#54213195 · 12 Feb 2019, 18:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით,
სამწუხაროდ, ვერ მივაგენი საერთო თემას მუხლის ტკივილთან დაკავშირებით, სადაც კითხვის დასმამდე ვიპოვიდი პასუხს. თუ არის ამ საკითხზე გაშლილი თემა, დამაკვალიანეთ.
მანამდე აქ ვიკითხავ.
დაახლოებით სამი კვირაა დროგამოშვებით, ძირითადად საღამოობით წამოწოლილ მდგომარეობაში მაქვს მოვლითი, ყრუ ტკივილები მარჯვენა მუხლის არეში, რომელიც, როგორც ვგრძნობ მუხლს გადაეცემა ბარძაყის ნაწილიდან(არ ვიცი რამდენად სწორად ვხსნი), რადგან ვგრძნობ, თითქოს ტკივილი მოძრაობს ზემოდან მუხლის მიმართულებით.
ეს ტკივილი მწვავდება საჭესთან ჯდომის დროს. დასავლეთისკენ რიკოთამდე მივედი და შემდეგ უკვე იმდენად მტკიოდა, ვეღარ გავაგრძელე მართვა. ტკივილი არ არის წერტილოვანი და ზუსტად აგიხსნით, ჰგავს დიდი ხნის სიარულის შემდეგ ძალიან დაღლილზე მუხლებში განსხვავებულ ტკივილს რომ გრძნობ. გარდა ამისა, მსიამოვნებს ფეხის კარგად გაჭიმვა.
არ ვიცი ამასთან კავშირში რამდენადაა, მაგრამ გარკვეულ პოზიციებში, მოკეცილ მდგომარეობაში მუხლის მარჯვენა ნაწილი მტკივა, ოღონდ ეს ტკივილი არის ჩვეულებრივი :დ ანუ, ძვლის ტკივილია რა.
არც ერთი ეს მოვლენა მარცხენა ფეხზე არ მაქვს.
თუ გქონიათ მსგავსი გამოცდილება, არ თუ გაქვთ ინფორმაცია რა შეიძლება იყოს, ვის შეიძლება მივმართო და ა.შ. მივიღებ რჩევებს!
|