ჩემი შვილი ხელში მობილური ტელეფონით დაიბადა
სხვანაიარად კომუნიკაცია არ შეგვეძლო.
მე საღად მოაზროვნე ქალი ვარ , არ გამაგონოთ თეორიები გულისცემაზე, სისხლის წნევაზე , უცხო ენებით საუბარზე...
მე საღად მოაზროვნე ქალი ვარ , არც ტელეპატიის და ჰოროსკოპების მჯერა
ჩემი პატარა ქიმიობიოლოგიურად გაჩნდა და მეცნიერულად აღწერილია თუ როგორ იყო ეს ყველაფერი.
ჩემი პატარა ხელში მობილურით დაიბადა.
დამირეკა.
მე ავუხსენი, რომ თავდაპირველად თავი უნდა გამოსულიყო.
ყურმილითვე ვასწავლიდი მართებულად მეტყველებას...
მრავალი თვე - ჩემი და მისი დრო - უქმად რატომ უნდა დაეხარჯა თვალების ფახულსა და ცერა თითის წოვაზე?
\
მინდოდა იმთავითვე ეფიქრა კარიერაზე ,
ადრევე ეგრძნო ფეხებქვეშ დიდების გზა და არ დაეკარგა ჩვენ ორის ძვირფასი დრო, მაგრამ...
ჩემი პატარა შუაღამით დაიბადა
და არ მოძრაობდა
რაღაც აუხსნელი აკლდა
მის პატარა ხელებში ტელეფონი შუქურასავით ანათებდა
თხელ წითელ ზოლად,
და,
მაინც -
გემი კლდეს დაეჯახა
Cristina Ehin - თანამედროვე ესტონური პოეზია
მიმაგრებული სურათი