შაბათს სტოკჰოლმში ყურანის დაწვამ დიდი ხმაური გამოიწვია მთელ მსოფლიოში.
შვედმა თუ დანიელმა აქტივისტმა ვინმე რასმუს პალუდანმა შვედეთში თურქეთის საელჩოს წინ საჯაროდ დაწვა ყურანი
მანამდე აქტივისტებმა ერდოგანის მანეკენი ფეხებით ჩამოკიდეს, ამით შვედებმა ქურთებს მხარი დაუჭირეს
ნუ თურქები გაცოფებულები არიან , სამაგიეროს გადახდით იმუქრებიან
ასე მგონია, მშვიდ და ინტროვერტ შვედებს სულაც არ უნდათ ნატოში შესვლა , თურქებს აღიზიანებენ და ისინიც დაბლოკავენ ნატოში შვედეთის მიღებას
თურქები ისედაც ალმაცერად უყურებდნენ ფინეთის და შვედეთის გაწევრიანებას ნატოში, აქაოდა ქურთ ტერორისტები შეიფარეს შვედებმა და თურქეთის მოთხოვნა, გადმოგვეცით ეგ ტერორისტები , ფინელებმა და შვედებმა დაიკიდეს
ახლა უფრო გართულდება სიტუაცია
თურქეთის სახელმწიფო მედიაში დიდია ხანია დომინირებს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი, რამდენიმე არაბული ქვეყანა გმობს ამ ნაბიჯს.
ავღანეთის თალიბანის რეჟიმი შვედეთის მთავრობას რასმუს პალუდანის დასჯისკენ მოუწოდებს.
საღამოს ასობით ადამიანი შეიკრიბა ანკარაში შვედეთის საელჩოსთან და სტამბოლში საკონსულოსთან, რათა პროტესტი გამოეხატათ, აქციის მონაწილეებმა შვედეთის დროშას ცეცხლი წაუკიდეს.
წყარო შვედური საიტი
https://www.aftonbladet.se/nyheter/a/8J9rVA...lev-varldsnyhethttps://tv.aftonbladet.se/video/351507/dock...-detta-har-hant
This post has been edited by tintoreto on 22 Jan 2023, 21:31
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი