Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ფსიქოლოგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(2)
[1]
2
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
მშობლის გარეშე
, ობლობა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ZenMaster
Noblesse Blessing
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
ZenMaster
Noblesse Blessing
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1017
წევრი No.: 264285
რეგისტრ.: 28-October 21
#60157667
· 5 Mar 2023, 17:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რამდენად დიდ გავლენას ახდენს მამის ან დედის გარეშე ცხოვრება
პატარაობა, მოზარდობა და შემდეგი პერიოდი
ვფიქრობ ვართ ვიღაცეები ვისაც ეს ამბავი გვაქვს ცხოვრებაში
თუ სურვილი გაქვთ ვილაპარაკოთ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Nketia1983
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Nketia1983
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 759
წევრი No.: 269544
რეგისტრ.: 25-February 23
#60157786
· 5 Mar 2023, 17:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დედა ადრე გარდამეცვალა საკმაოდ. 11 წლის ვიყავი. უფრო უპატრონო ხარ და ნაკლებად ზრუნავენ შენზე.
თან დიდი ტრავმა მომაყენა, მე ვნახე ლოგინში გარდაცვლილი პირველად. თან საკმაოოდ მიჯაჭვული ვიყავი მასზე, ბაღში არ მივლია.
და იმ პერიოდში უკვე გამოვდიოდი და მაშინ გარდაიცვალა.
მერე მივლიდა მამა, დეიდა, ბებია სოფელში როცა ჩავდიოდი.
ძმა მყავს უმცროსი. ძალიან მზრუნველი დედა იყო.. მაგრამ გავიზარდე . ახლა მალე 40 წლის გავხდები.
ანუ საკმაოდ ცუდია მშობელი რომ გაკლია. ყველა პერიოდში. მერე როცა მამაც გარდაიცვალა 7 წლის წინ, უფრო ისე ხარ რა ... როგორ ვთქვა, უპატრონოდ, მარა შენი თავის პატრონი თვითონ უნდა იყო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
magistra_vitae
Crazy Member
ჯგუფი: Members
magistra_vitae
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2698
წევრი No.: 111250
რეგისტრ.: 2-February 10
#60157945
· 5 Mar 2023, 18:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ZenMaster @ 5 Mar 2023, 17:06 )
რამდენად დიდ გავლენას ახდენს მამის ან დედის გარეშე ცხოვრება
პატარაობა, მოზარდობა და შემდეგი პერიოდი
ვფიქრობ ვართ ვიღაცეები ვისაც ეს ამბავი გვაქვს ცხოვრებაში
თუ სურვილი გაქვთ ვილაპარაკოთ
ვილაპარაკოთ:
6 წელია ორივე მშობლის გარეშე ვცხოვრობ.
ობოლი- სიტყვა ძალიან ''საწყალობელ ეპითეტად'' მიმაჩნია ქართულ ლექსიკოგრაფიაში, მაგრამ ამ სიტყვასაც თავის ისტორია და ეტიმოლოგია აქვს და ფაქტია რომ არსებობს...
ისე მოხდა, რომ რამდენიმე დღის წინ შევიტყვე ჩემი ნამდვილი ასაკიც, დაბადების თარიღიც (სულ სხვაა ვიდრე პასპორტშია, აღმოჩნდა ეხლა თებერვალში შემისრულდა 38 წელი)- აყვანილი ვარ ანუ ჩემი მშობლების-ეს სულ ვიცოდი, უბრალოდ ბოლოს დედამ მითხრა გარდაცვალებამდე ადრე. მთელი ცხოვრება მიმალავდნენ ამ ფაქტს- ყველას ყველაფერი სცოდნია. მიუხედავად ჩვენს (ჩემს და ჩემს მშობლებს შორის) შორის დიდი ასაკობრივი სხვაობისა ამათთან რომ აღმოვჩნდი და ამირჩიეს გამიმართლა, რადგან რეალურად მარტო ეს ხალხი იყო ჩემი გულშემატკივარი, ჩადეს ჩემში ენერგია, კაპიტალი და დღეს თუ რამე გამაჩნია, მიუხედავად იმისა რომ სელფ-მეიდი ადამიანი ვარ, მარტო ჩემმა მშობლებმა არ დაიშურეს ბაზისი და ფუნდამენტი ჩემთვის.
ყველას მაგრად კიდიხართ მშობლების გარდაცვალების შემდეგ ეგ იცოდეთ, ან იშვიათად, მაგრამ ასეც ხდება რომ ძალიან კარგი ხალხი უნდა გყავდეთ სანათესაოს ეგრეგორის ამბავში, რომ გულით მიგიღონ და შეგიყვარონ. მე მაგალითად, ნათესავები ყოველთვის მაგრძნობინებდნენ რომ ვიღაც ''უცხო'' ვიყავი მათთვის, ამიტომ- დავიკიდე მაგათთან ენერგეტიკული კონტაქტი, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც დავრწმუნდი და დავინახე რომ ცხონებული მამაჩემის მარტო ფულები და კომფორტი აინტერესებდათ, კაი-კაი სუფრებზე ნადიმი და აღარ გავშლი და აღარ ჩამოვწერ ადამიანური ბუნების ანგარებით და გამორჩენით მხარეებს.
სწორედ ამიტომ, ბავშვობიდან და მერეც, რაც უფრო გავიცანი ადამიანები - მით უფრო ვაფასებ ადამიანებში სუფთა გულს, ენერგიას და ტყუილზე მერთვება განსაკუთრებული ემოცია- რასაც ქვია ზიზღი...საქმეშიც და პირადშიც. ზიზღი ძალიან ძლიერი ემოციაა, სიყვარულთან შედარებით ასმაგად დამაგრეველია თუ ის მიმართულია კონკრეტული ადრესატისკენ ხომ მითუმეტეს...
ერთადერთი ხალხი, რომელსაც არ მოვუტყუვებივარ მთავარში, მორალურად და საქმით გვერდზე მედგნენ ეს იყვნენ მშობლები. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აყვანილობის ფაქტი დამიმალეს, მე მათ ვამართლებ- რადგან მშობლური ეგოიზმის ამოძრავებდათ და არ უნდოდათ ჩემი სხვისთვის გაყოფა-ამიტომ დამიმალეს. აქვე ვიტყვი-რაც შეეხება ბიოლოგიურად დედას, ამ ცხოვრებაში ვერაფერი მექნება საერთო იმ ადამიანთან, რომელმაც აირჩია ფულის და დიდი მაყუთის სანაცვლოდ შვილი დაეტოვებინა- ეს მისი არჩევანი იყო და მან ზიდოს ეს ჯვარი ბოლომდე-რომელიც კარმიულად მისთვის ძალიან მძიმე ჯვარია. მე ვერ მივიღებ პირადად ცხოვრების სივრცეში იმ ადამიანს, რომელმაც ერთხელ მაინც უარი თქვა ჩემზე-ეს ვიცი ზუსტად, უბრალოდ შორიდან მადლობას ვუთვლი მხოლოდ იმისთვის რომ სიცოცხლე მაინც მაჩუქა.
მახსოვს, ორივე მშობელი მე ვნახე გარდაცვლილი და ერთი ბიძაშვილი ბიჭი დამიდგა გვერდზე ამ რიტუალურ ამბებზე- სხვა არავინ გამიკარებია.
პ.ს. კარგი მშობლები არის ერთადერთი გულშემატკივარი ხალხი: ფინანსურიც,მორალურიც და ყველანაირი ამ ცხოვრებაში. ვინც მშობლის გარეშე ვრჩებით ცხოვრების შუა გზაზე -ეს ხალხი უკვე მარტო ვართ. ჩვენ ვართ საკუთარი თავის პატრონი, შვილი და ცხოველები თუ გვყავს-იმათი ასევე.
