სალამი ყველას. გთხოვთ, ვინც ერკვევით, დამაკვალიანეთ.
კახეთში მაქვს სახლი და ეზო. მთელი ეს ტერიტორია არის სასოფლო-სამეურნეო სტატუსის.
გარკვეულ მონაკვეთზე გზის პირას არის აშენებული 80 კვ.მ ერთი სართული შენობა, რომელიც გაქირავებულია.
მინდა ეს 80 კვადრატული დავანგრიო, გავაფართოვო 300 კვადრატულამდე და ავაშენო ამ 300 კვადრატულზე კომერციული ფართი, რომელსაც გავაქირავებ.
ვთქვათ, დამქირავებელი მყავს უკვე და მზადაა იქირავოს. ამისათვის მჭირდება მე ბანკიდან სესხი და ნებართვა ასაშენებლად.
რაღა თქმა უნდა საუბარია 300 კვ.მ კომერციული ფართზე.
ეხლა რა ხდება. რადგან კომერციულ ფართზეა საუბარი, კონკრეტულად ეს შენობა რასაც დაიკავებს, იმ ფართის გადაყვანაა საჭირო არასასოფლო დანიშნულების სტატუსზე. ამისათვის საჭიროა:
აზომვითი ნახაზი (ეს მარტივად გასაკეთებელია).
პროექტი (ესეც რა თქმა უნდა გაკეთებადია)
ბიზნეს გეგმა (ესეც გაკეთებადია)
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანხმობა (ნუ, ვთქვათ ამაზეც თანხმობა მაქვს)
ეს ზემოთ ხსენებული ოთხივე რაღაც გადასაგზავნია თბილისის საჯარო რეესტრის სამსახურში. ეს უკანასკნელი კი ითხოვს ამ 4 რაღაცას პლიუს თანხას ანგარიშზე. ეს თანხა არის ამ ფართის ასაშენებელი თანხა. ამ შემთხვევაში სამასი ათასი ლარი. ეს კანონი რამდენიმე თვის მიღებულია. ანუ ძალიან გართულებულია მიწის სტატუსის შეცვლა

საიდან მოვიტანო ეს თანხა

არადა ამ ფართის აშენებას ვაპირებ სესხით, რომელიც უნდა ავიღო ბანკიდან.
რა ლოგიკაა არ მესმის......
ფაქტიურად გამოუვალ მდგომარეობაში ვარ.
ვინმეს მსგავს საკითხში ხომ არ გაქვთ გამოცდილება, რომ მირჩიოთ რამე? ცუდ სიტუაციაში ვარ ძალიან...
არის რაღაცეები, რასაც ვერ იმასიზავ.