ორი საინტერესო და ფრიად წინააღმდეგობრივი ლიდერის მმართველობაზე , ორიოდ სიტყვა

აქ ჯერჯერობით მხოლოდ ამ ყველაზე უფრო წინააღმდეგობრივ მხარეებზე გავამახვილებ ყურადღებას.
ალბათ საერთაშორისო ნიუსებიდან გაიგებდით, რომ 1 კვირის წინ
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ჩვენი მატერიალური სამყარო დასტოვა ტაილნდის მეფე ბხუმიპონ ადულადეტმა
იგივე რამა IX-მ.
ტაილანდი გლოვობს და მოსთქვამს , რადგან მეფე იქ სულიერი მამა და ეროვნული წმინდანია...
ამავე დროს მონარქი სახელმწიფოს მეთაურია (რეზიდენტის პოსტი ტაილანდში არ აქვთ) და ძლევამოსილი არმიის მახრდაჭერითაც სარგებლობს. 68 000 000 მოსახლეობის 95% ტრადიციულ თჰერავადას ბუდიზმს მისდევს, რელიგიური ჩართულობა ბუდისტურ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი უმაღლესია. (მოკლედ რელიგიური რიტორიკა მომგებიანია)... 1932 წლიდან აბსოლიტური მონარქია კონსტიტუციურით შეიცვალა. სანამ 2001 წელს ჩინავატი პრემიერმინისტრის პოსტს დაიკავებდა , მრავალი ათეული წელი ამ ვადის ბოლომდე მოხდა ვერავინ შეძლო - მათ ადგილს სამხედრო ხუნტა ან დროებითი მმართველები იკავებდნენ. კონსტიტუციის ჭრა-კერვაც ამის მიხედვით ხდებოდა და ხდება

მოკლედ აზიაში რეკორდი ამათია ,
საშუალოდ ყოველ 3 წელიწადში გადატრიალება ტრადიციად აქვთ...
. ჩინავატი ერტDაერთი იყო ამ ხნის მანძილზე, ვინც 2006-ში ხუთწლიანი ვადა დაასრულა და მეორედაც აირჩიეს
ჩინავატს ბევრ რამეს აბრალებენ. მაგ: თავისი კომპანია გაყიდა 1 მილიარდად და კაპიკი არ გადაუხდია ბიუჯეტშიო, ნარკოტიკების გამსაღებლების მაგივრად მომხმარებლები ჟლიტაო , ინტრესთა კონფლიქტებიო ისაო ესაო ... პოზიტიური: საყოველთაო ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, სოფლის მოსახლეობაში სიღარიბის შემცირება მიკროკრედიტებით , განათლება, უნივერსიტეტების გახსნა და სხვა. ღარიბ ჩრდილოეთში შემოსავალი 46%-ით გაიზარდა, სირარიბე ქვეყანაში 11%-მდე დავიდა, ტაილანდი გახდა სააქციო ბაზრის რეგიონული ლიდერი.
ახლა კი ვნახოთ რას წერდა ტაილანდის "რესპრესირებული" პრესა 2005-06 წლებში , რამაც საფუძველი ჩაუყარა ახალ ხუნტას 2006 წლის სექტემბერში 
1) ვიღაც მარაზმატიკი ბერი, "ტაილანდური ტყის საძმოს" " ცოცხალი წმინდანი" ჩინავატს საგაზეთო ინტერვიუში დემონად აცხადებს (ამ გაზეთის მფლობელი, ჩინავატის ყოფილი კომპანიონი სონჰი ლიმტჰონოგული მილიონერი გახდა თავისი ქადაგება-ტელეშოუებით და იქაური შეკურთხება-შეჩვენებებით - ტაილანდელობას და მეფეს გვართმევენო), ეგ ძაღლის მძღნ.... თან ტაილანდურად დაიგინა -მე აპოლიტიკური წმინდანი ვარო
2) მის საიტზე იდებოდა ბუდისტი საზოგადო მოღვაწეების ქადაგებები; იმართებოდა აქციები.
ერთ-ერთ ასეთ აგრესიულ აქციაზე ვინმე "ღვთისმეტყველმა" შივარაკშამ ჩინავატის ოჯახს ჩინელი ბოზები უწოდა: "მის შვილებს მოვუწოდებ მეძავობა დაიწყონ და ვენერიული დაავადებები გაავრცელონ"...
3) 2006 წლის 21 მარტს ფსიქიკური აშლილობის მქონე 27 წლის ტანაკორნ პაკდეპოოლი შევიდა პოპულარულ ერავანის ტაძარში და ღმერთ ბრაჰმას ქანდაკება ჩაქუჩით დალეწა. ამ ინდუისტურ ნაგებობაში წარმოდგენილია ბრაჰმას ტაილანდური გამოსახვა ფრა ფრომი. ახალგაზრდა ორმა გამვლელმა ცემით ადგილზევე მოკლა. ინციდენტი სონჰიმ ჩინავატს დააბრალა: ტაქსინმა კამბოჯელი შამანების დახმარებით დაგვინგრია ბრაჰმას ქანდაკება, რათა საკუთარი კერპი წამოგვიჭიმოსო.
4) სონჰი ლიმტჰონოგული მაისიდან მოყოლებული ახმაურებდა ახალ შეთქმულების თეორიას: ურჯულო ჩინავატი განაგრძობს მეფის უფლებების უზურპაციას. (არც ერთი ეს ბრალდება დადასტურებული არ არის). 1999 წელს იგი ფინეთში შეხვდა 70-იანი წლების სტუდენტური მოძრაობის ლიდერებს და მათთან ერთად შემიშავა ქვეყნის რესპუბლიკად გარდაქმნის გეგმა;
"ფინური შეთქმულება" გულისხმობს ტაილანდის დეცენტრალიზაციას ადგილობრივი გუბერნატორების არჩევნების გზით, მეფის ინსტიტუტის დამხობას , ფეოდალური ნარჩენების სრული გაქრობის შედეგ კი სოციალისტური დიქტატურის დამყარებას.
...................
2006 წლის სექტემბერში "ხალხის ნება-სურვილი" არმიამ ხუნტით დააგვირგვინა .
ტაქსინ ჩინავატი ამჟამად დუბაიში ცხოვრობს და ამბობს, რომ სამშობლოში მას რეალური სასიცოცხლო საფრთხე ემუქრება... დამხობის შემდეგ იყო კამბოჯის სპეციალური მრჩეველი, 2007-2008 წლებში კლუბ მანცესტერის მფლობელი.
2011 წელს პრემიერ-მინისტრას პირველად აირჩიეს ქალი - ტაქსინის უმცროსი და ინგლაკ ჩინავატი. 2014 წელს არმიამ უმცროსი ჩინავატაც დაამხო , კონსტიტუცია ისევ ხელახლა გადაიწერა, სამხედრო ხუნტა დღემდე არ ნიშნავს არჩევნების თარიღს და დემოკრატიულ პროცესებს აფერხებს. ახალგამომცხვარი დიქტატორი პრაიუტ ჩან -ჩა აცხადებს, რომ "შერიგების პროცესი" წარმატებით მიმდინარეობს, ხოლო ჩინავატი ხუნტას დემოკრატიის დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
ამასობაში მეფეც გარდაიცვალა .
