჭის არაფერი გვცხია. მაგაში დასარწმუნებლად საკმარისია სეტანტა სპორტზე უყუროთ ფეხბურთს ქართველი კომენტატორების გახმოვანებით და მერწმუნეთ რამოდენიმე დღეში თურქული სერიალები უფრო დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ, ვიდრე მაგათი წაყვანილ ფეხბურთის თამაშის ყურება. შეიძლება შეგაძულონ კიდეც ფეხბურთი. ასე რომ, ნამდვილად გვაქვს პრობლემები, როგორც აზროვნების კუთხით ისე ნიჭიერების მხრივ და სამუშაო ძალიან ბევრია მაგ მხრივ, მაგრამ ქოცების პარპაში მთავარი დამნაშავე არსებული ოპოზიციური სპექტრია და არა მოსახლეობა და ამ ყველაფერს რამოდენიმე არგუმენტით დავასაბუთებ.
ყველას გვახსოვს გავრილოვის ტრაგიკული ღამე. ძალიან კარგი მაგალითია გავრილოვის ღამე. ერის უმრავლესობა ან თუნდაც 45 პროცენტი მაინც იყოს გამოკვეთილი რუსეთუმე ამდენი ხალხი არ გამოვიდოდა ქუჩაში და ლამის რევოლოციას არ მოახდენდა. სწორედ, მაშინ შეშინდა ბიძინა და ეგრევე დატკბა და ისეთ დათმობებზე წავიდა, არავის რომ არ უთხოვია. მაგრამ შემდეგ ტრადიციულად ყველაფერი გააფუჭა ოპოზიციამ, რომელმაც ჯგუფი სახეს სიმღერა ახლა შენი დროა გაიხსენა და არიქა- ჩვენი დრო მოვიდაო დაიწყო რადიკალიზმის დემონსტრირება. რაც საბოლოოდ დამთავრდა ტრაგედიით და ოპოზიციის და ქვეყნის მორიგი მარცხით, ხოლო ჭორვილამ კვლავ შეძლო 22:00 საათზე დაძინება და პინგვინა მინისტრების ჩუქება.
გავიხსენოთ ასევე ევროკავშირში მიღების მხარდამჭერი აქცია, სადაც ძალიან ბევრი ხალხი იდგა. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ხალხის უმრავლესობა ევროპული კურსის მომხრეა.
ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, დაიარეთ უნივერისტეტები და სკოლები, სადაც ნახავთ, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა სწორედ რომ დასავლური კურსის ერთგული. ერთადერთი, როდესაც თავიდან ალტა ინფ გამოვიდა ასპარეზზე ბევრმა ქალებში ხელომოცარულმა ბიჭებმა და ქართველობას გვართმევენ სასტავმა იფიქრა ახალი ძალა გამოჩნდაო და წამოეგენ, მაგრამ შემდეგ, როდესაც გაირკვა თუ რა ხალხია ალტა ინფოს სასტავი, ასევე ბევრმა აქცია ზურგი.
ისევე, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის უმრავლესობა ქვეყნებში რუსეთუმე სასტავია ძირითადად 55+ ხალხი, თუმცა არც მანდ აქვთ აბსოლიტური უმრავლესობა.
რაც შეეხება ბეცია თუ არა ბრძენი ერი - რა თქმა უნდა აზროვნების მხრივ სავალალო სიტუაცია ერში და სამწუხაროდ ყოველთვის ეგრე იყო, თუმცა არც ისე ცუდადაა საქმე ქოცები რომ მოსწონდეს მასიურად ერს და ფიქრობდნენ რა მაგარი ქვეყანა ააშენესო…
რეალურად ქოცებს ძალიან ცოტა მხარდამჭერი ჰყავს და ასევე უფრო ცოტა გულმხურვალე მომხრე.
ხოდა, აბა ისმის კითხვა თუ რატომ იგებს - ეს ქოცები არჩევნებს? დაგინებული აქვს ხალხს თუ რა ხდება?
სამწუხაროდ, პრობლემა არის ოპოზიციაში, რომელიც არ იძლევა იმედს და პირიქით უფრო და უფრო აძულებს ხალხს თავს.
აქამდე თუ მოვიდნენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები - დაიწყებენ ტრადიციულ კბილის ღრენჭვას და ძახილს - ქოცია, ქოცი!... ოპოზიციის კრიტიკა ქოცების და რუსეთის ნარატივია, ხოდა სატურნიც სულ რომ მაგარ ფართიზე იყოს გამოიქცევა ბანის დასადებად.
