#54428916 · 27 Mar 2019, 22:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Aleko21cm უნდა გააკეთო შტოიერერქლერუნგი. კონკრეტულად კი იარესაბშლუსი (იდეაში). ამისთვის უნდა ან მიხვიდე ფინანსამტში ფორმლარების წამოსაღებად, ან ონლაინ გადმოტვირთო და მერე გაუგზავნო ამობეჭდილ-შევსებული, ან www.elster.de-ზე უნდა გქონდეს აკაუნტი. აკაუნტის შესაქმნელად საჭიროა გერმანული მისამართი (რაც ალბათ აღარ გაქვს), რომ შენი აიდი გამოგიგზავნონ და მეილი, სადაც გასაღებ ფაილს გამოგიგზავნიან, რომელსაც კომპიუტერში შეინახავ და პორტალზე ყოველ შესვლაზე ატვირთავ. ან ბუღალტერს უნდა მიმართო დასახმარებლად. ნაცნობობით და კერძოდ წლის ერქლერუნგი შეიძლება 100 ევროდაც გაგიკეთოს ვინმემ. მე მინიმუმ ათას ევროს მთხოვენ. ასე რომ, არაა 100 ევრო ძალიან ნორმალურია... თუ გერმანიაში აღარ ბრუნდები, შტოიერის გარდა შეგიძლია რენტენფერზიხერუნგიც დაიბრუნო, ოღონდ ამისთვის მგონი 2 წელი უნდა გავიდეს.
--------------------
მაზოხისტ იუზერს სადისტი მოდერი შეუქმნის ინტიმურ გარემოს რა პრობლემაა? © გუბაზიანი
|