
ბბბ
ეს თემა პოლიტიკურია დაწყებული იმით, რომ საქართველოს ჯერ კიდევ შევარდნაძის ეპოქიდან დაწესებული აქვს საერთაშორისო ქვეტები, რომლის მიხედვითაც გვეკრძალება გვქონდეს 200-ზე მეტი ტანკი. ეს მაშინ, როცა;
1. ჩვენს მეზობელ რუსეთს აქვს 15 398 ტანკი
http://www.globalfirepower.com/country-mil...untry_id=russia,
2. თურქეთს 3778 ტანკი
http://www.globalfirepower.com/country-mil...untry_id=turkey3. აზერბაიჯანს 314 ტანკი
http://www.globalfirepower.com/country-mil...y_id=azerbaijan4. სომხეთს მართალია 166 ტანკი ჰყავს, მაგრამ სომხეთში ასევე დგას რუსეთის ჯარი
http://www.globalfirepower.com/country-mil...ntry_id=armeniaასე რომ საქართველო ჯავშან ტექნიკის თვალსაზრისით სრულიად დაუცველია. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ეს პრობლემა მოვაგვაროთ ქართული სამამულო წარმოების 120 ცალი ბაყ-ბატ ტ2 სუპრმძიმე ტანკის აგების გზით. როგორც მოგეხსენებათ სუპერმძიმე ტანკად ითვლება 200 ტონაზე უფრო მეტი მასის მქონე ტანკი. მაგრამ სუპერმძიმე ტანკი გღემდე ვერცერთმა ქვეყანამ ვერ ააგო. ამისი რამდენიმე მიზეზია, მაგრამ ის მიზეზები, რომელმაც მაგალითად ჰიტლერსაც კი ააღებინა ხელი 35 მეტრის სიგრძის სუპერმძიმე ტანკის „ვირთხის“ აგებაზე,
https://www.google.ge/search?q=tank+ratte&e...1y93fLVjWmuQ%3Dსაქართველოს შემთხვევაში არ წარმოადგენს შეფერხებას.
სუპერმძიმე ტანკი მოუხერხებელია შემდეგი მიზეზების გამო.
1. სუპერმძიმე ტანკი არ არის განსაზღვრული მასობრივი წარმოებისათვის. ერთი-ორი ეგზემპლარის აგება კი გაცილებით უფრო ძვირი ჯდება. თანამედროვე მძიმე ან საშუალო ტანკიც კი ორიდან 10 მილიონ დოლარამდე ღირს. ჩვენ დავიანგარიშეთ და შეგვიძლია სამამულო წარმოების სუპერმძიმე ტანკი ავაგოთ უფრო იაფად ვიდრე რუსული არმატა, ამერიკული აბრამსი, ებრაული მერკავა, გერმანული ლეოპარდი ან თურქული ალტაი ჯდება. თანაც ლაპარაკია 120 ქართული ტ 2-ის აგებაზე. რაც უკვე მასობრივი წარმოებაა. მასობრივობა საქართველოს შემთხვევაში შეზღუდულია ჩვენთვის დაწესებული საერთაშორისო ქვოტებით. ე. ი. ჩვენ გვჭირდება ხარისხობრივად უკეთესი ტანკი, რომელიც მოიგერიაბდა შესაძლო მტრის ჭარბ ძალებს.
2. სუპერ მძიმე ტანკის შემდეგი პრობლემაა მისი ტრანსპორტირება. სუპერმძიმე ტანკი ვერ გადის გვირაბებში, იგი თავისი წონით ანგრევს ხიდებს და ვერ გადალახავს ღრმა წყალს. ჩვენ ტ-2 ტანკი გვჭირდება არა აგრესიისთვის, არამედ საკუთარი ტერიტორიის დასაცავად. საქართველოში შავი ზღვის გარდა არ არსებობს არცერთი ისრეთი ღრმა მდინარე ან ტბა, რომელსაც ტ-2 თავისი სვლით ვერ გაივლის. ამიტომ ჩვენ სუპერმძიმე ტანკს არ დასჭირდება ხიდებზე გავლა.
3. სუპერმძიმე ტანკის შემდეგი პრობლემა არის ის, რომ თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო იარაღით შესაძლებელია ისეთი ჯავშნის გარღვევაც კი როგორიც ჰიტლერის ვირთხას ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ტ 2-ს მიუხედავად იმისა რომ უფრო მციმე ზომისა არის აქვს 3 მეტრის სისქის კომპოზიტური ჯავშანი. ეს გერმანულ სუპერ ტანკის ჯავშანსაც კი 5-ჯერ აღემატება.
