#60067291 · 2 Feb 2023, 20:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა მეგობრებო,
არ დამძრახოთ თუ თემა არასწორ ადგილას გავხსენი, მაგრამ ვფიქრობ რომ ყველაზე სწორი ადგილი ესაა, თუ არა და move.
მოკლედ მყავს Jeep Cherokee Trailhawk (3.2 V6 ბენზინის ძრავი) 2015 წლიანი. მანქანას დააახლოებით 6 თვის წინ დაემართა პერებოი პერევალზე, ჩავაქრე დავქოქე გავაგრძელე როგორც არაფერი, მას მერე პრობლემა თითქმის არ ქონია და ბოლო 1 თვეში აუყოლა და რა აუყოლა. პრობლემის კოდი არის P0302 - Misfire on 2nd Cylinder, ასევე პერიოდულად თავს იჩენს P2305 რომელსაც რეალურად P0302 იწვევს.
როგორც კი ვნახე ეს შეცდომები, ცილინდრზე წვის/აფეთქების პრობლემა დავიწყე სტანდარტულად, შევცვალე სვეჩები, მერე მივაყოლე ბაბინები, მერე ინჟექტორები.
პრობლემა კვლავ მაქვს, გამოვრიცხე ტაივანი, მაივანი, გადავანაცვლე, ორიგინალებიც დავაბრუნე, პარალელურად პრაოდკა და ელექტრული კვანძები გადამოწმდა, ძრავი შემოწმდა კომპრესიაზე და არსად პრობლემა არ აქვს, არც აკისლენია არანაირი არაფერი მოკლედ.
კოლექტორს მოვხსნი, ჩავატარებ მანიპულაციებს ან არა და ეგრევე დავაყენებ და პრობლემა აღარ აქვს, შეიძლება მერე 1 კვირა ვიარო და არც ჩეკი ამინთოს არც პერებოი დაეწყოს მერე ისევ, ოღონდ რაზე შვება მაგასაც ვერ ვხვდები. ცივზეც შვება ცხელზეც შვება.
ეხლა რასაც მეუბნებიან ერთი ვარიანტია კომპიუტერი აგზავნიდეს არასწორ სიგნალს და ნუ მერე თუ მაგანაც არ უშველა უკვე რა ვარიანტებია ვეღარც ვფიქრობ.
ვინმეს მსგავსი გამოცდილება ხომ არ გქონიათ და რა ვარიანტებია დარჩენილი?
ძრავში მექანიკურ პრობლემას გამოვრიცხავ ვინაიდან სტაბილურად სულ ექნებოდა.
--------------------
აქ იყო ჯაგა
|