1986 წლიდან ვარ დანიის ნაკრების გულშემატკივარი.
იცით რატომ? დანია ყოველთვის ფეხბურთს თამაშობს.
მერე რა, რომ ძალიან ტექნიკურები არ არიან...
სამაგიოროდ, ყველაზე ორგანიზებული გუნდია!
დიახ, ყველაზე ორგანიზებული გუნდი.
არ მეთანხმებით?

ზედმეტსახელები :
Danish Dynamite, The Olsen Gang
Olsen's Elevenასოციაცია :
დანიის ფეხბურთის ასოციაცია
(Dansk Boldspil-Union)კონფედერაცია :
უეფა(ევროპა)მთავარი მწვრთნელი :
მორტენ ოლსენიკაპიტანი :
იონ დალ ტომასონიყველზე მეტი თამაში ნაკრებში :
პეტერ შმაიხელი 129საუკეთესო მეგოლე :
პოულ 'ტისტ' ნილსენი 52საუკეთესო მაღალი ადგილი ფიფას რეიტინგში :
3 (1997 წლ.მაისი)ყველაზე დაბალი ადგილი ფიფას რეიტინგში :
38 (2009 წლ. მარტი)მიმდინარე პოზიცია :
35პირველი საერთაშორისო მატჩი :
დანია 9 - 0 საფრანგეთი (1908 წ.)ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება :
დანია 17 - 1 საფრანგეთი (1908 წ)ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება :
გერმანია 8 - 0 დანია (1938 წ)მსოფლიოს ჩემპიონატიგამოჩენა - 1986 (სულ სამჯერ, 1986, 1998, 2002)
საუკეთესო შედეგი - მეოთხედფინალი 1998 წელს
ევროპის ჩემპიონატიგამოჩენა - 1964 (სულ 7 ჯერ : 1964, 1984, 1988, 1992, 1996, 2000, 2004)
საუკეთესო შედეგი - 1992 წ. ჩემპიონი, 1984 მესამე ადგილი
დანიის ნაკრების მწვრთნელებიჩარლზ უილიამსი(ინგლისი) 1908-1910
აქსელ ანდერსენ ბირვალი 1913-1918
არნე სორენსენი 1956-1961
პოულ პეტერსენი 1962-1966
რუდი სტრიტიხი(ავსტრია) 1970-1975
კურტ 'ნიკელაი' ნილსენი 1976-1979
ზეპ პიონტეკი(გერმანია) 1979-1990
რიკარდ მიოლერ ნილსენი 1990-1996
ბო იოჰანსონი 1996-2000
მორტენ ოლსენი 2000-
დანიის ეროვნული ნაკრები იმართება დანიის ფეხბურთის ასოციაციის მიერ და წარმოადგენს საერთაშორისო ტურნირებზე 1908 წლიდან. 1980 წლიდან დანიის ნაკრები გახდა ანგარიშგასაწევი ძალა საერთაშორისო ასპარეზზე, 1992 წელს დანიის ნაკრებმა მოიპოვა უძლიერესის სტატუსი ევროპის ჩემპიონატზე სადაც ფინალში დაამარცხა გერმანიის ნაკრები ანგარიშით 2:0, დანიის ნაკრები ასევე გამოდიოდა 1995 წლის კონფედერაციის თასზე, სადაც არგენტინის ნაკრების ძლევით ფინალში ანგარიშით 2:0 გახდა აღნიშნული ტურნირის გამარჯვებული.
გარდა ეროვნული ნაკრებისა კაცებში, დანია კონკურენტუნარიანია ქალების ყველა ასაკობრივ ნაკრებში, დანიის ეროვნული ნაკრები ასევე მოიცავს 17, 19 და 21 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებს, დამატებით არის B ნაკრები, რომელშიც თამაშობენ ეროვნული ჩემპიონატის (SAS Ligen) გამორჩეული ფეხბურთელები.
