სტრასბურგში შესული სარჩელები - "ოცნებამ" 9 წლის მონაცემები 4 თვისას შეადარა და საქართველოს წინააღმდეგ რუსების საჩივრებიც ჩათვალამთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის 9 წელს შეადარეს მიმდინარე წელი, უფრო კონკრეტულად კი 4 თვე. გამოქვეყნებული ინფორმაციით 9 წლის განმავლობაში, სტრასბურგში ქვეყნის წინააღმდეგ 5416 საჩივარი შევიდა, ხოლო წელს, 4 თვის განმავლობაში 150 საჩივარი.
მას შემდეგ რაც ხალხში ძალიან ერთგვაროვანი და კომიკური რეაქცია მოჰყვა ამ პროპაგანდას ინფორმაცია ჩაასწორეს - დაამატეს წერილობითი განმარტება, რომ 2013-2022 წლებში ოცნების ხელისუფლების პირობებში საქართველოს წინააღმდეგ 1132 საჩივარი შევიდა.
ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს სტრასბურგში წასული საქმეებიდან უმეტესობა - 3300 საქმე იყო რუსების მიერ წარმოებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.
ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს სტრასბურგში წასული საჩივრების უმეტესობა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საერთოდ არ განხილულა.
რადგან უმეტესობა იყო შეთითხნილი
https://mtavari.tv/news/119288-strasburgshi...otsnebam-9-clisოცნების კიდევ ვინმეს სჯერა?
გაიხსენეთ ოცნების დროს ვინები ყავდათ პოლიტპატიმრებად შერაცხული