მშობლების გარეშე დარჩენილი გოგოს მაგალითზე ვიტყვი შემდეგს:
რეალურად მარტო ვარ, რადგან ნებისმიერი კაცი რომელიც დამინახავს და გაიგებს რომ მარტო ვარ და ძლიერი სანათესაოს ეგრეგორის, მამის, ძმის და დედის გარეშე, შემხედავს როგორც პოტენციური გართობის ობიექტს. ერთადერთი რაც ჩემგან შეიძლება აიღოს კაცმა ეს არის ჩემი დრო, ქალური ენერგია, გარეგნობა და გამოიყენოს პირადი კაიფისთვის და გართობისთვის. როკფელერის მილიონები ჩემთვის არ დაუტოვებიათ და ვინაიდან დღევანდელი ბიჭების უმეტესობას მოსწონთ ფულიანი, გლამურნი და ცხოვრებისგან გალოკილი და უდარდელი გოგოები რომლებიც მხოლოდ გართობაზე და სექსლუალური პოზების მრავალფეროვნებაზე, შიშველი ფოტოების გადაგზავნაზე და ღლიცინზე ფიქრობენ. ასეთი ბიჭებისთვის მე ვერ ვიქნები სამიზნე-როგორც ცოლი ან თუნდაც შეყვარებული-ამასაც ვიაზრებ, რადგან ქართული საზოგადოება დღეს ზოგადი ეკონომიკური გაჭირვების გამო ჩაციკლულია სიმდიდრესა და გამორჩენაზე. ''ეს ასეთი გვარიშვილია, ამდენ-ოთახიანში ცხოვრობს, მამამისი ესა და ეს იყო და ა.შ, მანქანა ყავს ეს და ნიუ-იორკში აქვს ბაითი და ა.შ.''.
არასოდეს არ ვენდობი არცერთ სულიერს, რომელიც ნებისმიერი ფორმით შემიფუთავს ურთიერთობას და არცერთ სახედაყენებულ და პოზიორ და ზედმეტად დალაგებული სიტყვა-პასუხის კაცს, რომელიც გამომიცხადებს მეგობრობას და თანადგომას, რადგან უკვე გავისიგრძეგანე რომ ეს ბიჭი იმოქმედებს აუცილებლად თავისი პატარა მიწიერი სურვილების დასაკმაყოფილებლად და მერე წავა. წავა რადგან შეეშინდება და უკან წაიღებს ყველაფერს და გონებაში ჩაიბლოკავს ყველა იმ აღმაფრენას რაც კი ოდესმე ჰქონია, გაუზიარები. ადამიანის ლამაზად დაბოლებაც ერთგვარი კაიფია ბევრისთვის და ხელოვნებაც ანუ ''ტექნიკა'' - პროცესისგან სიამოვნებას იღებენ და როგორც კი უარს ერტყვი რაღაცეებზე ეგრევე ზადნავენ მერე, ან როგორც კი შეეშინააღმდეგები რამეში გარბიან ასეთი ტიპები-იმიტომ რომ მისთვის არაკომფორტული ხდები. სამტროდაა ასეთი ხალხი მოსული და ქალის გამოსაშრობად და საბოლოოდ აუცილებლად მისაგდებად- ეს ორჯერ ორია.
ვისაც ყავს ცოცხალი, ჯანმრთელი და სულით კეთილი მშობელი ის ადამიანი უკვე ძალიან მდიდარი და ბედნიერი ხართ და გისურვებთ რომ დიდხანს გყავდეთ მშობლები საყრდენ წერტილებად გვერდზე.
მადლობა ამ თემისთვის, რომ მომეცა გაზიარების საშუალება.
This post has been edited by
magistra_vitae
on 5 Mar 2023, 19:14
--------------------
Умей мечтать, не став рабом мечтанья, и мыслить, мысли не обожествив! Just for reminder: 220 Volt ☢ ☼ ✿
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Pannialny
დედამიწა სამკუთხედია
ჯგუფი: Members
Pannialny
დედამიწა სამკუთხედია
ჯგუფი: Members
წერილები: 2272
წევრი No.: 267710
რეგისტრ.: 3-September 22
#60158074
· 5 Mar 2023, 19:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნაშვილები ხალხის რაღაცნაირად მეშინია
ჭუჭყიანები მგონიან
აი ციგნის ბავშვი რომმოგედება ისე
--------------------
99% of the worlds problems would be solved if women had their body count on their forehead. - Andrew Tate
"Life isn’t about waiting for the storm to pass. It’s about learning how to dance in the rain."
"El que piensa las cosas dos veces, no hace nada.": ის ვინც ორჯერ დაფიქრდება, არაფერს აკეთებს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MasterJC
♐+♑
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
MasterJC
♐+♑
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 25409
წევრი No.: 86754
რეგისტრ.: 16-March 09
#60158314
· 5 Mar 2023, 20:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ნაშვილები ხალხის რაღაცნაირად მეშინია
ჭუჭყიანები მგონიან
აი ციგნის ბავშვი რომმოგედება ისე
სჯობს ობოლი იყო და აზროვნებდე, ვიდრე მშობელი და გულშემატკივარი გყავდეს და ნახერხი გეყაროს თავში
პ.ს.