დანიური ფეხბურთი ადრეულ წლებში
დანიის ეროვნული ნაკრები 1912 წლის ოლიმპიადაზეპირველი არაოფიციალური ტიტული თარიღდება 1906 წლით, სადაც დანიამ ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს მედლები, ხოლო 1908 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დაიკავა მეორე ადგილი, დანია გარკვეული პერიოდი დომინირებდა იქამდე სანამ დაიწყებოდა მსოფლიო ჩემპიონატის ერა, იმის იუხედავად რომ დანია იყო ერთ-ერთი წამყვანი ნაკრები ევროპაში ვერ ახერხებდა მსოფლიო ჩემპიონატებზე გასვლას, 1948 წლის ბრინჯაოს მედალი ოლიმპიურ თამაშებზე იყო ერთადერთი ნათელი წერტილი შემდეგი 50 წლის მანძილზე, ვინაიდან ამის შემდეგ ფეხბურთი დანიაში ხდება სამოყვარულო, ხოლო პროფესიონალი ფეხბურთელების უმეტესობა კარიერის გასაგრძელებლად გადადიოდნენ წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების გუნდებში.
1960 წლიდან მოვიდა შემდეგი გამარჯვებების დრო, ამავე წლის ოლიმპიურ თამაშებზე დანიამ მოიპოვა ვერცხლის მედლები,ხოლო 1964 წლის ევროპის ცემპიონატზე დაიკავა მეოთხე ადგილი, 1978 წელს დანიაში ფეხბურთი გახდა პროფესიონალური, დაიწყო პროფესიონალური გუნდების ჩმოყალიბება, დანიის ეროვნულ ნაკრებს კი სპონსორად მოევლინა ლუდის მწარმოებელი კომპანია კარლბერგი, ნაკრებშI მოიწვიეს გერმანელი მწვრთნელი ზეპ პიონტეკი.
დანიური დინამიტი1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში დანიამ დააგროვა 8 ქულა, მათ შორის მოიგო ანგარიშით 3:1 მომავალ ჩემპიონ იტალიასთან, საბოლოოდ მაინც ვერ შეძლო 1982 წლის ჩემპიონატზე მოხვედრა.
1984 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში დანიამ 1:0 დაამარხცა ინგლისი უემბლიზე, ალან სიმონსენის გოლის წყალობით, დანიამ დაძლია საკვალიფიკაციო ეტაპი და 1964 წლის შემდეგ პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რის შემდეგაც შეერქვა სახელი ''დანიური დინამიტი'', აღნიშნულ ტურნირში კი დანია პენალტების სერიაში გამოვარდა ესპანეთის ნაკრებთან ნახევარფინალურ სტადიაზე.
''დანიური დინამიტის'' შემდეგი გაჩერება იყო 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მექსიკაში, ამ დროს ნაკრების წამყვანი ფეხბურთელები იყვნენ მიქაელ ლაუდრუპი და პრებენ ელკიაერი, ჯგუფურ ეტაპზე ყველა გააოცეს თავისი თამაშით და სამივე თამაშიც მოიგეს, მათ შორის გერმანიის ნაკრებთანან 2:0 და ურუგვაისთან 6:1, მერვედფინალში კი ისევ ესპანეთი და ისევ მარცხი, ამჯერად დიდი ანგარიშით 1:5 , ოთხი გოლი ამ მატჩში გაიტანა ემილიო ბუტრაგენიომ, პირველი ესპანური გოლის მიზეზი იყო იესპერ ოლსენი შეცდომით გაკეთებული პასი ბუტრაგენიოზე, ამ უიღბლო მოქმედებას ეწოდა ''იესპერ ოლსენის რეალობა'', ამ ფარზას 13 წლის განამვლობაშI აქტუალურობა არ დაუკარგავს, სანამ ზუსტად იგივე არ გაიმეორა იესპერ გრონკიაერმა 1999 წელს თავის სადებიუტო თამაშში.
1986 წლის ჩაგდებული ჩემპიონატის შემდეგ დადგა 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის დრო, სადაც დანიამ ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი წააგო და უსახელოდ დატოვა ჩემპიონატი. ეს გახდა კიდეც მიზეზი გერმანელი მწვრთნელის ზეპ პიონტეკის დათხოვნისა.
