კახა შარტავა პოლიტიკაში ბრუნდება - გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მან პირადად სთხოვა კახა შარტავას სათავეში ჩაუდგეს პარტას „ქართულისთვის ერთად“, რაზეც შარტავამ თანხმობა განაცხადა.
„ხალხს სჭირდება სიცხადე. ჩვენ როგორც ახალი ძალა ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე. დადგა აუცილებლობა მაქსიმალურად გავაძლიეროთ ოპოზიცია და სიმტკიცე შევძინოთ ჩვენი ერთობით. ჩვენ გვაერთიანებს ერთიანი პოლიტიკური ხედვა, როგორც საშიანო ისე საგარეო მიმართულებით.
ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ერთსულოვნება. ბატონმა კახამ ქვეყნის უახლოესი ისტორიის ურთულეს დროს ჩამოაყალიბა "ეროვნული ფორუმი" პარტია რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა ჩვენ ქვეყანაში.
მინდა გითხრათ, რომ პირადად ჩემი და მთელი გუნდის სახელით ვთხოვე მას სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ რომ მან თანხმობა განაცხადა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
https://bm.ge/ka/article/kaxa-shartava-poli...-brundeba/18847

რეზო შავიშვილიც დაკარგული იყო
This post has been edited by SPLIYVI on 11 Feb 2023, 00:28