გამოკითხულთა 87% მართლმადიდებელია, მათგან კი ეკლესიაში რეგულარულად მხოლოდ 1-13% დადის - NDI-ს კვლევაNDI-ს კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 87% ქართული მართლმადიდებლური რელიგიას მიაკუთვნებს, თავს 9% ისლამს, 1-1 სომხური სამოციქულო ეკლესიისა და კათოლიკური ეკლესიის აღმსარებელია, ხოლო 1% ამბობს, ხოლო 1% ამბობს, რომ არც ერთი რელიგიის აღმსარებელი არ არის.
აღსანიშნავია, რომ მორწმუნეთა 87%-დან ეკლესიაში რელიგიურ მსახურებებს ყოველდღიურად მხოლოდ 1% ესწრება, კვირაში ერთხელ 13%, ხოლოდ 11% საერთოდ არასდროს ესწრება. აქედან 25% მხოლოდ განსაკუთრებული რელიგიური დღესასწაულების დროს მიდის ეკლესიაში.
სააღდგომო საეკლესიო მსახურებას კი აღნიშნული 87%-იდან გამოკითხულთა 90% ესწრება, 10% კი - არა.
https://mtavari.tv/news/11722-gamokitkhulta...belia-matgan-ki---------------------------
გამოკითხულთა 76% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, 69% ნატოშიეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ( NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 76%-ისთვის ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია, ხოლო 69%-ისთვის ნატოში.
მოსაზრებას, რომ საქართველო მეტ სარგებეს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციით მიიღებს გამოკითხულთა 59% ეთანხმება, ხოლო 11% ეთანხმება, რომ მეტ სარგებელს მივიღებთ, თუ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციაზე უარს ვიტყვით და რუსეთთან უკეთეს ურთიერთობას ჩამოვაყალიბებთ. გამოკითხულთა 12% არცერთ მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 16% ამბობს, რომ არ იცის.
კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ 18-34 ასაკის კატეგორიაში გამოკითხულთა უმეტესობა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ იხება.
კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 1,550 ადამიანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩა. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
https://mtavari.tv/news/11721-gamokitkhulta...i-gacevrianebis---------------------------
ვისი დამსახურებაა კორონავირუსის დაბალი დონე ქვეყანაში - NDI-ს კვლევაNDI-ს კვლევის მიხედვით მოსახლეობის 66% მიიჩნევს, რომ ლუგარის ლაბორატორიის ქვეყანაში არსებობა ხელს უშლის კორონავირუსის გავრცელებას, 4% კი მიიჩნევს, რომ პირიქით - ხელს უწყობს. გამოკითხულთა 6%-ს კი ლუგარის ლაბორატორიის შესახებ არც კი სმენია.
ამავდროულად, მოსახლეობის 73% ფიქრობს, რომ პანდემიის დაბალი მაჩვენებელი ქვეყანაში ძირითადად ექიმებისა და მთავრობის გადადგმული სწორი ნაბიჯების დამსახურებაა, 17%-ის მოსაზრებით ეს ერის გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა.
კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოკითხულთა ყველაზე დიდი 30% მიიჩნევს, რომ ის ლაბორატორიაში შეიქმნა დ მიზანმიმართულად გავრცელდა, 22%-ის მოსაზრებით ვირუსი ლაბორატორიიდან შემთხვევით გავრცელდა, ხოლო გამოკითხულთა 13% ფიქრობს, რომ ის შემთხვევით გაჩნდა. აქ საინტერესოა გამოკითხულთა 3%-ის მოსაზრება, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კორონავირუსი საერთოდ არ არსებობს.
გამოკითხულთა 19% მიიჩნევს, რომ კორონავირუსის მკურნალობისას შედეგიანია ხალხური მეთოდების გამოყენება, კერძოდ, ცხელი წყლის ან არყის დალევა, ნივრის ჭამა და ა.შ., 73% კი ხალხურ მედიცინას არ ენდობა.
