"უკრაინის "გარდაუვალი" გამარჯვება რეგიონის ფორმირებისთვის- სააკაშვილი" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას "ფრანს-პრესი".გამოცემამ ადვოკატის საშუალებით ინტერვიუ ჩაწერა მიხეილ სააკაშვილთან, სადაც მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ დაწყებულ ომში უკრაინის გამარჯვება გარდაუვალია და ეს სამუდამოდ შეცვლის რეგიონს, სადაც დიდი ხანია დომინირებს მოსკოვი.
ავტორი სტატიას იწყებს ფაქტით, რომ გამოჩენილი პროდასავლელი რეფორმატორი ციხეშია 2021 წელს, უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ. ექიმებმა განაცხადეს, რომ ის ახლა სიკვდილის რისკის ქვეშ იმყოფება იმ მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც მას პატიმრობაში განუვითარდა.
https://mtavari.tv/news/116976-ukrainis-gar...rjveba-regionis"ვერც ერთი ავტოკრატი ვერასოდეს დაიმორჩილებს თაობას, რომელიც თავისუფალ საქართველოში გაიზარდა“, - თქვა მან და მხედველობაში ჰყავს საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ადამიანის უფლებების შესახებ ბოლოდროინდელ ანგარიშში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობა დაასახელა პატიმრობაში მყოფთა საკითხთა შორის.
2 მარტს, Amnesty International-მა და Human Rights Watch-მა დაადანაშაულა საქართველოს მთავრობა სააკაშვილისთვის „ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევაზე უარის თქმაში, რაც მას სიკვდილის, ინვალიდობის ან ჯანმრთელობის სხვა შეუქცევადი ზიანის საფრთხის წინაშე აყენებს“.
ევროპულმა საბჭომ - ასევე მოითხოვა მისი გათავისუფლება და აღწერს მას, როგორც "პოლიტპატიმარს, რომელიც ეწინააღმდეგება (რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ) პუტინს".
სტატიის ბოლოს ავტორი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში 2003 წელს, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოვიდა. ცხრა წლის განმავლობაში ის ატარებდა ფართო რეფორმებს და დაამყარა მჭიდრო კავშირები დასავლეთთან. ხოლო როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა 2008 წლის აგვისტოში, სააკაშვილის პროდასავლური ორიენტაციის გამო, მზარდი დაძაბულობის შემდეგ, სააკაშვილმა გააფრთხილა დასავლეთი, რომ უკრაინა იქნებოდა კრემლის შემდეგი სამიზნე.
მიხეილ სააკაშვილმა AFP-ს განუცხადა, რომ ახლა "დასავლეთი გამოფხიზლდა და გაერთიანდა" უკრაინაში პუტინის ომის წინააღმდეგ. მისი თქმით, „დასავლეთმა უნდა მიიღოს და მოემზადოს, რომ რუსეთის ფედერაცია დაიშლება“.
დემენცია არ ქონია შაქრო
თავისუფლება მიშას
სიკვდილი რუსულ ოცნებას და რუსეთს
There exist 3 types of pro-russian Georgians. The first are mentally russified Georgians who can only be cured by eventual death. The second are idiots who know nothing about history. The third are supporters of mass corruption as they get benefits from it