
ირაკლი კობახიძე, და შესაბამისად ქოცობა აცხადებს, რომ ეს კანონი არ ეხებათ არავის გარდა პოლიტოკოსებისა და პოლიტიკაში ჩართული ხალხისა.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პოლიტიკოსებს ვუპირებთ დევნასო ესეც კმარა, მაგრამ ამით ცდილობს მოატყუოს ხალხი, თითქოს თქვენ კი არ გერჩით, "ნაცებს" ვანადგურებთ.
მაგრამ ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რასაც კობახიძე იძახის, მეცნიერებს, სტუდენტებს და ა.შ. აგენტებს დაუძახებს თუ არა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ასეთ ქვეყანასთან არავინ აღარ ითანამშრომლებს.
როგორც ეხლა ირანში არავინ დააფინანსებს მეცნიერებს, სტუდენტებს და ა.შ. ისე აქაც აღარავინ არაფერს დააფინანსებს.
ეს კაცი ამბობს კარგად, უკვე იკავებენ თავს უცხოური ფონდები ქართულ ჯგუფებთან თანამშრომლობისგან.
კობახიძე კი უსინდისოდ იტყუება, ძალიან კარგად იცის სადამდე მივა ეს კანონი. მათი რეალური მიზანიც ესაა, არავინ არ უნდა იყოს ქვეყანაში ისეთი ვინც სხვისი ფულით არსებობს, ვინც იქნება უნდა იყოს ბიუჯეტზე ან რუსულ ფულზე და შესაბამისად იძულებული იყოს სამთავრობო გუნდის პროპაგანდით დაკავდეს. ესაა რეალური მიზანი ამ კანონის, თორე აგენტების ძახილი და რაღაც სისულელეები, ეგ ეხლაც შეუძლიათ სულ არ ჭირდებათ კანონი. ისედაც მაგას აკეთებენ რაც ხელისუფლებაში არიან მაგის მეტი რო რამე ეკეთებინათ, უკეთესი ქვეყანა იქნებოდა.
This post has been edited by manuchari123456 on 8 Mar 2023, 16:11