შესავალი კარგად წერია როგორც ჩანს ჩახედული ხარ რელიგიურ საკითხებში.
კითხვაზე კი მარტივია პასუხი და სადღაც შორს "არქეოლოგიურ გათხრებში" რომ არ წავიდეს ადამიანი იმ კითხვაზე პასუხის ძიებაში თუ როგორია ღმერთი კარგი თუ ცუდი. უნდა იმ რეალობიდან დაიწყოს ძებნა სადაც ხარ.
უნდა დაისვას კითხვა როგორია სამყარო. ესეიგი ფლორა, ფაუნა, კოსმოსი, დედამიწა მიწით და ზღვით.
პასუხი იქნება შესანიშნავი, გადასარევი, ულამაზესი გენიალური და სხვა მრავალი ეპითეტი რაც შეიძლება ადამიანმა გაიმეტოს.
მეორე კითხვა როგორია თავად ადამიანი ასევე მშვენიერი გადასარევი გენიალური და სხვა.
თუ ეს ყველაფერი კარგია მაშინ მისი შემქმნელიც კარგი გამოდის მარტივი ლოგიკაა.
ზოგადად კი ქრისტიანობაში ასეა ნათქვამი რომ ადამიანი როცა იბადება მას ეძლევა სხვადასხვა ოდენობის ტალანტი საჩუქრად. ანუ ის ყველაფერი რაც მოგწონს ადამიანს საკუთარ თავში თუ გარშემო. თუ ადამიანი მადლობელი იქნება და კარგად გამოიყენებს ამ საჩუქარს ნათქვამია რომ განუზომლად მეტი უკეთესი მიეცემაო.
ხოლო თუ ადამიანი იტყვის რომ მე ეს ყველაფერი კი მინდა რაც მაქვს მაგრამ ღმერთი არ მინდა. ესეთ ადამიანს ის კარგირაც აქვს ისიც წაერთმევაო. ასე მოუვიდა ზოგიერთ ყოფილ ანგელოზსაც და ასე მოუვა ადამიანსაც.
ზოგადად ეს პრინციპი მოქმედებს თითოეულ ადამიანზე.
რაც შეეხება ძველ აღთქმას. მაგ საკითხებზე ადვილია პასუხი თუმცა მანამდეერთ კითხვას დავწერ რომელსაც არავინ პასუხობს.
როცა საუბარია დედამიწზე ომები და უბედურებები რომ ხდება და ბევრი ბოროტი ადამიანი მანიაკი თუ სხვა აკეთებს დანაშაულსო.
ანუ ვინც ამ კითხვას სვავს რომ წარმოიდგინოს თავი ყოვლისშემძლე ღმერთად რომ გყავს ბევრი ანგელოზები და უკიდეგანო ძალაუფლება როგორ მოაგვარებდი ამ პრობლემებს დედამიწაზე და შექმნიდი იდიალურ სამყაროს სადაც მოხდებოდა მხოლოდ კარგი ანუ რა რეფორმებს და ნაბიჯებს გადადგავდი.?
ვიცი რთული კითხვაა.