საქმეში სტრასბურგის სასამართლომ გამოავლინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლის რამდენიმე პუნქტის დარღვევა და გიგი უგულავასთვის მთავრობას 10 000 ევროს გადახდა დააკისრა.
სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 3 ივლისიდან 2015 წლის 2 აპრილამდე ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) პირველი პუნქტი არ დარღვეულა, თუმცა ის 2015 წლის 2 აპრილიდან 2015 წლის 17 სექტემბრის შუალედში დაირღვა. ამას გარდა, განაჩენში ნათქვამია, რომ 2015 წლის 18 თებერვლიდან დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი, რადგან უგულავას წინასწარ პატიმრობას საკმარისი საფუძველი აღარ ჰქონდა. სასამართლომ ვერ შეძლო დაედგინა, უგულავას თავდაპირველად დაკავება იყო თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული, შესაბამისად, არ დადგინდა მე-18 მუხლის (უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მე-5 მუხლთან შეუთავსებლობა.
https://tabula.ge/ge/news/696981-strasburgi...-mtavrobas-gigi