რაღაცის თქმა მსურდა ყოველთვის.
მესის და რონალდოს ვინმეს დასაწუნი რა სჭირს, უბრალოდ რატომ არ შეიძლება მესი არ მომწონდეს და არ მივიჩნევდე საუკეთესოდ მსოფლიოში?
ჩემი აზრით ეს ბანერები- გოუთის, რაც ტრიბუნაზე არის ხოლმე გადმოფენილი და ზოგადად იუთუბ კომენტარები მესიმ თამაში რომც ჩააგდოს, რომ აი ვსო მესი გოუთს უბრალოდ არ გაუმართლა ეგეთებს რომ წერენ ცოტა გამაღიზიანებელია.
დავიწყოთ იმით, რომ რეალის თითოეული ფეხბურთელი, რომელიც ყოველ წელს ლამის ჩემპ.ლიგას, ევროპის სუპერთასებს და მსოფლიო საკლუბოს იგებს ტიტულების მხრივ მესიზე მაღლა დგას აპრიორი და მერე კიდევ, მსოფლიოში საუკეთესო როგორ შეიძლება იყოს, როდესაც მბაპეს უკვე მოგებული ქონდა წინა მსოფლიო ჩემპიონატი და პელეს სამჯერ აქვს მოგებული და მაგას მაინც ვერ დაეწევა. ამას დავამატოთ, საკლუბო დონეზე 2015 წელს აქვს ჩემპიონთა ლიგა მოგებული და ყოველ წელს მიჯრით ვარდებოდა მისი გუნდი და ვერაფერს ცვლიდა მესი.
ტიტულებზე თუ არის რამოსი 2010 წელს უკვე მსოფლიოს ჩემპიონი იყო, საკლუბო ტიტულებს რომ თავი დავანებოთ

და რა რამოსი გოუთია მაგის გამო?
ბაზარი არაა მესის გაჩერება შეუძლებელია, მარსელთან და ლილთანაც დაამტკიცა ეგ, უბრალოდ ვსო არაფერი აქვს დასამტკიცებელი და იდეალური კარიერა ქონდაო მთლად მაგასაც ვერ იტყვი. საფრანგეთში პესეჟე რომ ჩემპიონი არ გახდეს ეგ უფრო იქნება გასაკვირი.
პირადად მე ეგრე ვფიქრობ, მესი დაიბადა მაგ ნიჭით, არაა ზარმაცი და ყოველ წელს სტაბილური იყო, უბრალოდ ამ ეპოქაშიც კი არ უნდა მიიჩნეოდეს მესი საუკეთესო ფეხბურთელად.
და ზოგადად რაც არ უნდა ქნას სიცოცხლეშივე გაფანატება ადამიანის არ მესმის, თითქოს ცუდი მხარე არ აქვს და თუნდაც მსოფლიო ჩემპიონატის დროს სხვებთან მიმართებაში ცუდად არ მოქცეულა.