ლაზიკაში პირველი ადმინისტრაციული შენობა ხვალ გაიხსნება სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ იმავე დღეს ლაზიკას მონასტრის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი.
http://www.commersant.ge/index.php?id=11505= = = = = = = = = =
ლაზიკა თუ ანაკლია - სად შენდება ახალი ქალაქი? [Video] შუშის კონსტრუქციით ნაგები შენობა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ცნობით, ლაზიკის მერიაა და რომელიც იუსტიციის სამინისტროს ცნობით, იუსტიციის სახლი უნდა ყოფილიყო, ანაკლიის პატრიოტთა ბანაკიდან 20-მდე მეტრშია. ანაკლიის ბანაკთან ახლოს მიმდინარეობს პორტის მშნებელობაც.
„შორია ლაზიკამდე?“ - პირველ კითხვაზე, რომელსაც ანაკლიის ცენტრში მდებარე მარკეტთან მსხდომ ადამიანებს ვუსვამთ, ასეთ პასუხს ვიღებთ:
„კი, შორია, ასე, სამი კილომეტრი იქნება“.
ანაკლიის პატრიოტთა ბანაკის ერთ მხარეს ლაზიკის მერია შენდება, მეორე მხარეს - პორტი
= = = = = = = = =
ლაზიკაში ადმინისტრაციულ შენობას ბათუმში დაფუძნებული კომპანია „ანაგი“ აშენებს.
„რას ვაშენებთ, ფუნქციონალურ დანიშნულებას ვერ გეტყვით. იუსტიციის სახლი ან მუნიციპალიტეტი უნდა განთავსდეს. ზუსტად არ ვიცით. მშენებლობა გასული წლის ბოლოს დავიწყეთ და მიმდინარე დღეებში, სადღაც უახლოეს ათ დღეში უნდა დასრულდეს. რაც შეეხება თანხებს, ამის შესახებ არაფრის თქმა არ შემიძლია,“ - განუცხადა „ნეტგაზეთს“ სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ფინანსურმა დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა.
ოფიციალური ინფორმაციით, შენობა 15 სექტემბერს უნდა გაიხსნას. თარიღებზე საჯაროდ საუბარი არ სურთ იქ დასაქმებულ მუშებს. პირად საუბრებში კი ამბობენ, რომ შენობის სრულყოფილად დასრულება 15 რიცხვისთვის წარმოუდგენელია.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
კითხვაზე, სად, რა ტერიტორიაზე შენდება ლაზიკა? - ზაურ აფხაზავა გვპასუხობს:
„ამ ტერიტორიას ამ წუთას ჰქვია ლაზიკა. სანამ ლაზიკა დაერქმეოდა, აქ მთავრდებოდა ანაკლია. ეს იყო ანაკლიის ტერიტორია. გვერდით ანაკლიის პატრიოტთა ბანაკია“.
ლაზიკის აშენების იდეა საქართველოს პრეზიდენტმა 2011 წლის 4 დეკემბერს, ზუგდიდში სტუმრობისას გაახმოვანა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ახალი ქალაქი ანაკლიასა და ყულევს შორის აშენდებოდა.
„ლაზიკა დასავლეთ საქართველოს მთავარი სავაჭრო ეკონომიკური და ბიზნესცენტრი უნდა გახდეს. 10 წელიწადში ლაზიკა თბილისის შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქი იქნება, მინიმუმ ნახევარმილიონიანი მოსახლეობით,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. <<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
იმ ინფორმაციის მიხედვით, რომლის მოპოვებაც ანაკლიასა და ე.წ. ლაზიკაში შევძელით, დაახლოებით ორკილომეტრიან მონაკვეთში, ერთმანეთის სიახლოვეს ორი პორტი შენდება. ლაზიკის პორტის მშენებლობა ანაკლიის ბანაკის გვერდით მიმდინარეობს, ხოლო კიდევ ერთი პორტის - ანაკლიის ბულვარში. ბულვარში ორი ხუთსართულიანი თეთრი კორპუსი დგას. შენობაზე ქართულ და ინგლისურ ენაზე წარწერაა - „პორტი ლაზიკა“.
= = = = = = =
„ხომ კითხულობთ წარწერას?! - ნახეთ, რა აწერია: ლაზიკა პორტი. პორტს ვაშენებთ. მეტ კითხვას ნუ დამისვამთ,“ - ამბობს ერთ-ერთი მუშა, რომელიც გვეუბნება, რომ არ გადავიღოთ.
„აკვაპარკი რომ გახსნეს, „აკვა ლაზიკა“ დაარქვეს, ეს კორპუსები რომ ააშენეს, შსს-ს თანამშრომლებისთვის იყო. იმის ზევით წარწერა გაუკეთეს, პორტი ლაზიკა მიაწერეს, იმ პორტსაც ლაზიკას დაარქმევენ, ალბათ. ლაზიკა რომ დააწერეს, კი გამიკვირდა, მაგრამ, რა ვიცი. დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, ჭორის დონეზე ხალხი საუბრობს, რომ ისეთი ჭაობია, თურმე, ის ადგილი, სადაც ლაზიკა უნდა აშენდეს, ვერ გაუძლებს ქალაქი რომ აშენდეს. დაბალი გრუნტიაო. ამიტომ ცოტა აქეთ უნდა გადმოსწიონ ეს ქალაქიო.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
„ლაზიკას ავტორს არ აქვს დასაბუთება, რატომ აშენებს ამ ქალაქს. ამ სიტუაციაში, ყველაფრის გათვალისწინებით, რაღაც ახალი ქალაქის აშენება მაშინ, როცა საქართველოს ყველა ქალაქში მოუწესრიგებელი გაქვს აბსოლუტურად ყველაფერი, კომუნიკაციიდან დაწყებული - დამთავრებული ავარიული სახლებით, ვფიქრობ, რომ არის წარმოუდგენელი რამ. ამასთანავე დასაბუთება მე ვერსად ვნახე, რატომ შენდება ეს ქალაქი, ანუ რამ გამოიწვია, რა მიზეზი აქვს. ქალაქმშენებლობა ყოველთვის არის დაკავშირებული ადამიანთან. იქ {ლაზიკაში} არ არის ის დასახლება, რაც განაპირობებს გაზრდას და ქალაქად გარდაქმნას. ამასთან თუ გავითვალისიწნებთ იმას, რომ სამშენებლოდ არის ძალიან რთული რელიეფი, ჭაობია, ეს ფაქტი, კიდევ უფრო ეჭვქვეშ აყენებს ამ ქალაქის მშენებლობის მიზანშეწონილობას,“ - ამბობს ურბანისტი ნიკო კახეთელიძე.
ვისთვის შენდება ლაზიკაში ადმინისტრაციული შენობა, ვინ იმუშავებს იქ? როდის დაიწყება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა ქალაქ ლაზიკაში? ვინ იცხოვრებს იქ? მიმდინარეობს თუ არა საჯარო განხილვები ლაზიკის მშენებლობის შესახებ? რა მნიშვნელოვანი გარემოები გახდა იმის მიზეზი, რომ ამ ქალაქის მშენებლობა გადაწყდა? რა თანხაა გამოყოფილი ლაზიკაში ადმინისტრაციული შენობის და პორტის მშენებლობისათვის?
http://www.netgazeti.ge/GE/105/News/12806/
Quod facimus nos ? Quis? quid? ubi? quibus auxiliis? cur? quomondo? quando?