ობოლი რო სელფს გადაიღებს, საოჯახო ფოტოა უკვე
----------------
ძალიან დიდ გავლენას ახდენენ მშობლები შვილებზე
კარგსაც, ცუდსაც
შეიძლება ძაან განდონა ბავშვიც იყო პატრაობაში, მაგრამ რომგ აიზრდები, უცებ ჩანს მშობლებთან ურთიერთობის და მათი ქცევის კვალი
რანაირი ხარ ურთიერთობებში, ოჯახში, სამეგობროში და ა.შ>
მათზე დაკვირვებით სწავლობ როგორი უნდა იყო ან არ იყო ხოლმე
პარტნიორების/მეორე ნახევრის არჩევაზეც მოქმედებს
---------
ელჭეპეტეებსაც, ვისაც ვიცნობ და დაცურებული აქვს, უმეტესობა უმამოდ იზრდებოდა და ძალიან ცუდ სიტუაციაში
დაუცურებლები უმამოდაც მინახავს და მამითაც
მარა იმენა დაცურებულები - მუდამ მშობლ(ებ)ის დეფიციტს განიცდიან ხოლმე
------
გოგოებსაც
ვისაც მამა არ ჰყავდა, ან დაეღუპა ან გაშორდა დედას, მაგრამ შვილთან კონტაქტს არ ინარჩუნებდა, ყველას ეჭვი და უნდობლობა აქვთ ბიჭების მიმართ ხოლმე
ან ზოგჯერ ზედმეტი და არასწორი ეჭვიანი დამოკიდებულება
უფრო ხშირად ეძრობიან ტოქსიკურ ურთიერთობებში და ა.შ.
"მამა/დედა" ფიგურის არსებობა, თუ ის ძლიერია და კარგ გავლენას ახდენს, მუდამ კარგი ფსიქიკის შვილებს იძლევა ხოლმე
--------------------
bye bye, bitches
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hyperzet
Rx
ჯგუფი: Moderators
Hyperzet
Rx
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13451
წევრი No.: 44595
რეგისტრ.: 22-October 07
#60158351
· 5 Mar 2023, 20:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Pannialny
QUOTE
ნაშვილები ხალხის რაღაცნაირად მეშინია
ჭუჭყიანები მგონიან
აი ციგნის ბავშვი რომმოგედება ისე
Warning:
სიტყვიერი გაფრთხილება!
რამდენიმე რეპორტი შემოვიდა და ცოტა ზრდილობიანად!
--------------------
შენი თმა კოკაინია, შენი ხმა ექოა, რომელიც ჩემამდე აღწევს და შრება...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Pannialny
დედამიწა სამკუთხედია
ჯგუფი: Members
Pannialny
დედამიწა სამკუთხედია
ჯგუფი: Members
წერილები: 2272
წევრი No.: 267710
რეგისტრ.: 3-September 22
#60158458
· 5 Mar 2023, 20:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მე უმამოდ გავიზარდე, დედაჩემს ვერგაუძლო და წავიდა ორი წლის რომ ვიყავი
დედა გინდმყოლია გინდარა ისეთი მყავს
მთელი ცხოვრება ბებია მყავდა ერთი ხმისგამცემი და მხარდამჭერი და მოკვდა
აი მაშინ ვიგრძენი რომ მარტო ვარ
მაგრამ მარტო ყოფნასაც მივეჩვიე
მე ვს მთელი სამყარო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
magistra_vitae
Crazy Member
ჯგუფი: Members
magistra_vitae
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2698
წევრი No.: 111250
რეგისტრ.: 2-February 10
#60159056
· 5 Mar 2023, 22:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
MasterJC
მოსიყვარულე მშობლების გაზრდილი ბავშვები ან თუნდაც ერთი მოსიყვარულე მშობლის გაზრდილი- ნორმალური ფსიქიკის ბავშვი იქნება, თუ აპრიორი რაიმე ფსიქიკური დაავადება არ აქვს გენეტიკურად ან შემდგომში, ტრავმის შედეგად შეძენილი...
ერთადერთი რაც შეგიძლიათ მშობლებმა რომ ბავშვებს აჩუქოთ ესაა უანგარო სიყვარული, სითბო და ჩახუტება, საუბრები მათთან... შეიძლება ფინანსურად მაგრად ვერ აგულაოდ, მაგრამ მთავარი სულიერი საკვებია. ბავშვი თუ გრძნობს დედის ან მამის სიყვარულს უკვე სრულფასოვანია და არ დაეწყება გადახრები...და არ გახდება სხვა ადამიანებისთვის ფსიქიკური ან სოციალური ზიანის მომტანი პიროვნება.
ბავშვი, რომელშიც ერთმა მშობელმა ან გამზრდელმა მაინც ჩადო ჯანსაღი სიყვარულის ენერგია, ის არასოდეს გახდება ''მორალური უროდი''...
This post has been edited by
magistra_vitae
on 5 Mar 2023, 22:32
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MasterJC
♐+♑
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
MasterJC
♐+♑
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 25409
წევრი No.: 86754
რეგისტრ.: 16-March 09
#60159207
· 5 Mar 2023, 23:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
magistra_vitae
მშობელს სჭირდება რომ
მიხედოს ბავშვს, გვერდით იყოს
და
ფინანსურად უზრუნველყოს
ცალი მშობელი ნიშნავს ალბათ 1/4 ურთიერთობას
თან ბავშვთან და თან მუშაობა რთულია
მაგალითისთვის
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ახლობლის ბავშვები
უმამოდ იზრდებიან. გაცილდნენ მშობლები, მამა შორსაა და თვეში ერთხელ მოკითხვა შეიძლება დაავიწყდეს ზოგჯერ ტელეფონით
ზრდის ბებო, დედა მუშაობს
ჭამა, წიგნი, მეცადინეობა არ აკლიათ, არც სათამაშო
შედეგი
შეზღუდული ლექსიკა, ვერ ურთიერთობენ კლასელებთან (ამათ ბევრი წაუკითხავთ და ესმით, მეტყველება უჭირთ, კლასელები მარტო ღნავიან)
ცოტა აგრესიული ხასიათი და ა.შ.
წელიწადში სრულად შეიცვალა ქცევა, როცა მე და მეუღლე მათთან გადავბარგდით
ლექსიკა, სიტყვათა მარაგი, გამოხატვა, და უცებ აღმოჩნდა რამხელა სითბოს გაცემა შეუძლიათ და რამდენად მაგრები არიან, თუ ახერხებ ხელი შეუწყო
ახლა ვცდილობ თვეში ერთხელ მაინც მივიდე
მათი ინტერესები გავითვალისწინო და ისე ვუყიდო წიგნი, სათამაშო და ა.შ.
ხან მუზეუმი, ხან ახალი უცხო ხილის გასინჯვა, ფილმი, თამაში და ა.შ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ketaaa
)))
ჯგუფი: Registered
ketaaa
)))
ჯგუფი: Registered
წერილები: 180
წევრი No.: 264796
რეგისტრ.: 14-December 21
#60159417
· 5 Mar 2023, 23:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მამის გარეშე გავიზარდე, დედის სითბო თითქმის არ მიგრძვნია მაგრამ გვერდით იყო ფორმალურად ) ერთადერთი რაც ყოველთვის მინდოდა და რის დანაკლისსაც ვგრძნობდი სითბო და ურთიერთგაგება იყო და არის, ადამიანები უნდობლობას და სიცივეს იწვევენ ჩემში, მაგრამ ყველა ადამიანში დადებითის მოძებნას ვცდილობ მშობლების გარდა ) ზოგადად ის თეორიაც რო მშობლების გვერდში დგომის გარეშე "გზას აცდენილი" იქნება ადამიანი ძაან ბრუტალურია, ჩემს შემთხვევაში ვაბშე რადიკალურად ხდება ) თვითონ შევუქმენი ჩემს თავს დაცული, თბილი და მრავალმხივი განათლების მქონე და მომცემი გარემო
და ამ დრომდე თვითონვე მოვედი აზრზე ყველაა საკითხში, ისე რო არაფერი შემეშლება )))) ასე, რომ არასდროს იქონიოთ სხვა ადამიანებზე მეტი ნდობა, ვიდრე საკუთარ თავზე ))))) ერთადერთი ვისაც მიეყრდნობით, ვინც ზურგით გათრევთ და ვინც ყველაფერს მიგაღწევინებთ არა მშობელი, არამედ თქვენ ხართ თქვენთვის
--------------------
Leo ))
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Pepper_Crowley
Imagine
ჯგუფი: Members
Pepper_Crowley
Imagine
ჯგუფი: Members
წერილები: 11254
წევრი No.: 261303
რეგისტრ.: 24-February 21
#60159461
· 6 Mar 2023, 00:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hyperzet
რა გულჩვილი გამხდარხარ. :/
დაუნდობლად გასახიშტია
ketaaa
QUOTE
ერთადერთი ვისაც მიეყრდნობით, ვინც ზურგით გათრევთ და ვინც ყველაფერს მიგაღწევინებთ არა მშობელი, არამედ თქვენ ხართ თქვენთვის
მა ბიგ ბაბოლი?
--------------------
დაე იყოს დღეს მზისფერი, ყველაფერი.
The fox that makes the ravens fly.
საფრანგეთში ძაან ბევრჯერ ვარ ნამყოფი
კრუასანი მიყვარს (c) ინსტრუქტორი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
magistra_vitae
Crazy Member
ჯგუფი: Members
magistra_vitae
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2698
წევრი No.: 111250
რეგისტრ.: 2-February 10
#60159513
· 6 Mar 2023, 00:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(MasterJC @ 5 Mar 2023, 23:04 )
magistra_vitae
მშობელს სჭირდება რომ
მიხედოს ბავშვს, გვერდით იყოს
და
ფინანსურად უზრუნველყოს
ცალი მშობელი ნიშნავს ალბათ 1/4 ურთიერთობას
თან ბავშვთან და თან მუშაობა რთულია
მაგალითისთვის
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ახლობლის ბავშვები
უმამოდ იზრდებიან. გაცილდნენ მშობლები, მამა შორსაა და თვეში ერთხელ მოკითხვა შეიძლება დაავიწყდეს ზოგჯერ ტელეფონით
ზრდის ბებო, დედა მუშაობს
ჭამა, წიგნი, მეცადინეობა არ აკლიათ, არც სათამაშო
შედეგი
შეზღუდული ლექსიკა, ვერ ურთიერთობენ კლასელებთან (ამათ ბევრი წაუკითხავთ და ესმით, მეტყველება უჭირთ, კლასელები მარტო ღნავიან)
ცოტა აგრესიული ხასიათი და ა.შ.
წელიწადში სრულად შეიცვალა ქცევა, როცა მე და მეუღლე მათთან გადავბარგდით
ლექსიკა, სიტყვათა მარაგი, გამოხატვა, და უცებ აღმოჩნდა რამხელა სითბოს გაცემა შეუძლიათ და რამდენად მაგრები არიან, თუ ახერხებ ხელი შეუწყო
ახლა ვცდილობ თვეში ერთხელ მაინც მივიდე
მათი ინტერესები გავითვალისწინო და ისე ვუყიდო წიგნი, სათამაშო და ა.შ.
ხან მუზეუმი, ხან ახალი უცხო ხილის გასინჯვა, ფილმი, თამაში და ა.შ.
ნამდვილად რთულია ცალი მშობლის მიერ ბავშვის სრულფასოვნად გაზრდა. ამიტომაც, რომელიმე მშობელი თუ ცოცხალია და სახეზე, გაშორებული წყვილის შემთხვევაში ბავშვისთვის კარგი იქნება თუ ორივესგან მიიღებს სათანადო ყურადღებას მომავალში, ეს ადამიანის შეგნების საკითხია.
MasterJC ეგ არის ძალიან კეთილი საქმე რასაც აკეთებ, ბევრი დაიკიდებდა...არ მოიკლებდა საკუთარ დროს სხვისი ბავშვების გამო...
ketaaa ვიცი რასაც ამბობ. ერთადერთი მხარი, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო ეს საკუთარი ორი მხარია. მაგალითად, მოვიყვან უკიდურეს ცხოვრებისეულ სცენარს: თუ რომელიმე მშობელი ასაკში შევიდა, დაძაბუნდა და შვილის მისახედი გახდა, აქ უკვე თავიდან ბოლომე შვილმა უნდა მიხედოს და ვეღარ იქნება მშობლის ფიზიკური დახმარების იმედზე. პირადად გამოვიარე ეს იმ ასაკში, როცა ჩემი დაქალები ცხოვრებით ტკბებოდნენ და ძლიერად იყვნენ მშობლის მხარზე დაყრდნობილები. ამიტომ ვერასოდეს გავუგებ იმ ხალხს, რომლებიც მოხუც და თუნდაც ''ჭკუიდან გადასულ'' ადამიანს იცილებენ-ხოლმე და თავშესაფარში ტოვებენ-ოღონდაც კი ლაზარეთის აურას არ უყურონ სახლში.
