Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(2)
[1]
2
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ზვიად გამსახურდია 81 რეფერენდუმი 29
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ronald_wesley
ტემარტისტი
ჯგუფი: Members
ronald_wesley
ტემარტისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 18529
წევრი No.: 187156
რეგისტრ.: 6-June 14
#56080846
· 31 Mar 2020, 22:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კორონასგადამკიდე სულ დაგვავიწყდა ზვიადის დაბიდუბი.
ღმერთმა აცხონოს უამრავი შეცდომა ჰქონდა და ძაან სისულელებიც ჩაიდინა მაგრამ უანგაროდ უყვარდა სამშობლო .
არ გააჩერეს სამწუხაროდ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
როზეტა.სთოუნედ
Super Member
ჯგუფი: Registered
როზეტა.სთოუნედ
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 901
წევრი No.: 231146
რეგისტრ.: 18-April 17
#56154249
· 15 Apr 2020, 18:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ადამიანი დააკნინა სტალინმა და ბოლშევიზმ კომუნიზმის სატანურმა რელიგიამ
ადამიანი ბუნების შვილია, ადამიანი ღვთის შვილია, ადამიანი ბუნებით არ შეიძლება იყოს გამოსირებული
ზვიადი და მერაბი დგანან დამოუკიდებელი საქართველოს სატავეში რადგან მათ მოიპოვეს საკმარისი სულიერი ძალები რათა ებრძოლათ კომუნიზმის ურჩხულთან , მიეღწიათ მიზნისთვის და დაელახვრათ იგი!
საქართველოში გაჭირვება უნდა დასრულდეს, საქართველო უნდა გაბრწყინდეს და ეს ასეც მოხდება. ხოლო ის დაკნინებულობა , რაც დღეს ქართულ პოლიტ ყოფაში შეინიშნება ეს ჩვენი დაცემული ბუნების გამოვლინებაა. ჩვენც უნდა ვეცადოთ რომ მოვიპოვოთ სულიერი ძალები. დააკაკუნეთ და გაგეღებათო - ბრძანებს უფალი.
ჩემის აზრით, აუცილებელია მეტი შრომა სულიერების პლანში. მხოლოდ ეს გვიშველის.
შეიძლება ჩემი სიტყვები ეგზალტირებული ადამიანის თვალსაზრისად მოგეჩვენოთ, მაგრრამ უფალმა განსაჯოს ვარ თუ არა მართალი.
გაგიმარჯოთ მეგობრებო.
მიმაგრებული სურათი
(გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
--------------------
.........
https://www.youtube.com/watch?v=aGSKrC7dGcY.
მამუკა მქვია. გოგო არ ვარ ნუ მკერავ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Krusty_the_Clown
Wise member
ჯგუფი: Members
Krusty_the_Clown
Wise member
ჯგუფი: Members
წერილები: 6726
წევრი No.: 200823
რეგისტრ.: 9-April 15
#60243010
· 31 Mar 2023, 12:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, გაიმართა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი, რომლის შედეგების საფუძველზეც უზენაესმა საბჭომ მალევე, 1991 წლის 9 აპრილს, მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
31 მარტის რეფერენდუმით საქართველომ საბოლოოდ გააქარწყლა ორი კვირით ადრე გამართული ე.წ. სსრკ-ის შენარჩუნების თაობაზე ჩატარებული საკავშირო რეფერენდუმის შედეგები.
დღეს, ასევე დაბადებულია დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია.
QUOTE
ამავე დროს, რეფერენდუმის ორგანიზების ხარისხითა და მისი შედეგებით, საქართველომ საბჭოთა პროპაგანდის გარღვევა და მსოფლიოს თანამეგობრობის ყურადღების მიპყრობაც შეძლო.
ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უწყებაც სწორედ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის დროს დაინტერესდა სერიოზულად საქართველოთი. შემთხვევით არ იყო, რომ ამერიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა (უფროსმა) რეფერენდუმის დღეებში საქართველოში მიავლინა თავისი წარმომადგენელი, ამერიკის 37-ე პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი, რომლის ვიზიტი უთუოდ მიანიშნებდა ამერიკის გაზრდილ ინტერესსა და რეალური ურთიერთობებისათვის გარკვეული საფუძვლის მომზადებაზე.
„ნიქსონის ჩამოსვლით ამერიკა მიანიშნებდა მოსკოვს, რომ იგი პატივს სცემდა და ანგარიშს უწევდა საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილებას ქვეყნის დამოუკიდებლობის სასარგებლოდ“ - შენიშნავს ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე.
QUOTE
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, რომლის უმრავლესობას 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ (ზვიად გამსახურდიას გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური პარტიების ბლოკი) შეადგენდა, 1991 წლის 28 თებერვალს გამოცემული N166-1 დადგენილებით აკრძალა 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმის საქართველოს ტერიტორიაზე გამართვა. მეტიც, ამავე დადგენილებით, უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დანიშნა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი ერთადერთი კითხვით:
QUOTE
მოგვიანებით, 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმის გაუქმებისა და 31 მარტის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დანიშვნის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ასე ახსნა:
„1919 წლისა და 1990 წლის არჩევნებით ქართველმა ხალხმა XX საუკუნეში უკვე ორჯერ დაადასტურა თავისი ნება - ჰქონდეს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა, ამიტომ საბჭოთა კავშირის შენარჩუნების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამასთან, ბუნდოვანია რეფერენდუმის კითხვა, გაურკვეველია, რას წარმოადგენს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის განახლებული ფედერაცია, მით უმეტეს, რომ მისი სტატუსი არც ერთი იურიდიული დოკუმენტით არ არის განსაზღვრული. გარდა ამისა, არ შეიძლება არსებობდეს სუვერენულ სახელმწიფოთა ფედერაცია. სსრკ კანონით რეფერენდუმის შესახებ ილახება საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტი, რადგანაც რესპუბლიკის მომავალი ბედი განისაზღვრება არა მისი მოქალაქეების, არამედ სსრ კავშირში შემავალი სხვა „მოკავშირე რესპუბლიკების“ მოსახლეობის გადაწყვეტილებით“.
ყველა დამოუკიდებლობის რეფერენდუმზე!
QUOTE
დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის გამართვის იდეამ ლამის მთელი საქართველო გააერთიანა. არადა, ამ დროისთვის ეროვნული მოძრაობა უკვე საფუძვლიანად იყო გახლეჩილი. 22 მარტს საქართველოს მწვანეებმა და საქართველოს ეროვნული თანხმობის ასოციაციამ გაავრცელეს ნიშანდობლივი მიმართვა, რომლის ადრესატები იყვნენ პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების წარმომადგენლები:
„იმის გამო, რომ რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება უკვე ოფიციალურად არის მიღებული (მიუხედავად ამ რეფერენდუმის მიზანშეწონილობისამდი განსხვავბეული შეხედულებებისა), თითოეული ჩვენთაგანის ვალია, ხელი შევუწყოთ მაქსიმალური შედეგის მიღწევას - დავანახოთ მთელ მსოფლიოს, რომ ყოველგვარი პარტიული თუ სხვაგვარი დაპირისპირების მიუხედავად, ჩვენ ყველას გვაერთიანებს ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის იდეა. მოვუწოდებთ საქართველოს მთელ მოსახლეობას, მხარი დაგვიჭიროს ჩვენი ჩანაფიქრის ხორცშესხმაში - რეფერენდუმამდე გარკვეული დროის განმავლობაში საქართველოში დამყარდეს რეალური თანხმობისა და სიმშვიდის პერიოდი“.
