ხალხო, უფროსი თაობის ბევრ წარმომადგენელს აქვს ნოსტალგია საბჭოთა კავშირის მიმართ, რაც მხოლოდ ჩვენებური ფენომენი არ გახლავთ და ცოტა ფსიქოლოგიას თუ მოვიშველიებთ - ეგ ნოსტალგია სინამდვილეში ახალგაზრდული ასაკის მონატრებაა, რომელიც ასოცირდება საბჭოთა კავშირთან. ეს გავიგეთ და ისიც, რომ ბევრი უფროსი
ასაკის წამოადდგენელი არის რუსეთუმე, თან კრიტიკული აზროვნების დეფიციტი აქვთ და ძალიან მარტივად მოსაწველი მასაა, მაგრამ ეს ახალგაზდობა ხომ ცოტა წინ არის?
რავიცი აბა, იშვიათად შეხვდები ახალგაზრდებში რუსთუმეს და არც ყველა გაუნათლებელია, მაგრამ ესენიც ჩუმად რომ ზიან და არაფერს აკეთებენ.
ილიას უნის და კიდევ რამდენიმე უნივერსიტეტის ბაბლებში ვარ, ასევე სხვადასხვა ჯგუფებში. ხოდა, რასაც ვაკვირდები ნორმალურად აზროვნებენ, განსაკუთრებით გოგოებს გამოვარჩევდი. ხოდა, თითქმის ყველა ქვეყანაში პროტესტის მუხტს წევს სტუდენტობა, იქნება ეს ამერიკა თუ ჩამორჩენილი ლათინო ამერიკის ქვეყნები. ეგ კი არა კომუნისტურ
ჩინეთში რაც კი პროტესტი იყო ყველა სტუდენტებმა დაიწყეს და ბოლოს და ბოლოს, აგერ ირანშიც აქტიურობა სტუდენტიბა, ჩვენ რავა ყველა მხრივ ჩაკუკული ვართ ?
კარგი, გასაგებია ნაცები არ მოგწონს, რაშიც ვერ გავამტყუნებთ, მაგრამ
ევროპა და დასავლეთი მინდაო რომ გაიძახიან, ხომ ხედავენ, რომ ქოცები დღითიდღე
გვაშორებენ ევროპას და ცივილიზებულ სამყაროს - გამოდი რა და ხმა ამოიღე!!
ნაცების და მიშას გამო კი არ, შენი და ქვეყნის მომავლისთვის დადექით ქუჩაში და გაპროტესტეთ და ქვეყნის კურსის ცვლილება.
მოთხოვეთ ქოცებს დაუყოვნებლივ შესრულდეს ის რეკომენდაციები და პუნქტები,რაც ევროპელმა პარტნიორებმა მოგვცენ.
ხმას არ იღებენ.
ყველას ქვეყნიდან წასვლაზე უჭირავს თვალი.
არადა, სერიოზული მიტინგის შემთხვევაში, თან სტუდენტების ძალიან დიდ შედეგს მოიტანს.