მე ვთვლი, რომ ჩემი ფსიქიკის გამოცდა იყო და ვალი ყველაფერი (კარგი სამსახურის დატოვება და დისტანციურზე გადართვა) რაც გამოვიარე. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიტყვაზე 40/50 წლის მერე იგივეს მოვთხოვ საკუთარ შვილს. ყველა შვილი და ადამიანი უნდა მოიქცეს საკუთარი სინდისის, შეხედულებების და პრინციპების შესაბამისად. მე ჩემებურად მოვიქეცი- ჩამოვაკლდი უამრავ სასარგებლო საქმეებს, პირადი ჩპ. მიზეზის გამო- ეხლა ვცდილობ ავანაზღაურო რათქმაუნდა. აქვე ჩემს პირად აზრს დავაფიქსირებ,არ მივესალმები Retirement Homes for Seniors -ში მოხუცი ადამიანის ჩაბარებას...ყველა ადამიანს აქვს უფლება მოკვდეს იმ სახლში, რომელიც საკუთარი ხელით ააშენა ან წინაპრებისგან ერგო. როგორი იქნება და რანაირ ჭკუაზე დადგება ეხლანდელი ბაშვების თაობა 40/50 წლის შემდეგ არ ვიცი და აზრი არ აქვს ამ თემის გაშლას...
This post has been edited by
magistra_vitae
on 6 Mar 2023, 00:24
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MasterJC
♐+♑
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
MasterJC
♐+♑
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 25409
წევრი No.: 86754
რეგისტრ.: 16-March 09
#60159708
· 6 Mar 2023, 01:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ketaaa
QUOTE
მამის გარეშე გავიზარდე, დედის სითბო თითქმის არ მიგრძვნია მაგრამ გვერდით იყო ფორმალურად ) ერთადერთი რაც ყოველთვის მინდოდა და რის დანაკლისსაც ვგრძნობდი სითბო და ურთიერთგაგება იყო და არის, ადამიანები უნდობლობას და სიცივეს იწვევენ ჩემში, მაგრამ ყველა ადამიანში დადებითის მოძებნას ვცდილობ მშობლების გარდა ) ზოგადად ის თეორიაც რო მშობლების გვერდში დგომის გარეშე "გზას აცდენილი" იქნება ადამიანი ძაან ბრუტალურია, ჩემს შემთხვევაში ვაბშე რადიკალურად ხდება ) თვითონ შევუქმენი ჩემს თავს დაცული, თბილი და მრავალმხივი განათლების მქონე და მომცემი გარემო და ამ დრომდე თვითონვე მოვედი აზრზე ყველაა საკითხში, ისე რო არაფერი შემეშლება )))) ასე, რომ არასდროს იქონიოთ სხვა ადამიანებზე მეტი ნდობა, ვიდრე საკუთარ თავზე ))))) ერთადერთი ვისაც მიეყრდნობით, ვინც ზურგით გათრევთ და ვინც ყველაფერს მიგაღწევინებთ არა მშობელი, არამედ თქვენ ხართ თქვენთვის
მშობლის ყოფნა და არ ყოფნა გვერდით მოქმედებს, ხო ფაქტია?
და ისეც შეიძლება გამოვიდეს და ასეც
ობლად გაზრდილ ბიჭს გაჰყვა ახლობელი. 7 წელი იყვნენ შეყვარებულები. სანამ ჩემი სახლი არ მექნება, ვერ მოვიყვან ცოლსო აიკვიატა. და ცოლ-შვილს ზედ დაფოფინებს კრუხივით
მოსიყვარულე მშობლების გაზრდილიც ვიცი, რომ გაატუტუცეს, გადაიჯვა თავზე და საკუთარი ოჯახიც ვერ შეინარჩუნა
და ა.შ.