რეფერენდუმის შედეგები
QUOTE
საქართველოს თითქმის მთელმა მოსახლეობამ მართლაც მიიღო მონაწილეობა 31 მარტის რეფერენდუმში და მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალურმა სარეფერენდუმო კომისიამ 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები მალევე შეაჯამა:
რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 3 მლნ 334,3 ათასმა ადამიანმა ანუ ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90,7 %-მა;
სარეფერენდუმო კითხვას დადებითად („დიახ”) უპასუხა 3 მლნ 295,5 ათასმა ადამიანმა (99,08%-მა);
სარეფერენდუმო კითხვას უარყოფითად („არა”) უპასუხა 16,9 ათასმა ანუ 0,51%-მა.
QUOTE
აფხაზეთის
ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 347.175. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 61,27%-მა, კენჭისყრაში - 61,23%-მა. სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირა კენჭისყრის მონაწილეთა 97,73%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 59,84%-ს. უარყოფითად გადაწყვეტას - 1,42%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 0,87%-ს.
ცხინვალში
, ყორნისისა და ჯავის რაიონებში რეფერენდუმი არ ჩატარებულა, მაგრამ საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რიცხვში გათვალისწინებულ იქნა ამ რეგიონის ამომრჩეველთა რაოდენობა. ცხინვალის რაიონში რეფერენდუმი ჩატარდა შვიდ სასოფლო საკრებულოს ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 11 376 იყო. გაიცა 10 182 ბიულეტენი, რომელთაგან ორი ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი გასცა 10180-მა ამომრჩეველმა.
QUOTE
„უზენაეს საბჭოს რეფერენდუმის გარეშე რომ გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა, ესეც სავსებით ლეგიტიმური იქნებოდა, რადგან ამ ლოზუნგით აგვირჩია ხალხმა, ასეთი იყო ხალხის ნება, მაგრამ ზვიადმა თქვა, რეფერენდუმით გავაკეთოთ, რათა აღარასოდეს იყოს საკამათოო. სულ გვეშინოდა, რომ რაღაც ტალღა მოვიდოდა და ხალხის რაღაც ნაწილი, როგორც 1921-ში, შეეცდებოდა უკან დაბრუნებას. ამის შიში გვქონდა. ზვიადი ამბობდა, რაც შეიძლება შორს უნდა გავიდეთ, რომ უკან ვეღარავინ დაგვაბრუნოსო. და ამაში იყო მართალი. ვეღარ ბედავს. ეს მისი დამსახურებაა“.
აკაკი ასათიანი
QUOTE
რიჩარდ ნიქსონმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამერიკელი ხალხი და მთავრობა დიდ პატივს სცემენ ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას. მან იმედი გამოთქვა, რომ გარდამავალი პერიოდი საქართველოში უსისხლოდ დამთავრდა.
ზვიად გამსახურდიამ კვლავ ხაზი გაუსვა იმას, რომ მსოფლიოს დიდმა სახელმწიფოებმა არ უნდა დაუშვან კრემლის ძალადობა რესპუბლიკების მიმართ.
რიჩარდ ნიქსონმა აღნიშნა - ამერიკას ყოველთვის მიაჩნდა, რომ ყოველმა ხალხმა, მის მიერ არჩეულმა მთავრობამ, თვითონ უნდა განაგოს თავისი ბედი“.
QUOTE
უფლება რომ მქონდეს, სიამოვნებით მივცემდი ხმას საქართველოს დამოუკიდებლობას - რიჩარდ ნიქსონი
რადიო თავისუფლება, ჯიმშერ რეხვიაშვილი
--------------------
הערשעל שמױקל פּינחס ירוחם קרוסטאַפֿסקי
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ironmansnap
Super Member
ჯგუფი: Registered
ironmansnap
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 750
წევრი No.: 263574
რეგისტრ.: 7-September 21
#60243026
· 31 Mar 2023, 12:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კაი კაცი კი იყო მაგრამ დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა და მოეხაზა კიდეც. მთელი მსოფლიოს დემოკრატიული ძალების მიერ მხარდაჭერილმა რევოლუციონერთა რაზმებმა არ დაუშვეს ავტორიტარული მმართველობის დამყარება და საქართველო დემოკრატიის გზაზე შეაყენეს.