მესმის, რომ არ გჯერათ და მართლა ტყუილი გგონიათ ის თეორია, ნაცები ქოცებს აცოცხლებენ რომ გაიძახის ბევრი , მაგრამ სამწუხაროდ სიმართლეა.
ხალხის ფსიქოლოგია არის ეგეთი. არ არის ოპტიმიზმი ? არც ცვლილებებისთვის იწუხებს ხალხი თავს.
მაგალითად, ადამიანს რომელიც ზედმეტი წონა აწუხებს თუ ეტყვი რომ მხოლოდ ორ კგ დაიკლებს ერთ წელიწადში და ეგ ორი კგ ცოტათი გაუმჯობესებს მის ცხოვრებას, მაშინ ის არ იტყვის უარს ცხოვრების წესზე და არ დაიწყებს სწორ კვებას და ვარჯიშს. სამაგიეროდ, როდესაც ეუბნები რომ დაიკლებს ბევრს და მისი სხეული საპირისპირო სქესთან წარმატების მიღწევაში დაეხმარება, გაცილებით იზრდება შანსები შეცვალოს ცხოვრების სტილი.
უამრავი წიგნი არსებობს პოლიტიკაზე და ასევე იმაზე თუ როგორ იღებს გადაწყვეტილებას ესა თუ ის ამომრჩეველი.
ვერსად ვერ ნახავ ქვეყანას,სადაც ამომრჩეველთა უმრავლესობა არჩევანს აკეთებს ცივი და პრაგმატული გონებით, ძირითადად ამომრჩეველი ემოციების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას. ეგ იცოდნენ ჯერ კიდევ ძველ რომში და იმიტომ დადიოდნენ ქუჩაში მომავალო სენატორები და მაგიტომ ფასობდა ორატორობა…
ამ დროს რას აკეთებთ თქვენ გარდა იმისა, რომ არ იძლევით ოპტიმიზმის საფუძველს - ხალხს უფრო აძულებთ თავს?
მაგალითი არის აგერ ფორუმი, სადაც განსხვავებული აზრი აღიქმება ეგრევე მტრულად, ქოცურ- რუსული იდეოლოგიის მატარებლად… რაც,რა თქმა უნდა გაღიზიანებას იწვევს ადამიანებში.
ამას დამატებული, თუ ადამიანს, თურმე ეჭვი ეპარება მიშას და ნაცების თეორიებში ის გახლავთ რუსი ორკი და საერთოდ თუ ნაცებს არ ხაზავ ბნელი და დაბალი ინტელექტის პატრონი ბრძანდები.
ასეთი, რეკლამებით ვერცერთ ქვეყანაში ვერ გადაიბირებ ამომრჩეველს, ხოლო პირიქით ანტირეკლამას გაუკეთებ საკუთარ პარტიას.
ადამიანების უმრავლესობას გვიჭირს ემოციების კონტროლი და პრაგმატული და ცივი გონებით აზროვნება. ხოდა, როდესაც 24/7 ლანძღავ იმ ხალხს, რომელთა გადმობირებაზე უნდა მუშაობდეს პარტია და მისი ამომრჩეველი, რა თქმა უნდა - ეგ ადამიანები გაუშვებენ ნაციონალურ მოძრაობას სამ ასოზე….
არადა, საქართველოში გადამწყვეტი ხმა ეკუთვნის იმ ხალხს, რომლებიც არ არიან ქოცების მხარდამჭერები, თუმცა ორჭოფობენ მისცენ თუ არა ხმა ნაციონალურ მოძრაობას და როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და პარტიის წევრები იმდენს აკეთებენ მაგ ხალხს იშორებენ თავიდან და უფრო უღვივებენ ზიზღს…
აგერ ბატონო, ჩემს თავზე გამოვცადე. დავიწყე ახალი ნიკით პოსტვა და ერთი საბჭოთა კავშირის დაშლა არ დაუბრალებიათ ჩემთვის, თორემ სხვა ყველაფერი დამაბრალეს.