1992 წელი და ევროპის ჩემპიონობაყველაზე საუკეთესო პერიოდი დანიური ფეხბურთის ისტორიაში მოხდა 1992 წელს ევროპის ჩემპიონატზე, დანიამ თავიდან ვერ დაძლია შესარჩევი ეტაპი, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა იუგოსლავიამ,დანიური ფეხბურთის ლეგენდამ მიქაელ ლაუდრუპმა დატოვა ეროვნული ნაკრები მწვრთნელ ნილსენთან უთანხმოების გამო. იუგოსლავია, რომლის ტერიტორიაზეც მიმდინარეობდა ომი,მიიღო საერთაშორისო სანქციები და აეკრძალა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა, რადგან დანია შესარჩევის დროს გავიდა მეორე ადგილზე იუგების შემდეგ, ავტომატურად გადაეცა საგზური დანიას შვედეთში გასამართ ჩემპიონატზე, ამ დროს ნაკრები ემზადებოდა ამხანაგური თამაშისთვის C.I.S თან
დანიის ნაკრებში დიდი იმედი ეყრდნობოდა შმეხელზე და მის დაცვაზე, ასევე შეტევების სულისჩამდგმელ ბრაიან ლაუდრუპზე, დანიის ნაკრები არის ავტორი ერთ-ერთი ყველაზე სენსაციური ჩემპიონობისა მწვრთნელ რიკარდ მიოლერ ნილსენთან ერთად, დანია გავიდა ურთულესი ჯგუფიდან, სადაც დანიამ და შვედეთმა ჯგუფში ჩატოვეს საფრანგეთი და ინგლისი, მათ ასევე გადალახეს მოქმედი ევრპის ჩემპიონის ჰოლანდიის ბარიერი და გავიდნენ ფინალში სადაც მოუგეს მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიის ნაკრებს 2:0, ეს იყო ჩემპიონატი არდადეგებიდან ევროპის ჩემპიონობამდე


1993 წლიდან ნაკრებს დაუბრუნდა მიქაელ ლაუდრუპი, მაგრამ მისამა დაბრუნებამაც ვერ გაიყვანა ნაკრები 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, 1995 წლის კონფედერაციის თასის მოგების შემდეგ დანია 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე არც თუ ისე კარგად გამოვიდა რაამც გამოიწვია ნაკრებიდან რიკარდ ნილსენის წასვლა, 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდი შვედმა სპეციალისტმა ბო იოჰანსონმა გაიყვანა, სადაც მეოთხედფინალს უწია და დაძაბულ ბრძოლაში წააგო 2:3 ბრაზილიასთან
2000 წლიდან კი დაიწყო მორტენ ოლსენის ეპოქა რომელიც დღემდე გრძელდება და იმედია კიდევ გაგრძელდება
სტადიონიდანიის ეროვნული ნაკრები საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონზე სახელწოდებით
parkenსტადიონი არის ს.კ კოპენჰაგენის საშინაო არენა
ტევადობა : 38,086

დანია 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
14 ივნისი.იოჰანესბურგი.15:30 ჰოლანდია -
დანია19 ივნისი. პრეტორია. 22:30 კამერუნი -
დანია24.ივნისი. რუსტენბურგი.22:30
დანია - იაპონია
შემადგენლობამეკარეებიტომას სორენსენი (სტოკ სიტი, ინგლისი)
იესპერ კრისტიანსენი(კოპენჰაგენი)
შტეფან ანდერსენი(ბრონდბიუ)
მცველებიდანიელ აგერი (ლივერპული, ინგლისი)
ლარს იაკობსენი (ბლექბერნი, ინგლისი)
პერ კროლდრუპი (ფიორენტინა, იტალია)
უილიამ კვისტი (კოპენჰაგენი)
სიმონ კიაერი (პალერმო, იტალია)
სიმონ 'ბუსკ' პოულსენი (აზ ალკმაარი, ჰოლანდია)
პატრიკ მტილიგა (მალაგა, ესპანეთი)
ნახევარმცველებიმარტინ იორგენსენი (ორჰუსი)
დენის რომედალი (აიაქსი, ჰოლანდია)
იესპერ გრონკიაერი (კოპენჰაგენი)
კრისტიან პოულსენი (იუვენტუსი, იტალია)
დანიელ იენსენი (ვერდერი, გერმანია)
ტომას კალენბერგი (ვოლფსბურგი, გერმანია)
იაკობ პოულსენი (ორჰუსი)
ტომას ენევოლდსენი (გრონინგემი, ჰოლანდია)
მიკელ ბეკმანი (რანდერსი)
კრისტიან ერიკსენი(აიაქსი, ჰოლანდია)
თავდამსხმელებიიონ დალ ტომასონი (ფეიენოორდი, ჰოლანდია) CAP
ნიკლას ბენდტნერი (არსენალი, ინგლისი)
სიორენ ლარსენი (დუისბურგი, გერმანია)
ფორმა

This post has been edited by TiFozi on 31 May 2010, 18:56