შექსპირიც კი გადატრიალდა ჩვენი ცოდვით და გადააკეთა 66-ე სონეტი
***
ყველაფრით დაღლილს სანატრელად ბრძოლაღა დაგვრჩა,
რადგან ოხანად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან კალაძემ შეიფერა ესთეტთა ფარჩა,
რადგან ხუნდაძე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან ირაკლი ღარიბაშვილს დაადგეს დაფნა,
მოროშკინათი შელახულა უმანკოება,
რადგან გრეჩიხებს ძლიერ უნდათ მაყუთის დაფრცქვნა,
და ხუინდრავა მოღალატის დადგა დროება.
წულუკიანი ხელოვნებას ანაცვლებს ბოღმით,
რადგან ირაკლი კობახიძე ცრუობს ადვილად,
რადგან სუბარი გადაკეთდა რუსული მოდგმით,
რადგან ქვეყანა ანაკონდას ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევთ,
მაგრამ არ მინდა, საქართველო ქოცებს რომ დარჩეთ!