#60080700 · 7 Feb 2023, 20:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ რაშია საქმე. მყავს გოლფ 5. აღარ ინთება მარცხენა სარკის ციმციმა. თავიდან გადამწვარი მეგონა, მაგრამ ერთ დღესაც შევამჩნიე, რომ დაუქოქავზე თურმე ინთება. ანუ ზამოკს რომ გავხსნი, ინთება. შევამოწმე ავარიულში ჩართვითაც და მარტო ციმციმას ჩართვითაც. ინთება ჩვეულებრივად. როცა დავქოქავ, უკვე ატრაკებს. ან საერთოდ არ ინთება, ან ხანდახან აანთებს ხოლმე და ისიც ოდნავ ბჟუტავს.
არავინ იცით კარგი ელექტრიკი? აქამდე ვისთანაც მივედი, ვერავინ ვერ დამეხმარა. ალბათ 10-15 ელექტრიკთან მაინც ვიყავი. ზოგმა არ მცალიაო, ზოგმა მაგას ვერ გავხსნიო, პლასტმასტჩიკი უნდაო, მე გამიტყდება ხუფიო. ზოგმა მაგას რა დაშლისო, ნახევარი საათი უნდაო. ზოგმა, შენ თუ დაშლი, მე შევხედავო. კაროჩე არავინ არ კიდებს ხელს, აზრზე არ არიან საერთოდ მაგ საქმის.
იქნებ იცით ვინმე პატიოსანი, მცოდნე ელექტრიკი, რომელსაც მართლა ესმის ელექტროობა და უბრალოდ არ ჰქვია ელექტრიკი.
|