ერთია რომ მაგალითს იღებ როგორი გინდა იყოს ან არ იყოს ურთიერთობა
მეორეა როცა არ გაქვს ეს მაგალითი (კარგი ან ცუდი) და ასე ცდილობ შექმნა ისეთი ურთიერთობა, რაც გაკლია ან გაამწარო ყველა
magistra_vitae
QUOTE
ეგ არის ძალიან კეთილი საქმე რასაც აკეთებ, ბევრი დაიკიდებდა...არ მოიკლებდა საკუთარ დროს სხვისი ბავშვების გამო...
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
6 ბავშვია გარშემო და ყველა საკუთარივით მიყვარს. თან ჩემს თავსაც ვიჭერ, ზოგჯერ როგორ მესიკვდილება მათთან ურთიერთობები ;დ
უფრო ეგ ორია ფავორიტი + 2 დაიკო
2 ძამიკო ძალიან გვგვანან მე და საკუთარ მამას მაგათ ასაკში ;დ და ნერვებს მაწყვეტენ ;დ;დ
მარა არ ნიშნავს რო იდეალური ვარ იასნია
QUOTE
ამიტომ ვერასოდეს გავუგებ იმ ხალხს, რომლებიც მოხუც და თუნდაც ''ჭკუიდან გადასულ'' ადამიანს იცილებენ-ხოლმე და თავშესაფარში ტოვებენ-ოღონდაც კი ლაზარეთის აურას არ უყურონ სახლში.
რავი მე ნორმალურ პანსიონატში დასაძრახს ვერ ვხედავ, განსაკუთრებით როცა ვერ ახერხებ მათ გვერდით ყოფნას
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ბებიებთან კარგი ურთიერთობა მაქვს. უფრო სწორად, ერთს შეძლებისდაგვარად ვუთმობდი ხოლმე დროს, ვესაუბრებოდი, და აშკარად სჭირდებოდა ეგ
ასაკში რომ შედიან, ნაკლები მეგობარი ჰყავთ უკვე, მეტი და მეტი იღუპება და მარტო რჩებიან, ხმის გამცემს ნატრობენ და ა.შ.
მეორე ბებიას უმეტესად ტელეფონზე ვურეკავ ხოლმე, სამაგიეროდ სხვა შვილიშვილები ჩემზე ხშირად აკითხავენ :-), და ტელეფონზე მარტო მე ვურეკავ ;დ
აი მშობლებთან ვერ ვარ ასე როგორც ბებიებთან და მწყინს რაღაცნაირად
ვერ ვპოულობთ საერთოს
ძალიან განსხვავებულია რიგი ღირებულებები ხოლმე
თუმცა ვცდილობ ცოტ-ცოტას მაინც
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
magistra_vitae
Crazy Member
ჯგუფი: Members
magistra_vitae
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2698
წევრი No.: 111250
რეგისტრ.: 2-February 10
#60159774
· 6 Mar 2023, 02:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
MasterJC
დიდი ენერგია მიაქვს ბავშვებთან და მოხუცებთან ურთიერთობას.
მოხუცები ბავშვებზე ცოტა უფრო სათუთები და ეგოისტები არიან და ბავშვებზე უფრო სწყინთ უყურადღებობა. მოკითხვები სიამოვნებთ ვიცი...მესმის შენი პოზიციაც. რთულია 1 ადამიანი 100 გაიყო...
6 ბავშვს კიარა, ხანდახან მგონია რომ ერთ ბავშვსაც ვერ ვუთმობ სათანადო ყურადღებას.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hyperzet
Rx
ჯგუფი: Moderators
Hyperzet
Rx
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13451
წევრი No.: 44595
რეგისტრ.: 22-October 07
#60159816
· 6 Mar 2023, 03:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Pepper_Crowley
QUOTE
რა გულჩვილი გამხდარხარ. :/
დაუნდობლად გასახიშტია
კი, აბა არა, ცარიელი სენტიმენტები დავრჩი.
არადა, აგერ, ადამიანმა გაიგო გაფრთხილების სუსხი.
მაგრამ, კონტროლზე მყავს, დამშვიიდი, თუ რამეა საზენიტო ქვემეხი მიდევს აქვე.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფსიქოლოგია
|
იქით
»
Pages:
(2)
[1]
2
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0372 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.