4. სუპერმძიმე ტანკისათვის უკვე მეორე მსოფლიო ომის დროს იყო საშიში ავიაცია, მაგრამ ჩვენი ტ-2-ის უცნაური კონსტრუქცია სწორედ საავიაციო მძიმე ბობ,მებისა და რაკეტების საწინააღმდეგოდ არის მოგონილი.
მაშ ასე რას წარმოადგენს ქართული სუპერმძიმე ტანკი ბაყ-ბაყ ტ-2?
ტ-2 წარმოადგენს 10 მეტრის სიგრძისა და სიგანის მქონე კვადრატს. ეს ფორმა იდეალურია ორი მთავარი მოსაზრებით. ასეთ შემთხვევში შესაძლებელია მაქსიმალურად დიდი ფართობის მუხლუხების გაკეთება. მუხლუხების საერთო შემხები ფართობი გრუმტან შეადგენს 90 კვადრატულ მეტრს. აქედან გამომდინარე მეორე უპირატესობა კი ის გახლავთ რომ ეს შესაძლებლობას იძლევა მაქსიმალურად დაიჯავშნოს ტანკი საჰაერო დარტყმების საწინააღმდეგოდ. ტ 2-ის სიმაღლე 16 მეტრია.
ტ 2-ს აქვს სამი კოშკი (БАШНИЯ) და ისინი განლაგებულნი არიან ახალი კონცეფციით. სამივე კოშკი ბრუნავს სამგანზომილებიან და არა კლასიკურ ორგანზომილებიან სივრცეში.
ტ-2 ის დიდი კოშკი ემსახურება 280 მილიმეტრიან საზღვა ქვემეხს, რომელიც ჭურვებს ისვრის 70 კილომეტრის მანძილზე. 280 მილიმეტრიანი კალიბრის ჭურვს ვერ გაუძლებს ვერცერთი ამერიკული რუსული ან ებრაული ტანკი. იმავდროულად არცერტ ამ ტანკს არ შეუძლია ტ-2 ის 3 მეტრიანი კომპოზიტური ჯავშნის გარღვევა.
ტ 2-ს მეორე და მესამე ზემომდებარე ტყუპი კოშკი შეიარაღებული 105 მილიმეტრის კალიბრის ექვსლულიანი საზენიტო სწრაფმსროლი ქვემეხებით. ეს ქვემეხები გათვალისწინებული უმთავრესად ავიაციისა და რაკეტების მოსაგერიებლად, მაგრამ ამ ქვემეხებით ასევ წარმატებით შეიძლება მოწინააღმდეგის ნებისმიერი ჯავშანტექნიკისა და ცოცხალი ძალის მოსპობა.
ტ 2-ის მასა შეადგენს 2500 ტონას, რაც უმთავრესად დათმობილი აქვს ჯავშანს. უცხოური ტანკების მაგალითად აბრამსის კომპოზიტური ჯავშანი მკაცრად არის გასაიდუმლებული, მაგრამ ტ-2-ის ჯავშანი არ წარმოადგენს საიდუმლოს. იგი შედგება ფოლადისა, რეზინისა, არმირებული ჩვეულებრივი გრანიტისაგან და რადიაციის საწინააღმდეგო ტყვიისგან. თუ ბიჭები არიან სცადონ ამ ჯავშანის გარღვევა. ტ-2 გაუძლებს ატომურ ბომბსაც.
ტ 2-ს არა აქვს ტრანსმისია. მუხლუხებს ამოძრავებს 20 ათასი კილოვატის საერთო სიმძლავრის ელექტროძრავები და ყველა მუხლუხი ავტონომიურია. ელექტრო ენერგია მიიღება ტურბორეაქტიული ძრავით აღძრული ელექტროგენერატორისგან. ტ 2 მიუხედავად დიდი მასისა გადაადგილდება 25 კილომეტრის სისწრაფით საათში. თუმცა იგი არ არის გამიზნული სწრაფი მანევრირებისათვის. იგი უფრო სტაციონარული აგრეგატია და მანევრირება კომპენსირებული შორსმსროლელი არტილერიით.
ტ 2-ს ეკიპაჟი შედგება მხოლოდ 5 კაციანი ბრიგადისგან.
პროექტი ტ 2 აღარ არის გასაიდუმლებული იმიტომ რომ ჩვენ უკვე განვიხილავთ უკეთეს პროექტ ტ3-ს. ტ3 არის გასაიდუმლოებული.
This post has been edited by mtavrishvili on 23 Oct 2015, 19:20
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili