მგონი ადრე თუ გვიან ყველაფერი უახლოვდება თავის დასასრულს . დღეს ფორუმი აღარაა აქტუალური როგორც ადრე . ახალმა თაობამ 2000 დან ზემოთ არც კი იციან ამ საიტის შესახებ და რომც გაიგონ ნაკლებად დააინტერესებთ . ეს უკვე მათთვის წარსულის გადმონაშთია . მგონი ტყუილად ვაბრალებთ მოდერებს , იუზერებს , დიზაინს და ა.შ.
ჩემის აზრით ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის რომ საიტი არ განვითარდა არნაირად , აბსოლუტურად ნულოვანი ცვლილება 20 წლის განმავლობაში .
ზუსტად ვერც ვიტყვი რა უნდა შეცვლილიყო ან განვითარებულიყო მაგრამ რაღაცა უნდა მომხდარიყო ისეთი რაც ახალ სიცოცხლეს შესძენდა აქაურობას , საინტერესოს გახდიდა და ადამიანებს მეტად დააახლოვებდა . დღეს ფორუმი გავს ქორწილის მერე ყველა რომ დაიშლება და ერთი ორი პატარა ჯგუფი ყველაზე აქტიურების რომ რჩება სუფრასთან იმის იმედად რომ ტუსოვკა ჯერ არ დამთავრებულა მაგრამ მალევე რომ ხვდებიან იმას რომ დაშლის დრო მოვიდა ...
(დინვისპროფესორისსმაილი)
Follow the white rabbit .............