გამაჯობააათ.... მოკლედ კამერა მინდა რამე მეორადი, ახლებს ისეთი ფასი აქ რო სახლკარი უნდა გაყიდო, მესმის რო ბიუჯეტური და კარგი კამერა (მეორადი) ცოტა ისეთი თემაა მარა მაინც შეიძლება ალბათ რამის არჩევა, 350 და მაქსიმუმ 400 ლარად ვეძებ, ვერც ლინზებში ვერ ვერკვევი და ვერც კამერის მონაცემებში ამიტომ ბრმად გადავწყვიტე მარკეტზე მენახა რამე, ხოდა უცოდინარისთვის სრული საგიჟეთი დამხვდა
დაახლოებით ესეთი სახელები უწერიათ
Canon EOS 2000D EF-S 18-55 IS II KIT Black
Nikon Coolpix L310
Nikon coolpix l120
NIKON COOLPIX L830
და ასე შემდეგ, ანუ სხვაობა არის სულ რაღაც ორ ციფრში ან სულ რაღაც მიზერული, ფასში კიდე დიდ სხვაობებს ვხედავ
ვინმე იქნება აქ ისეთი ვინც ერკვევა ამ ამბავში და ერთი ორი ზუსტი დასახელება რო მომცეს კამერის, რომელიც ამ ფასად მეორადიც ნორმალური იქნება, ან რას შეიძლება რო მივაქციო ყურადღება?
აქ ვხსნი ამ თემას რადგან შედარებით ცოცხალი განყოფილებაა, მაპატიეთ მოდერებო
მაინც საზარელია სიმარტოვის ჟამს საიდანღაც მონაქროლი ამაოების ქარი...
მე ღმერთის სანახავად არ ვიყურები წიგნში მე ვიყურები სარკეში, სარკეში თუ გამიტყდა ვინავარ, ვისაც გაუტყდა ის არის ღმერთი...