#60347837 · 7 May 2023, 22:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
2011 წელს დაწყებული სპეცოპერაცია საქართველოს რეოკუპაციის მიზნით, ბორია ივანოვის საშუალებით, დასრულებულია.
ბორია ივანოვმა ნაბიჯ-ნაბიჯ შეავიწროვა და ქვეყნის პოლიტიკური სივრციდან გააძევა ყველა პროქართულ-პროდასავლური პოლიტიკური ჯგუფი თუ პოლიტიკური ინდივიდი.
სასამართლო ხელისუფლება პირდაპირ დაუქვემდებარა პარტიას.
პარლამენტში ხელისუფლება მთლიანად აგრესიულ შოვინისტურ ნეობოლშევიკ ნაბიჭვრებს ჩააბარა
მთავრობა ოროსანი მაჩვზღარბებით გამოტენა
პრემიერად ჯიბის აგრესიული სკრატი დასვა
ხელახლა ააწყო რუსული ფსბ-ს მთავრობაზე ზეგავლენის მოხდენის ჯაჭვი
და მას მერე, რაც მოვიდა მე-7 დღე და ნახა რომ საქართველოში ხელისუფლებაში მყოფი ძალა მთლიანად ემორჩილება რუსეთს, ხელები დაიბანა.
რეოკუპაციის მეორე ტალღა ქონების ხელახალი გადანაწილებაა. ვხედავთ კიდეც, ძველი ბიზმესმენების ახლებით ჩანავლება მიდის. უამრავს ალბათ უხმაუროდ ათმობინებენ, ზოგს დაძინებული ქონება ჰქონდა, ჩამოდის და აცოცხლებს, ზოგს კი იარაღის ძალით და ფიზიკური ლიკვიდაციის შედეგად ართმევენ. თან ეს უკვე წვრილფეხობის ბიზნესებია. მთავარი ბიზნესები დიდი ხანია გადაიბარეს ან უბრალოდ მოირგეს საკუთარ თავზე. მაგალითად, ფხაკაძე, სილქნეტი და სხვები, რომლებიც ოლიმპიურ სიმშვიდეს ინარჩუნებენ.
თავის დროზე მიშამაც ასე გააკეთა, ცხადია ბევრად ცივილურად (ოღონდ არა იდეალურად). სხვანაირად არ გამოდის. ხელისუფლება უნდა ეყრდნობოდეს ეკონომიკურ კლასს და ამ ეკონომიკურ კლასს შექმნა სჭირდება.
ჩემი აზრით ბოლო საფეხურია. მას მერე რაც ბოლომდე გაირკვევა ვისი ბუტკა ვის ხელშია, შევალთ რუსული მშვიდობის ხანგრძლივ ჭაობში.
რაც მთავარია, რუსეთი ისევ ჩვენი, ქართველების ხელით აკეთებს ამას. არცერთი რუსი ხელისუფლებაში არ არის. ივანოვიც კი ქართველია.
ათასწლოვანი ტრაგედია გრძელდება.
გილოცავთ!
This post has been edited by Grows on 7 May 2023, 22:27
|