დღეს ხელისუფლებამ გადალახა რუბიკონი.
დღეს ხელისუფლებამ უღალატა ქართველი ხალხის ისტორიულ ნებას, მის მისიას და გზას - ყოფილიყო ებროპულო ოჯახის ნაწილი.
დღეს საქართველო არის ოკუპირებული რუსეთის მიერ.
საქართველოს მართავს რუსის სატრაპი ოლიგარქი, რომელიც გეგმაზომიერად მიგვაქანებს საბჭოთა კავშირში 2.0
ეს არ იქნება ხვალ და ზეგ,
მაგრამ იქნება 5-10 წელიწადში.
აღარ იქნება დასავლეთის ფულები,
თავისუფალი მედია,
ენჯეოები,
დამოუკიდებლად მოაზროვნეები.
ყველა ან გაიქცევა და ან დაიჭერენ (იხილე რუსეთი 2012 წლიდან)
საქართველო იქნება "გამეფებული", სოფლელი შულერ-დიქტატორის,
მის სიკვდილამდე და მერე მის ჯიშსა და ჯილაგს დაუტოვებს,
ალია ალიევების კლანი.
და დანარჩენი იქნება ბნელი, გაუნათლებელი, ღარიბი, ლოთი და დანევროზებული ბიდლო.
დაახლოებით, როგორც რუსეთი, ოღონდ ატომის, გაზის და ნავთობის გარეშე.
დღეს ამ კანონის მიღებით - მე პირადად და ბევრი ჩემნაირი გამოაცხადეს უცხოეთის აგენტად.
(დიახ, ამ კანონით, მე და ჩემი ყველა პროექტი არის უცხოური არხებიდან დაფინანსებული)
ერთადერთი გზა რაც დარჩა არის მიტაცებული სახელმწიფოს გამოხსნა და ოლიგარქიული დიქტატურის დასრულება.
ყველა მეთოდით, საშუალებით, გზით.
დღეიდან ეს სახელმწიფო ჩემი აღარ არის.
დღეიდან მე აღარ ვცნობ ამ სახელმწიფოს.
ეს არის კოლაბორაციონისტული რეჟიმი, რომელიც უნდა დაემხოს.
არჩევნებით, რევოლუციით, ომით,
ნებისმიერი გზით,
ნებისმიერი საშუალებით.
უკან გზა აღარ არის.
და არც შუა გზა არ არის.
ან ვართ სინათლის ჯედაები და ან სიბოროტის ორკები.
სიჩუმე - ნიშნავს სიბოროტეს.
ყველა დეპუტატი და მაღალჩინოსანი გასამართლდება დღევანდელი დღისთვის.
ყველა, სახელობით, უკლებლივ.
ქოცი და მისი მხარდამჭერი არის ჩვენი საქართველოს მტერი.
ან თქვენ და ან ჩვენ.
დაე, მოხდეს რაც მოსახდენია
8 მარტი
2023 წელი
This post has been edited by Codex on 8 Mar 2023, 03:25