ზოგმა ვიღაც ქოცის ალტერი ხარო, ზოგმაც კოკას გაძლიერებული ტროლი ხარო, არადა ხომ მარტივი, მართლა ეგრე რომ იყოს სატურნი არ გამახარებდა. ტიპი, ისეთი მოხიდნილია გამარჯობა როგორ ხარო რომ უთხრა ბანს დაგადებს და მიაწერს რუსული პროპაგანდა და პროვოკაცია))) გამარჯობა როგორ ხარ იმიტომ მკითხე თუ გიპასუხებ კარგად ვარო, მაშინ მეტყოდი უეჭველი ქოცი ხარ აბა ასეთ დროს კარგად როგორ ხარო? ხოლო თუ გეტყოდი ისე რაო, ესეიგი ისევ ქოცი ხარ და შენს არც ისე კარგად ყოფნას ნაცებს აბრალებო ))) მოკლედ, შარს მოგდობს ტიპი და წარმოიდგინეთ, მართლა რომ ტროლი ვიყო კოკას კანტორის სამუდამო ბანების ნავსაყუდელში არ გამიშვებდა?
მაგრამ, იმდენად წარმოუდგენელია თქვენთვის ქოცები სძულდეს ადამიანს და ამ დროს სექტანტი ნაცი არ იყოს, რომ ყველგან ქოცები და ტროლები გელანდებათ.
იმასაც ვერ ხვდებით, რომ ქოცებმა სპეციალურად შემოგიგზავნეს ტროლები, რომლებიც ნაცობას იბრალებენ და მაქსიმალურად დისკრედიტაციას ახდენენ ნაცების.
ზაქარეიშვილი ხომ გახსოვთ ვისი ადვოკატი იყო? როგორ ნაცობდა ერთ დროს და როგორი რადიკალი იყო? მაგრამ სინამდვილეში როგორი ბოზი აღმოჩნდა ხომ ყველა ვხედავთ.
იგვე ხდება ფორუმზე ბევრი იბრალებს ნაცობას და არაადეკვატური პოსტებით ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი წაგართვათ.
ამ განყოფილებაში ვიცოდი, რომ ასე იყო ხან ქოცობას გაბრალებენ, ხან ტროლობას და ყველას თუ აყევი არც ნერვები გეყოფა და არც მოთმინება… მაგრამ ჩემთვის ბოლო წვეთი იყო რუსთუმობის დაბრალება, მიუხედავად იმისა, რომ ანალოგიური აკადრეს დიდგორას, ბიჭურს და თოლორდავას, არადა თოლორდავამ რა თქვა ცუდი? ტიპი, რაც მახსოვს სულ გულანთებული ნაცი იყო, მაგრამ მიშა გააკრიტიკა იმის გამო, რომ მიშამ ქართულად არ ისაუბრა და უკრაინელი ვარო ლამის დაიგინა.
აბსოლიტურად მართალი თქვა თოლორდავამ და პატივისცემა ჩემგან! ეგრე არ შეიძლება. ლიდერები და ზრდასრული ხალხი არ იქცევა ეგრე!
სამწუხაროდ, სექტამ ისევ გაამართლა, კაცო დედაც რომ გვაგინოს ეგეც მოსულაო)))
შემდეგ თოლორდავას შედგნენ სიმართლის თქმის გამო, ხოდა მეც ამომასხა, როდესაც რუსეთთან კავშირი დამდეს ბრალია, მე ადამიანს რომელმაც უამრავი მეგობარი დაკარგა ღრუსებთან ომში და თავად იბრძოდა ყველა ფრონტზე, რაც კი შესაძლებელია…
კიდევ შევიკავე თავი, რადგან ქალები იყვნენ ცილისმწამებლები და მაქსიმალურად ვეცადე კორექტური ვყოფილიყავი, მაგრამ მაინც რთულია, როგორც თავში აღვნიშნე ემოციების მოთოკვა…
ხოდა, იმ დღეს არჩევნები რომ ყოფილიყო სამუდამოდ ნახუიზე გავუშვებდი ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ შემდეგ როდესაც დავწყნარდი, ისევ იგივე აზრზე დავრჩი - ქოცობა უნდა დასრულდეს!
ხოდა, არ მიკვირს ხალხს რომ ნაცობა სძულს და ხშირად ეგ ზიზღი ირაციონალურში გადადის.
