ბათუმში კორპუსში ჩავარდა ლიფტი, რომელშიც ხუთი ადამიანი იყობათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთ-ერთ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა. არიან დაშავებულები.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ლიფტში ხუთი ადამიანი დახვდა, საიდანაც სამის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ადგილზე ამ დრომდე მუშაობს პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32272822.html
"The measure of a good city is one where a child on a tricycle or bicycle can safely go anywhere." - Enrique Peñalosa