გამოკითხულთა 53% ფიქრობს, რომ რწმენა კორონავირუსისგან იცავს, 35% კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.
მოსახლეობის 46% ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინის არსებობის შემთხვევაში არ აიცრებოდა, აცრის მომხრეა გამოკითხულთა 38%.
ასევე მოსახლეობის
10% მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გავრცელება 5G ანტენების დამსახურებაა.NDI-ს კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 1,550 ადამიანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩა. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
https://mtavari.tv/news/11720-visi-damsakhu...sis-dabali-done---------------------------
გამოკითხულთა 10% ფიქრობს, რომ კორონავირუსის გავრცელება 5G-ს უკავშირდება - NDI
"ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის" NDI-ს კვლევის მიხედვით, საქართველოში გამოკითხული ყოველი მე-10 მოქალაქე ფიქრობს, რომ კორონავირუსის გავრცელება ინტერნეტტექნოლოგიების გადამცემ სისტემას - 5G-ს უკავშირდება.
კითხვაზე, ეთანხმებით თუ არა, რომ 5G ინფრასტრუქტურა დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელებასთან გამოკითხულთა 45% ამბობს, რომ არა, 16 პროცენტს არ სემნია ამ ტექნოლოგიის შესახებ, ხოლო 30 პროცენტი პასუხობს, რომ არ იცის.
რაც შეეხება დეზინოფრმაციას, კითხვაზე : ფიქრობთ თუ არა, რომ რომელიმე ქვეყანა შეგნებულად ავრცელებს საქართველოში ცრუ ინფორმაციას/ დეზინფორმაციას კორონავირუსის შესახებ?
29 პროცენტი ამბობს, რომ დიახ, 35 პროცენტი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 36 პროცენტი ამბობს, რომ არ იცის.
ჩაღრმავებული კითხვის მიხედვით, თუ ეთანხმებიან, რომ რომელიმე ქვეყანა შეიძლება დეზინფორმაციას ავრცელებდეს, რომელი შეიძლება იყოს ის, ქვეყნები პროცენტულად ასე ნაწილდება:
არ ვიცი - 36%;
რუსეთი - 33%;
სომხეთი - 27%;
ჩინეთი - 11%;
აშშ - 6%;
ევროკავშირის ქვეყნები - 4%;
აზერბაიჯანი - 3%;
თურქეთი - 2%;
სხვა 1%.
კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 1,550 ადამიანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩა. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
https://mtavari.tv/news/11719-gamokitkhulta...m-koronavirusis---------------------------
გამოკითხულთა 30% ფიქრობს, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა და გამიზნულად გავრცელდა - NDI
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" ( NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 30% სჯერა, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა და ის გამიზნულად გავრცელდა.
გამოკითხულთა, 13 პროცენტის აზრით, კორონავირუსი ბუნებრივად გაჩნდა, 22 პროცენტის აზრით, ლაბორატორიაში შეიქმნა და შემთხვევით გავრცელდა, ხოლო 3 პროცენტი ფიქრობს, რომ ის საერთოდ არ არსებობს.
გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, საქართველოში გამოკითხული ყოველი მე-10 მოქალაქე ფიქრობს, რომ კორონავირუსის გავრცელება ინტერნეტტექნოლოგიების გადამცემ სისტემას - 5G-ს უკავშირდება.
https://mtavari.tv/news/11723-gamokitkhulta...om-koronavirusi This post has been edited by Stendal on 28 Jul 2020, 13:57
სეგა მტერია. არ მიბაძო სეგას. მოკალი სეგა.
ანა-ბანა, ანა-ბანა, ვინ არს ბოზი ქოცისთანა, ჰე?!
ტიმ! შენ სისტემას უნდა ებრძოლო და არა მისი ნაწილი გახდე!
პოლიტიკა
3272 პოსტი ამ განყოფილებაში
( 93% ამ წევრის ჯამური პოსტების რაოდენობისა )