გამარჯობა. მოკლედ რაშია საქმე.ძალიან არ მომწონს საკუთარი თავი. და რას ვგულისხმობ გეტყვით.
ძალიან ვარ პოლიტიკით დაინტერესებული. შემიძლია მთელი დღე ნიუსების კითხვაში და ამ სისულელეებზე ფიქრში გავატარო. თან რაც მთავარია ამაზე ვნერვიულობ და მსტრესავს, მაგრამ მაინც ვაგრძელებ ამაზე ფიქრს. თან ვაცნობიერებ რომ არ მაძლევს ეს არაფერს, არც ფულს, არც განვითარებაში მეხმარება და ამას ვუყურებ როგორც რაღაცა შოუს, შეჯიბრს, გასართობს.
რაღაც ილუზიებში ვცხოვრობ. მაქვს ამბიციები იმისა, რომ გავხდები პოლიტიკოსი, შევცვლი სამყაროს და რაღაც მსგავსი სირობები
ხოდა აღარ მინდა ასე ცხოვრება. მინდა ინტერესის სფერო შევიცვალო. მინდა დავინტერესდე ბიზნესით, მაგრამ ამას ვერ ვახერხებ და არ ვიცი რატომ. იდეაში ხომ ბიზნესმენს უფრო მეტი სარგებელი მოაქვს სამყაროსთვის ვიდრე პოლიტიკოსს, ანუ ბიზნესმენი ქმნის პროდუქტს, სამუშაო ადგილებს, ეკონომიკას ავითარებს და საკუთარი თავისთვისაც მოაქვს სარგებელი, აქვს ფული და ზრუნავს როგორც საკუთარ თავზე, ისე გარშემომყოფებზე. ქველმოქმედებას ეწევა და რავი კაროჩე წურბელა პოლიტიკოსებზე უფრო მეტ კარგ საქმეს აკეთებს.
მაგრამ ამას ვერ ვაგებინებ საკუთარ თავს. ანუ გონებას ესმის რომ ბიზნესმენობა და კერძო სექტორში მუშაობა ჯობია, მაგრამ დებილ გულს ვერ ვაგებინებ ვერაფერს და უნდა ისევ ძველ სულელურ ოცნებებში და ილუზიებში დავრჩე.
გარდა ამისა, ვერც კინოთი და ლიტერატურით ვინტერესდები. ანუ კი, ვუყურებ ფილმებს და წიგნებსაც ვკითხულობ, მაგრამ ამას ძალით ვაკეთებ, ანუ რეალურად ვერ ვინტერესდები რა. ფილმში სასაცილო მომენტზე არ მეცინება, სევდიან მომენტზე არ მეტირება და რავი კაროჩე ვუყურებ არა როგორც საინტერესო ამბავს, არამედ როგორც რამდენიმე მსახიობს რომლებიც თამაშობენ და თავიანთ პროფესიულ საქმიანობას ასრულებენ

წიგნზეც იგივე ხდება.
ხოდა მოკლედ მინდა შევიცვალო რა. თავი დავანებო ამ უაზრო პოლიტიკაზე ფიქრს, დავინტერესდე ბიზნეს ნიუსებით, კინოთი, ლიტერატურით, რავი ვიცხოვრო როგორც ნორმალურმა,საინტერესო ადამიანმა.
გარდა ამისა, მაქვს კანცეროფობია და რომ მესმის რომ სტრესი ჯამრთელობისთვის ცუდად მოქმედებს, მაღიზიანებს უფრო და კაროჩე :დდდ
მოკლედ ხომ ვერ მომცემთ რჩევას, როგორ შევიცვალო? როგორ შევიცვალო ინტერესის სფერო, გამიგია რომ ეს შეუძლებელია და ადამიანი ვერ გადაწყვეტს იმას, თუ რითი დაინტერესდეს. მე კი ეს არ მსიამოვნებს და მაინც ვეძებ რაიმე ხერხს ამ მიზნის მიღწევაში. მადლობა წინასწარ.