Krusty_the_Clown
Wise member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 6726
წევრი No.: 200823
რეგისტრ.: 9-April 15
|
#60212721 · 21 Mar 2023, 09:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ივლისის ძალადობა - დაუსჯელი ორგანიზატორები
QUOTE | აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, მთავრობის წარუმატებლობამ, სანდო გამოძიება ჩაეტარებინა და სამართლებრივი დევნა განეხორციელებინა 2021 წლის ივლისის ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ, მოიტანა ის, რომ ამ სამართალდარღვევებთან დაკავშირებულები დაუსჯელი არიან. |
20-21 ივნისისა და მუხთარლის საქმეები
QUOTE | ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ იგივე ვითარებაა 2019 წლის ივნისის დემონსტრაციების დროს ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ არასათანადო ძალის გამოყენებისა და 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცებისა და გადაცემის საქმეებზე. |
გვარამიას საქმე -ოპონენტების გაჩუმება
QUOTE | სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშში საქართველოზე ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და საერთაშორისო ჯგუფებმა, მათ შორის Amnesty International-მა და ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ), გააკრიტიკეს 16 მაისის გადაწყვეტილება, რა დროსაც ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯეს.
სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ გვარამიას საქმე სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პოლიტიკურ დევნად შეაფასეს. როგორც ანგარიშში წერია, Amnesty International-ის თანახმად, გვარამიას გასამართლებისას „რიგ საქმეებში სასამართლოებზე ხელისუფლების მზარდი გავლენა გამოავლინა, რაც ხელისუფლების კრიტიკოსებისა და ოპონენტების გაჩუმებას ისახავს მიზნად”. |
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
QUOTE | ანგარიშის ავტორები წერენ, რომ 2021 წლის დეკემბერში საპარლამენტო კენჭისყრის შემდეგ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური (SIS) მარტში გაუქმდა. მის ნაცვლად შეიქმნა ორი ცალკე უწყება, რომელიც იძიებს სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასა და პერსონალურ მონაცემების საქმეებს.
წინა მანდატისაგან განსხვავებით, რომ ყველა სამართალდამცავი ორგანოს მიმართ თანასწორუფლებიანობის საფუძველზე მოხდეს გამოძიება, კანონი ახალ საგამოძიებო უწყებას არ აძლევს უფლებას გამოიძიოს პროკურორების მიერ ჩადენილი ზოგიერთი დანაშაული, როგორიცაა მკვლელობა და სხეულის დაზიანება. |
სააკაშვილის საქმე - სავარაუდო არაადამიანური მოპყრობა
QUOTE | პარლამენტის ქმედებებამდე რამდენიმე დღით ადრე, SIS იძიებდა ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არაადამიანურ მოპყრობას 2021 წლის ნოემბერში მისი იძულებით გადაყვანის დროს რუსთავის ციხიდან გლდანის პენიტენციარულ კლინიკაში.
საგამოძიებო სამსახურმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს მონაცემთა დაცვის კანონი სააკაშვილის შესახებ რამდენიმე საკამათო ვიდეოს გამოქვეყნებით. |
QUOTE | აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებათა პრაქტიკის შესახებ მოიცავს საერთაშორისოდ აღიარებულ ინდივიდუალურ, სამოქალაქო, პოლიტიკურ და შრომის უფლებებს, როგორც ამას განსაზღვრავს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და სხვა საერთაშორისო შეთანხმებები. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი დახმარების მიმღებ, ასევე გაეროს ყველა წევრი სახელმწიფოს შესახებ ანგარიშებს წარუდგენს აშშ-ს კონგრესს 1961 წლის საგარეო დახმარების აქტისა და 1974 წლის ვაჭრობის აქტის შესაბამისად. |
--------------------
הערשעל שמױקל פּינחס ירוחם קרוסטאַפֿסקי
|