#60086526 · 9 Feb 2023, 19:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | მხოლოდ ბოლო 8 წლის მანძილზე, ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 111 528-მა მოქალაქემ მოითხოვა. ანუ 33 ადამიანში ერთმა. 2022 წელს საქართველოს მოსახლეობა 3 700 000-ზე ოდნავ ნაკლები იყო.
ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის, ევროსტატის მონაცემებით, სულ 2014 წლიდან მოყოლებული საქართველოდან 126 770 თავშესაფრის მოთხოვნა დარეგისტრირდა. ეს რიცხვი მოიცავს მათაც, ვინც ევროკავშირსა და შვეიცარიაში ლტოლვილად ჩაბარებას ხელმეორედ ეცადა.
თითქმის 26 ათასმა ადამიანმა თავშესაფარი 2022 წლის იანვარ-ნოემბერში მოითხოვა. დეკემბრის მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ეს უკვე იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ნებისმიერ სხვა წელს. წინა რეკორდი პანდემიამდელ 2019 წელს დამყარდა, როცა ლტოლვილობა 22 110-მა ადამიანმა გადაწყვიტა. |
|