ამ თემაში მინდა 2 მთავარ სტრატეგიულ შეცდომაზე გავამახვილო ყურადღება რომელსაც ყველა (ვისაც ეს კანონი არ გვინდა) ვუშვებთ.
1) "ეს კანონი რუსულია"...
ეს არის ძალიან ცუდი სტრატეგიული სვლა.
ეს კანონი არ არის რუსული... ეს კანონი არის დიქტატორების საყვარელი კანონი და არის დიქტატორული.
და იმის გამო რომ რუსეთი დიქტატორულია და პუტინი დიქტატორია მათაც მოირგეს ეს კანონი რა თქმა უნდა.
რატომ არის ამ კანონისთვის რუსულის დაძახება სტრატეგიულიად ცუდი სვლა? იმიტომ რომ მოწინააღმდეგეს ვაძლევთ დემაგოგიისთვის დიდი არეალს.
ისინი იწყებენ იმის ძახილს რომ არ არის რუსული, აი ამერიკასაც აქვს... გამჭვირვალობა და ა.შ.
თუ კანონს დიქტატორულს დავუძახებთ ამით დემაგოგიის არეალი მკვეთრად იკლებს.... და პრობლემა დასახელდება პირდაპირ და კონკრეტულად...
ანუ კანონი არ მოგვწონს იმიტომ რომ ის პოლიტიკური ოპონენტების შევიწროების და დევნის იარაღიად ჭირდებათ და დიქტატორული რეჟიმის გამყარებისთვის იღებენ...
მას არაფერი აქვს ბუღალტრული აღრიცხვის გამჭვირვალობასთან საერთო და მთავარი მიზანი პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაა.
ეს უნდა იყოს ნარატივი და არა რუსეთი, ევროპა, ამერიკა... რადგად მერე იწყება გეი ევროპა, ამერიკასაც აქვს, რუსეთი რა შუაშია ძმაო და ეგეთი კვერცხობები...
2) ყველაზე მთავარი სტრატეგიული შეცდომა და მოვლენების ვერ გაგება სწორი კუთხით...
"ისინი ამ კანონს იღებენ იმიტომ რომ ვერ ხვდებიან რუსეთი რომ ომს აგებს და მიყვებიან სამარეში წაგებულ რუსეთს"....
ბევრჯერ გაჟღერდა ესეთი ნარატივი... და როცა წააგებს რუსეთი მერე პირველი გადახტებიან "ევროპულ ნავში"...
აქ მთავარი შეცდომაა რომ ვითომდა ისინი ვერ ხვდებიან რომ რუსეთი ომს აგებს...
პირიქით მეგობრებო... ისინი რომ მიხვდნენ რომ რუსეთი ომს აგებს და 2024 წლის არჩევნები მოუწევთ დიდი ალბათობით წაგებული რუსეთის ფონზე ჩატარება სწორად ამიტომ აკეთებენ ამ მოძრაობას.
რადგან მარტონი რჩებიან და რუსეთი ვეღარ დაეხმარება ეს ერთი და წაგებული ომის ფონზე პრო-ევროპული ნარატივი და ე.წ. "დუხი" ამაღლებული იქნება.
წაგებული რუსეთის ფონზე 2024 წლის არჩევნები თვითონაც რომ არ წააგონ ამისთვის უნდათ ეს კანონი როგორც პოლიტიკური იარაღი...
რომ მიხვდენ რომ რუსეთი აგებს სწორედ იმიტომ ესე დაჩქარებულად აფაფხურდნენ...
ამის გაგება არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ მოვლენები სწორი კუთხით დალაგდეს...
დანარჩენი რავიცი

იმედია გადავრჩებით და ბოლოს სიკეთემ უნდა გაიმარჯვოს
იმედია დედაში დაბრუნდებიან... ზღარბებით მოფენილი ბილიკით... ზურგზე ჭიპლარის რტყმით და სანაყოფე სითხით სავსე თასებით ხელში...
.............................
I'm pretty sure Romeo just wanted sex...