ქოცებო გაითვალისწინეთ ეს ქეისი.
This post has been edited by
ironmansnap
on 31 Mar 2023, 12:34
--------------------
დიახ, ევროპელებს სურთ, რომ უკრაინა არსებობდეს, რომ ის იყოს წარმატებული, ოღონდ რაღაც ჩარჩოებში. ძალიან წარმატებული უკრაინა არავის არ სჭირდება. ნუ მოვიტყუებთ თავს… ისე, როგორც ძალიან წარმატებული საქართველო არავის არ სჭირდებოდა. ყოველთვის ყველას, მათ შორის დასავლეთის ქვეყნებს.
მ.ს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
westsider
უტიფართუხუცესი
ჯგუფი: Members
westsider
უტიფართუხუცესი
ჯგუფი: Members
წერილები: 19821
წევრი No.: 5305
რეგისტრ.: 30-May 04
#60243035
· 31 Mar 2023, 12:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
user posted image
ზუსტად მხოლოდ აქ შემოხაზვის შემდეგ რუსეთმა დაინახა უი ამათ დამოუკიდებლობა ნდომებიათო
შემოირტყეს შუბლში ხელი
ზვიადს მოუბოდიშეს და კაითო შემოგვითვალეს
ასე წარმოგიდგენიატ როგორც ვხედავ საქართველოს დამოუკიდებლობის მიღება
ეს კიდე უფრო დიდი აბსურდია იმაზე როცა გგონია რომ 90იანების რუსეტში გამდიდრებული კაცი წაგიყვანს დასავლეთისკენ
This post has been edited by
westsider
on 31 Mar 2023, 12:35
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Realism4Life
სურვილთა მფარველი
ჯგუფი: Members
Realism4Life
სურვილთა მფარველი
ჯგუფი: Members
წერილები: 6421
წევრი No.: 123450
რეგისტრ.: 8-November 10
#60243084
· 31 Mar 2023, 12:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სამწუხაროდ ქართული პოლიტიკური თვითშეგნება ზვიადისტურ დონეს დიდად არ გასცდენია, შინააარსი ისევე ისტერიულია, მხოლოდ ფორმა იცვალა.
--------------------
ცხოვრება უსამართლოა შვილო. რაც უფრო მალე მიხვდები ამას, მით უფრო მალე გაგიადვილდება მასთან შეგუება.
ქართულმა ელიტამ გადაარჩინა თბილისი გადაგვარებას !!! (c) PNG
ძაან გაუგებრობაა და ჩამოვიდეს ქრისტე მეორედ და აგვიხსნას რა ჯანდაბაა ეს პოსტდმოდერნი და როგორ ვიცხოვროთ. (c) Pioneer
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vaho
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
vaho
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 17656
წევრი No.: 17198
რეგისტრ.: 14-February 06
#60243098
· 31 Mar 2023, 12:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
საინტერესოა, ახლა რომ ჩატარდეს იგივე რეფერენდუმი, რა შედეგი იქნება.
ალბათ 50/50-ზე...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Aleksandre166
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Aleksandre166
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2345
წევრი No.: 267536
რეგისტრ.: 14-August 22
#60243183
· 31 Mar 2023, 13:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გილოცავთ, რეფერენდუმიდან 32 წელი შესრულდა. მარადიული ხსოვნა ზვიად გამსახურდიას ჰქონდა შეცდომები, მაგრამ უზომოდ უყვრდა საქართველო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
11-F
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
11-F
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2946
წევრი No.: 269408
რეგისტრ.: 11-February 23
#60243217
· 31 Mar 2023, 13:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ზოდიაქოთი ვერძი ყოფილა. პოლიტიკოსისთვის ნაკლებად სასურველია. რთული ხასიათი ჰქონდა ალბათ.
