საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, სკოპიეში, მასპინძელი ჩრდილოეთ მაკედონიის 19-წლამდე გუნდი დიდი ანგარიშით დაამარცხა - 6:2.
სანდრო ავალიანმა დუბლი შეასრულა, ხოლო თითო გოლი ნიკოლოზ ნინიძემ, ლექსო ფეიქრიშვილმა, გიორგი გოგსაძემ და დანიელ ქვარცხავამ გაიტანეს. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა მხოლოდ ორჯერ გამოიჩინა თავი. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში მასპინძელთა მეკარემ ორი მიუტვებელი შეცდომა დაუშვა, რაც ჩვენმა ფეხბურთელებმა გამოიყენეს.
ვასილ მაისურაძის გუნდი, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ მეორე ამხანაგურ მატჩს 14 აგვისტოს, ისევ სკოპიეში, პეტარ მილოშევსკის სახელობის მოედანზე გამართავს.
https://europop.ge/article/55361-u19-sakart...6NsDv5-k3M9xZsM
ნანა, მაკარონი დაადგი!....