მოგიწევს პასუხისმგებლობის თავზე აღება და თავად მიგნება...მე მომიწია :დ
შევარჩიე მეთოდი :დ თან არ მჯეროდა, რომ ვიზამდი, მაგრამ აბა სანამდე მივალ...ბოლოს გამოჩნდა, რომ სადღაც ჰა 20% ვიყავი მისული, თუმცა მენტალური ტანჯვები 95% იყო :დ
რაც "მომეხმარა" არ მომეკლა თავი, თუმცა სენეკებს ვეთანხმები ზოგადად (სიკვდილს არ ვთვლი ბოროტებად)
1. ვიღაც სხვას კლავს, ვიღაც თავს, მკვლელები არიან ესენი (ევოლუციონური ფსიქოლოგია)
არ მინდა მკვლელი ვიყო
2. თავის მოკვლა ყოველთვის კარგია, მაგრამ ყოველთვის გვიანია (ჩორანი)
:დ გენიალურია, თავს მოუხაზა სიორანმა თუ ჩორანმა, ისე შოპეჰნაუერსაც ვურჩევ წაიკითხონ, თუმცა მგონია სულელს თავს მოაკვლევინებენ და ჭკვიანი მათ გარეშეც მოიკლავს თავს ჰაჰაჰ :დ
3. არ მინდოდა "საკუთარი სიკვდილი" დამეკარგა, მინდა ეს ყველაზე დიდი საიდუმლოება, თავად შევიცნო, თავად მივიღო, მაშინ მოხდეს, როცა მოხდება და მოხდება ისედაც...ზოგადად, ყველას ვუსურვებ ბუნებრივად მოკვდეს, "ბუნება არასდროს აკისრებს არავის იმაზე მეტ ტანჯვას, ვიდრე მას შეუძლია აიტანოს" (რომელიღაც მოაზროვნე): მაინტერესებს, როგორია ეს, როცა უჯრედები ბოლომდე აღუდგენელია და კვდები, როგორც მცენარე...
4. ცხოველებმა უკეთ იციან როგორ მოკვდნენ (დელიოზი)
მინდა მეც ვიცოდე, რაც სოკრატემ არ იცოდა/იცოდა
ა.შ.
მთავარია, ვის მიაყენებ ტკივილს როცა მოკვდები? ვისაც უყვარხარ, რატომ უნდა იყო ბოროტი?
ასე რომ, როგორც ტოლსტოიმ თქვა, ერთ-ერთი გამოსავალია "გაწელო", არაფერს კარგავ (და იმხანად შეიძლება რამე შეიცვალოს და აზრი შესძინო ცხოვრებას)
არ მოიკლათ თავები, მე მოგკლავთ (კევორქიანი) :დ
პ.ს. აი, როცა უკვე მიხვდები, რომ უმტკივნეულოდ კვდები და მაშინ ჩასწვდე, რომ თურმე არ უნდა მოგეკლა თავი, ამ აზრმა ხელი ამაღებინა: არაფერი იმაზე მტკივნეული არ იქნებოდა, რომ თავი ასეთ შეცდომაში შევიყვანე და ვეღარ გამოვასწორებ
უპასუხოსმგენლობა მირჩევნია, მომკლავს იმ სამყარომ, რომელმაც გამაჩინა
ხელს არ გავისვრი, თან სისუსტეა, თან იქნებ სიძლიერეცაა, თუმცა ჩემს შემთხვევაში სისუტე უფრო მგონია, მაგრამ ლოგიკას არ ცვლის, ყოველთვის ვცდილობ ლოგიკურად მოვიქცე
სად მეჩქარება, მოსაკლავზე მერეც მოვიკლავ თავს
This post has been edited by gonebadaxshuli on 30 May 2023, 05:59