QUOTE
ჰქონდა შეცდომები, მაგრამ უზომოდ უყვრდა საქართველო
This post has been edited by
11-F
on 31 Mar 2023, 13:26
--------------------
[IMG]G5iqiqi_GYV[/IMG]
[IMG]V_WiKgiJyiKOao[/IMG]
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ereklebarv
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
ereklebarv
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 25233
წევრი No.: 48407
რეგისტრ.: 3-December 07
#60243235
· 31 Mar 2023, 13:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ტიპმა რეფერენდუმი საკუთარ დაბადების დღეს დაამთხვია. მერე დამოუკიდებლობის დეკლარაცია სახლში წაიღო და მანანა არჩვაძეს მოაწერინა ზედ ხელი და მანანას დას.
--------------------
No Mercy, No Mercy for invaders
Condemn their spirits to everlasting fire
Overwhelming infernal desire
Crucify their vanity which they so much admire
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Niku7a
ადენოზინტრიფოსფორმჟავა
ჯგუფი: Members
Niku7a
ადენოზინტრიფოსფორმჟავა
ჯგუფი: Members
წერილები: 9084
წევრი No.: 59474
რეგისტრ.: 26-April 08
#60243236
· 31 Mar 2023, 13:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აქვე კიტოვანს, იოსელიანს და შევარდნაძეს მოვუტყან დედის ტრაკები
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
11-F
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
11-F
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2946
წევრი No.: 269408
რეგისტრ.: 11-February 23
#60243246
· 31 Mar 2023, 13:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Niku7a @ 31 Mar 2023, 13:29 )
აქვე კიტოვანს, იოსელიანს და შევარდნაძეს მოვუტყან დედის ტრაკები
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
temotab
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
temotab
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 21867
წევრი No.: 5800
რეგისტრ.: 26-July 04
#60243282
· 31 Mar 2023, 13:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კვირა დღეს ემთხვეოდა 31 მარტი
9 აპრილს ჰქონდათ ჩაფიქრებული დამოუკიდებლობის გამოცხადება
მანანას დის ხელმოწერა არ მახსენდება
თუმცა არც მანანასი არ იყო მისაღები
ისე 1918 წლის დეკლარაციაზეც აქვთ "არაოფიციალურ" პირებს ხელი მოწერილი
--------------------
საქართველო უპირველეს ყოვლისა...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
westsider
უტიფართუხუცესი
ჯგუფი: Members
westsider
უტიფართუხუცესი
ჯგუფი: Members
წერილები: 19821
წევრი No.: 5305
რეგისტრ.: 30-May 04
#60243310
· 31 Mar 2023, 13:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მანანას დის ხელმოწერა არ მახსენდება
თუმცა არც მანანასი არ იყო მისაღები
ორიგინალი არარც გვაქვს ამ დოკუმენტის
წარმატებებს გისურვებთ ზებნაში
გვაქვს ასლი მხოლოდ
სად დაიკარგა თუ რატომ....ხ.ი.ზ.
წაიღო ცოლს ხელი მოაწერინა,დააქსეროქსა და მოგვიტანა
This post has been edited by
westsider
on 31 Mar 2023, 13:56
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Aleksandre166
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Aleksandre166
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2345
წევრი No.: 267536
რეგისტრ.: 14-August 22
#60243311
· 31 Mar 2023, 13:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(temotab @ 31 Mar 2023, 13:47 )
კვირა დღეს ემთხვეოდა 31 მარტი
9 აპრილს ჰქონდათ ჩაფიქრებული დამოუკიდებლობის გამოცხადება
მანანას დის ხელმოწერა არ მახსენდება
თუმცა არც მანანასი არ იყო მისაღები
ისე 1918 წლის დეკლარაციაზეც აქვთ "არაოფიციალურ" პირებს ხელი მოწერილი
სიგუამ თქვა, რომ 24 მარტს აპირებდა რეფერენდუმის ჩატარებას, მაგრამ ჩვენ მზად არ ვიყავით და ერთი კვირით გადავადებინეთო.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პოლიტიკა
|
იქით
»
Pages:
(2)
[1]
2
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0644 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.