ქრისტიანულად, რომ განვიხილოთ კერპთაყვანისმცემლობაშია "მრევლის" უდიდესი ნაწილი
ჟურნალისტური გაშუქების სტანდარტი "ცეცხლის გარდამოსვლის" ცალკე მკრეხელობაა
"ზაჟიგალკა" არ არის საჭირო "უძინარი ცეცხლის" კანდლიდან ინთება- ნატურალური ცეხლი იკურთხება
ამ ვიდეოში მაგარი ტიპია ის "გათიშე კამერა" არიქა ნუ იძახის სიმართლეს!

"მიუხედავად იმისა, რომ წმიდა ცეცხლის "გარდამოსვლად" არის ცნობილი, ამგვარ, ფიზიკური კანონების რღვევის თვალსაზრისით სასწაულს არ იცნობს არც მართლმადიდებელი ეკლესიის მსოფლიო საეკლესიო კრებების დოგმატები და არც საეკლესიო კანონები. მის შესახებ არ უმსჯელია არც 2016 წელს შემდგარ კრეტის კრებას.
2001 წელს, იერუსალიმის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, პეტრას მიტროპოლიტმა კორნელიუსმა, ბერძნული ტელეკომპანია MEGA-ს ეთერში, გადაცემაში Grizes Zones განაცხადა, რომ "საქმე ეხება ბუნებრივ ცეცხლს, მაგრამ ლოცვები, რომელსაც კითხულობს პატრიარქი ან სხვა, მისი შემცვლელი მღვდელმთავარი, აკურთხებენ ამ წმიდა ცეცხლს, რის შემდეგაც მას აქვს წმიდა ცეცხლის მადლი. ეს არის ბუნებრივი ცეცხლი, რომელსაც ვანთებთ ჩაუქრობელი კანდლიდან, რომელიც ინახება აღდგომის ტაძარში. მაგრამ ლოცვებს შეუძლიათ აკურთხონ ბუნებრივი ცეცხლი და ის ხდება ზებუნებრივი ცეცხლი. სასწაული - ეპიკლეზაშია (სულიწმიდის მოხმობაში), მღვდელმთავრის ლოცვაში, მისით იკურთხება ეს ცეცხლი", - თქვა მღვდელმთავარმა, რომელმაც 2001 წლის 15 აპრილს თავად აღასრულა დიდი შაბათის ცეცხლის კურთხევის წესი.
იმავეს ამბობს სომეხთა სამოციქულო ეკლესია. სომეხი იერარქების განცხადებით, პატრიარქისა და სომეხი იერარქის კუვუკლიაში შესვლისას, ორი კანდელი ანთია."
This post has been edited by Hadesa on 15 Apr 2023, 16:02