ყველაფერს აპატიებდა ხალხი ნაცებს , თავად ნაცებს რომ გადაედგათ ნაბიჯი შერიგებისკენ, მაგრამ ამ დროს რა ხდება- იმის ნაცვლად რომ რაც მიჰქარეს აღიარონ, პირიქით ამაყობენ კიდეც და ხალხს აბრალებენ: კარგ საქმეებს ჩავდიოდით და თქვენ უბრალოდ რუსეთის პროვოკაციებს დაუჯერეთო.
ნაცების ლოგიკით, თურმე 7 ნოემბერს იმიტომ გამოვიდა ხალხი გრუზინულ მენტალიტეტს ართმევდნენ ნაცები ხოლო ხალხმა არ დათმო… არადა, 7 ნოემბერს ხალხი გამოვიდა პრობლემების და უსამართლობის გასაპროტესტებლად! რა თქმა უნდა, იქ იყო გარკვეული ჯგუფი, რომლებიც რუსეთიდან იმართებოდნენ ( ზოგიერთ პოლიტიკოს ვგულისხმობ), მაგრამ ხალხის პროტესტი იყო სამართლიანი და ნაცვლად შეცდომების აღიარებისა დღემდე აგრძელებენ მაგ ხალხის გაშავებას.
ნაცების ლოგიკით აგვისტოს ომში მიშამ მაქსიმუმი გააკეთა და თუ გააკრიტიკებ ხარ რუსეთუმე, არადა მარტივი კითხვა დავსვი ადრე თუ რატომ არსად არ თქვა მიშამ ან რომელიმე მთავრობის წევრმა ჩვენი ჯარი იმიტომ შედის ცხინვალში და გადადის სეპარატისტების კონტროლილებად ტერიტორიებზე რუსეთიდან მოდის ჯარი და უნდა შევაჩეროთო, არადა ყველას გვახსოვს თუ როგორ გაიძახოდა ნაცების მინისტრები - არიქა რუსეთსსც მობეზრდა სეპარატისტების რჩენაო )))) აღარაფერს ვამბობ რამდენი შეცდომა იყო დაშვებული სამხედრო კუთხით, მაგრამ ამაზე ვინმეს უთქვამს რამე?
პირიქით, ისე გვატენიან მაგ ომს თითქოს მოგვეგო…
მოკლედ, აუცილებელია მაგ თემაზე საუბრები, იქნება ჩვენ ვცდებით და მართლა მაქსიმუმი გააკეთა მიშამ.
ნაცების მორალით თურმე მოსულა ხალხის ხოცვა და ციხეში წამება, რადგან სხვანაირად ვერ დამარცხდებოდა კრიმინალი ))) მერაბიშვილი და ახალაია გმირები არიან ძმაო და პირიქით ხელს გულზე უნდა ვატაროთ, ხოლო გვირგვლიანი არ იყო კაცურ პონტში მართალი და ის გელბახიანი საცემი იყო, რადგან ცუდად შეეხო ჩასტზე მიშას )))
მოკლედ, აღარ გავაგრძელებ იმ მარაზმს რასაც სექტანტები გაიძახიან…
არადა, მიშა სწორედ მაგ ხალხმა დაღუპა მაშინ და ახლაც ეგენი ღუპავენ.
მოკლედ, საკმარისი იყო ცოტათი მაინც სინანულის გრძნობის გაღვიძება და ხალხთან ნორმალურ ფორმატში დიალოგის წარმართვა, რომ ნაცების მიმართ ისევ ნდობა დაუბრუნდებოდა მოსახლეობას.
თანაფორუმელებო, ისეთ სპორტის სახეობებში,სადაც მსაჯების გადაწყვეტილებაზე მიდის საქმე - მსაჯები ტიტულზე პრეტენდენტებს სთხოვენ ერთი თავით მაღლა იდგნენ ჩემპიონზე, სხვა შემთხვევაში ჩემპიონს რჩება ქამარი მაგალითად გამოდგება MMA და კრივი, ხოდა ნაცების და ქოცების შერკინებაში, რადგან ნაცები არიან პრეტენდენტები მსჯები, ანუ მოსახლეობა ითხოვს დიდ სხვაობის ჩვენებას ოპოზიციას და პოზიციას შორის. სამწუხაროდ, ნაცები ქოცებზე უპირატესობა მხოლოდ იმაში აქვთ, რომ ერთ დროს, ბევრი კარგი საქმე გააკეთეს ქვეყნისთვის, თორემ სხვა მხრივ დღეს გინდა მორალურად ისე ინტელექტუალურად სად ხედავთ დიდ სხვაობას?
ტიპებმა პარტია ჩააბარეს არ შემდგარ ქუჩის ბიჭს მელიას, რომელსაც ბოლოს ისე გაუტკბა პარტიის თავმჯდომარის სავარძელი მიშაც დაიკიდა.
ახლა პარტიას აბარებენ ხაბეიშვილს, რომელიც არის 30+ გადაცილებული კმარას აქტივისტი, რომლის უკან დგანან ვანო და კეზერა )))
თან ის კეზერა ხაბემ რომ სულ ბიძინას ნაპარნიკი და ქოცი ეძახა და მერე უკვე ქოცებთან მებრძოლ რაინდად შერაცხა.
ამაზე ხმას ამოიღებ და ერთმა სექტანტებმა ასე გაამართლა - კაცო ქოცებს უარესი ხალხი ჰყავსო, ანუ ქოცებს თუ უარეს ჰყავთ მოსულა ნებისმიერი ტიპს ანდონ პარტია და იმით დავინშვიდოთ თავი - ქოცებს უარესი ჰყავსო?
ხოდა, მერე რომ ვაგებთ არჩევნებს ქოცებთან, ნუღარ გვიკვირს!
კიდევ ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ მოდი გვეყო და ახლა იმას ჩამოვწერ თუ რა უნდა ჰქნას ნაციონალურმა მოძრაობამ და ზოგადად ოპოზიციამ - ასევე რა უნდა გააკეთოს ენემს მხარდამჭერებმა.
პირველ რიგში საჭიროა წარსულის გამო სინანულის გრძნობის გაღვიძება! განსხვავებული აზრის პატივისცემა და ნორმალური დებატების წარმართვა.
ერის ლანძღავის და ზემოდან ყურების დამთავრება. პასუხისმგებლობის აღება და შეცდომების აღიარება.
თეა თუთბერიძე და მსგავსი სასტავის სამუდამოდ მოშორება.
ვანოს, კეზერაშვილის და სხვების, რომელთა რეაბილიტაცია არ გამოვა პარტიდან გაშვება და ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა .
მეტი ახალი სახეების წამოწევა წინა პლანზე, რომლებიც არ ასოცირდებიან სისხლიან ცხრა წელთან .
ორმაგი სტანდარტების დასრულება.
ნორმალური საარჩევნო პროგრამის შექმნა. პროდასავლურ ძალებთან გაერთიანება და პირობის დადება, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს პირველი იქნება რაც ქვეყანას აჩუქებენ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
ყველა რეგიონში ჩასვლა და მოსახლეობასთან ყოველდღე შეხვედრები. აგრესიული და ულტიმატუმებით საუბრების დასრულება.
პოლარიზაციის დასასრულებლად გადადგმა ნაბიჯების- კერძოდ უნდა გამოვიდნენ ენემს ლიდერები და თქვან - ქვეყნის ევროპული მომავლისთვის გამო პირად ინტერესებს დებენ გვერდით და აპირებენ ოცნებასთან თანამშროლმობას.
ამ სვლის შემთხვევაში ქოცებს უსპუბენ ნაცები გვიშლიან ევროპაში შესვლის არგუმენტს, თუ უარს იტყვიან ძალიან დიდ კოზირს იღებს ნაციონალური მორაობა.
თავის დროზე მიშელის დოკუმენტზე დროულად რომ მოეწერათ ხელი ქოცებს ბევრი რამ შეეტებებოდათ.
მიშას გადასარჩენად მოსახლეობის დარაზმა, ოღონდ ეს უნდა მოხდეს არა ულტიმატუმებით და პუტინის პირადი პატიმარია ძახილით, არამედ თხოვნით!
თავად მიშამ უნდა იპოვოს ძალა და აჩვენოს ციხიდან თავის ქარიზმა…
ამ ყველაფრის შემდეგ თუ კიდევ ქოცობას აირჩევს ხალხი, მაშინ უარს ვამბობთ ქართველობაზე და სულაც სომალის მოქალაქე ვხვდებით.
მე მჯერა, რომ თუ ასე მოიქცევა ნაციონალური მორაობა დასრულდება ქოცობა, თუ გააგრძელებთ საკუთარი ამომრჩევლის ლანძღავს და ყველაფრის დაბრალებას , საბოლოოდ საპინგვინეს მივიღებთ!
|